ტაქტიკური შუტერი
ტაქტიკური შუტერი (ინგლ. Tactical shooter) — ვიდეო თამაშების ჟანრი, შუტერის ქვეჟანრი, რომელიც მოიცავს როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის შუტერს. ზოგიერთი შუტერი ერთდროულად თავისთავში აერთიანებს პირველ და მესამე პირის ხედვას, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეს თამაშის პროცესში გადაერთოს ერთიდან მეორეზე. ტაქტიკური შუტერის სხვა ჟანრებისგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანია — საბრძოლო პირობების უფრო რეალისტური სიმულაცია, ამგვარი შუტერის თამაშის პროცესის მთავარ ასპექტს წარმოადგენს ჯგუფური მუშაობა, რომელიც შეიძლება შედგებოდეს, როგორც მოთამაშე პერსონაჟებისგან, ასევე ბოტებისგან.
ტაქტიკური შუტერის ტიპური სიუჟეტია — პოლიციის ბრძოლა ორგანიზაბულ დანაშაულთან, სპეცნაზის ბრძოლა ტერორისტებთან. მოქმედება შეიძლება ვითარდებოდეს როგორც რეალურ დროში, ასევე უახლოეს წარსულში ან მომავალში.
ძირითაი აქცენტი ამ ჟანრში კეთდება პერსონაჟის უნარჩვევებზე, იარაღისა და კონკრეტული რაიონის ტაქიტკური კუთხით გამოყენებაზე. ამის წყალობით, ჩვეულებრივი შუტერებისგან განსხვავებით, ამგვარი თამაში აიძულებს მოთამაშეს გამოიყენოს ტაქტიკური სვლები მიზნის მისაღწევად (მაგალითად, მატოხელა რეჟიმში ჩვეულებრივი პირდაპირი იერიშის მიტანის ნაცვლად, ჯგუფს ხელსაყრელი პოზიციების დაკავებით შეუძლია შეუმჩნევლად ალყაში მოაქციოს მტერი).[1][2][3]
ამ ჟანრის მაგალითებია ვიდეო თამაშები: „Rainbow Six“-ის სერია, „Ghost Recon“-ის სერია, „Delta Force“-ის სერია, „ArmA 2“, „ArmA 3“ და სხვები.
ისეთ ტაქტიკურ შუტერებს, სადაც მიმდინარეობს სამხედრო შენაერთების ფართომასშტაბიანი საბროლო მოქმედებები, ხშირად უწოდებენ „ჯარისკაცის სიმულატორს (ინგლ. soldier sim).[4][5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Specforce
- Dslyecxi: Best of tactical დაარქივებული 2013-01-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fudge, James, Rainbow Six 3 to GameCube (GCN) GameSpy (April 8, 2004), დაარქივებულია 7 თებერვალი, 2008
- ↑ Tamte, Peter Close Combat: First to Fight — Vol #3 (PC) GameSpy (Nov. 4, 2004) დაარქივებულია 7 თებერვალი, 2008
- ↑ Special Forces Pack Released დაარქივებული 2012-02-06 საიტზე Wayback Machine. IGN (Feb 20, 2003) დაარქივებულია 7 თებერვალი, 2008
- ↑ IGN Staff Operation Flashpoint Goes to War დაარქივებული 2012-02-06 საიტზე Wayback Machine. IGN (Dec 14, 2001) დაარქივებულია 7 თებერვალი, 2008
- ↑ Adams, David America’s Army Linked Up დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine. IGN, (Feb 9, 2006) დაარქივებულია 7 თებერვალი, 2008