Unityმულტი-პლატფორმული თამაშის ძრავა ჩაშენებული ინტეგრირებული განვითარების გარემოებით Unity Technologies-ის მიერ. ის გამოიყენება ვიდეო თამაშების შესაქმნელად ვებ ფლაგინებისთვის, დესკტოპის პლატფორმებისთვის, კონსოლებისთვის და მობილურებისათვის. ის გაიზარდა OS X მხარდაჭერილი თამაშების შესაქმნელი ხელსაწყოდან 2005-ში მულტი-პლატფორმულ თამაშის ძრავამდე.[2]

Unity
ავტორი Unity Technologies
მწარმოებელი Unity Technologies
გამოვიდა 2005
ბოლო გამოშვება 5.3.4 / 2016 მარტი
პროგრამირების ენა C++ გამოყენებულია ძრავაში, IDE პროგრამირებულია C#-ზე[1]
პლატფორმა შექმნა: Windows, OS X. გამოშვება: Windows, OS X, Linux, Xbox 360, Xbox One, Wii, Wii U, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Vita, Windows Phone, iOS, Android, Native Client, Adobe Flash, Unity Web Player, Windows Store
ენა ინგლისური
ჟანრი თამაშის ძრავა
ლიცენზია კერძო
საიტი http://unity3d.com/

მახასიათებლები

რედაქტირება

რენდერინგი

რედაქტირება
 
Gone Home არის 2013 წლის ვიდეო თამაში რომელიც შეიქმნა Unity ძრავით

გრაფიკური ძრავა იყენებს Direct3D-ს (Windows, Xbox 360), OpenGL-ს (Mac, Windows, Linux), OpenGL ES და საკუთარი API-ებს (კონსოლები). Unity-ში არის რელიეფური ტექსტურირება, ანარეკლის ტექსტურირება და სხვა. დინამუიკური ჩრდილები იყენებს ჩრდილის ტექსტურებს.[3]

Unity მხარს უჭერს ფაილების ფორმატს შემდეგ პროგრამებიდან: Autodesk 3ds Max, Maya, Softimage, Blender, modo, ZBrush, Cinema 4D, Cheetah3D, Adobe Photoshop, Adobe Fireworks. ეს აქტივები შეიძლება დამატებული იყოს თამაშის ობიექტში და მისი მართვა შეიძლება Unity-ს მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისში.[4]

თამაშის ძრავის სკრიპტი აწყობილია Mono-ზე, გახსნილ წყაროიანი .NET Framework-ის შესრულება. პროგრამისტებს შეუძლიათ გამოიყენონ UnityScript-ი (პერსონალური პროგრამული ენა რომელიც შთაგონებულია ECMAScript-ის სინტაქსისგან, ის ხსენებულია როგორც ჯავასკრიპტი პროგრამაში)[5][6], C#-ი და Boo (რომელსაც აქვს Python-ისგან შთაგონებული სინტაქსი).[7] დაწყებული 3.0 ვერსიიდან Unity შემოდის პერსონალიზებული MonoDevelop ვერსიით რომელიც არის სკრიპტების გამართვისათვის.

აქტივების ნავიგაცია

რედაქტირება

Unity ასევე შეიცავს აქტივების სერვერს სადაც დეველოპერები აკონტროლებენ თავიანთ აქტივებს და სკრიპტებს. ის იყენებს PostgreSQL-ს, აუდიო სისტემა აშენებულია FMOD-ის ბიბლიოთეკით (შესაძლებლობით რომ დაუკრას Ogg Vorbis კომპრესირებული აუდიო) ვიდეო დაკვრა იყენებს Theora-ს კოდეკს, მრავალმომხმარებლიანი ქსელები იყენებს RakNet-ს

პლატფორმები

რედაქტირება

Unity მხარს უჭერს გამოშვებას მრავალ პლატფორმაზე, პროექტში დეველოპერებს აქვთ კონტროლი თამაშის მობილურ მოწყობილობებზე გამოშვების, ბრაუზერებზე გამოშვების, დესკტოპებზე და კონსოლებზე.[8] Unity-ს ასევე აქვს ტექსტურების კომპრესია და რეზოლუციის პარამეტრები ყოველ პლატფორმისთვის რომელსაც თამაში მხარს უჭერს.

ამჟამინდელი მხარ დაჭერილი პლატფორმები არის: BlackBerry 10, Windows 8, Windows Phone, Windows, Mac, Linux, Android, iOS, Unity Web Player, Adobe Flash, PlayStation 3, PlayStation Vita, Xbox 360, Wii U და Wii.

მომავალი პლატფორმები შეადგენს: Xbox One და PlayStation 4.

Unity-ს ასევე აქვს ჩაშენებული მხარდაჭერა Nvidia-ს (ყოფილი Ageia) PhysX ფიზიკის ძრავის (3.0 ვერსიიდან) დამატებულია რეალური დროის ქსოვილის სიმულაცია და შეჯახების ფენები.[9] Unity 4.3-მა შემოიღო ჩაშენებული Box2D-ს მხარდაჭერა, ფიზიკის ძრავა 2D თამაშებისათვის.[10]

ვერსიები

რედაქტირება

Unity-ს პირველი ვერსია გამოვიდა Apple საერთაშორისო შემქმნელების კომფერენციაზე 2005 წელს. ის იყო შექმნილი იმისთვის რომ მას შეექმნა პროექტები Mac კომპიუტერებზე და მან გამოიმუშავა საკმარისი წარმატება იმისათვის რომ გაგრძელებულიყო ძრავის და ხელსაწყოების განვითარება სხვა პლატფორმებისათვის.[11] Unity 3.0 გამოვიდა 2010 წლის სექტემბერს და მან წარმოადგინა მეტი ხესაწყო რომლებსაც მაღალი დონის სტუდიები იყენებდნენ. ამან საშუალება მისცა ძრავას დიდი კომპანიების ყურადღება მიექცევინებინა. ბოლო ძირითადი Unity-ს ვერსია, 4.0 გამოვიდა გვიან 2012-ში და ის შეიცავდა დამატებებს როგორიცაა Mecanim ანიმაცია და DirectX 11-ის მხარდაჭერა.

Unity 4.3 გამოვიდა 2013 წლის 12 ნოემბერს. მასში პირველად შემოიღეს 2D მხარდაჭერა.[12] გამოშვება შეიცავს სპრაიტების, გაუმჯობესებული ანიმაციის, 2D ფიზიკის მხარდაჭერას და სხვა ფუნქციებს.[13] განვითარება იგივეა, რაც 3D თამაშის ძრავის შემთხვევაში.[14]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Is Unity Engine written in Mono/C#? or C++
  2. How Unity3D Became a Game-Development Beast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-13. ციტირების თარიღი: 2014-05-26.
  3. "Using DirectX11 in Unity 4". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-16. ციტირების თარიღი: 2014-06-28.
  4. "How do I import objects from my 3D app?"
  5. "UnityScript versus JavaScript". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-24. ციტირების თარიღი: 2014-07-01.
  6. Difference between UnityScript and JavaScript?
  7. "Using Scripts". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-30. ციტირების თარიღი: 2014-07-01.
  8. "Effortlessly unleash your game on the world’s hottest platforms". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-24. ციტირების თარიღი: 2014-07-02.
  9. [https://web.archive.org/web/20130911050603/http://docs.unity3d.com/Documentation/Manual/Physics.html დაარქივებული 2013-09-11 საიტზე Wayback Machine. "Physics"
  10. "Industry-leading 2D and 3D power". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-01. ციტირების თარიღი: 2014-07-02.
  11. "Unity - Fast Facts"
  12. [1] Unity 4.3: 2D Game Development Overview]
  13. Unity 2D Development
  14. "2D Power". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-07-04.