VideoGamer.com (ადრე ცნობილი სახელწოდებით Pro-G) არის ინგლისურენოვანი ვებსაიტი ვიდეო თამაშების შესახებ. გაეშვა 2004 წლის 12 ნოემბერს ქალაქ ლონდონში სახელწოდებით Pro-G. საიტი აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებს, პრევიუებსა და ვიდეობს თამაშების შესახებ. იგი არის Candy Banana ვებსაიტების ქსელის ნაწილი, რომელსაც მართავს შვედური მშობელი კომპანია IBIBI HB.

კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არასავალდებულო
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი ადამ მაკინი
ტომ ორი
ჯეიმზ ორი[1]
მფლობელი Candy Banana
გაეშვა 12 ნოემბერი, 2004; 19 წლის წინ (2004-11-12)[2]
Alexa-ს რეიტინგი 18,503 (დეკემბერი, 2015)[3]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

საიტი გაეშვა 2004 წლის ნოემბერს ადამ მაკკენისა და ტომ ორის მიერ[4]. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო Pro-G.co.uk. მას შემდეგ რაც საიტის პოპულარობა გაიზარდა, 2007 წელს მაკინმა და ორიმ ჩამოაყალიბეს Pro-G Media Ltd, რის შედეგადაც საიტს შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა VideoGamer.com[4].

2008 წლის 6 ოქტომბერს გაეშვა მაღალი გარჩევადობის ვიდეო სერვისი, რომელსაც შეეძლო ვიდეოს 720p-ში ჩვენება, იგი იყო პირველი ბრიტანული ვებსაიტი, რომელმაც გამოიყენა აღნიშნული ტექნოლოგია[5]. საიტზე რუგულარულად თავსდებოდა ვიდეო კონტენტები, რომელთა უმეტესობა მოიცავდა ვიდეო თამაშების მიმოხილვებს, შეჯიბრებს, ტრეიელერებს და გეიმპლეის.

2015 წლის მარტს Pro-g Media Ltd. შეიძინა შვედურმა კომპანია IBIBI HB-მა,[6] ამის შედეგად HB-მ ჩამოაყალიბა ახალი კომპანია Candy banana, რომელიც ფლობს VideoGamer-სა და სხვა საკუთრებებს.

პოდკასტი

რედაქტირება

საიტის პოპულარობიდან გამომდინარე, ყოველკვირეულ პოდკასტს წარმოადგენს რედაქტორთა ჯგუფი, რომელიც ხელმისაწვდომი არის VideoGamer-ის საიტზე, Youtube-სა და iTunes-ზე. იგი მოიცავს იუმორს, სატირიას, სიახლეებს, საზოგადოების მოზიდვასა და ა.შ. პოდკასტს საფუძველი ჩაეყარა 2011 წლის ივნისს[7].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. VideoGamer.com - CrunchBase Profile. AOL Inc. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  2. Pro-G.co.uk Launch Date. Pro-G Media Ltd, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 14 July 2011.
  3. Videogamer.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2015-09-06.
  4. 4.0 4.1 History Page on Pro-G Media Corporate Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-15. ციტირების თარიღი: 2007-01-04.
  5. VideoGamer.com launches UK's first 720p HD video service in conjunction with Far Cry 2 from Ubisoft. ციტირების თარიღი: 2008-10-14.
  6. Publisher of VideoGamer.com has been acquired, forms new network Candy Banana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-08. ციტირების თარიღი: 2015-06-13.
  7. The VideoGamer.com Podcast Episode 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-06. ციტირების თარიღი: 2015-06-14.