Tango Gameworks
Tango Gameworks — იაპონიაში დაფუძნებული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც მდებარეობდა ტოკიოში, იაპონიაში. დააარსა „Resident Evil“-ის შემქნელმა სინძი მიკამიმ, 2010 წლის 1 მარტს.[1] Tango Gameworks იყო ZeniMax Media-ის შვილობილი კომპანია. გაუქმდა 2024 წლის 7 მაისს.
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | ინტერაქტიული გართობა, ვიდეო თამაშები |
დაფუძნდა | 1 მარტი, 2010 |
დამაარსებელი | სინძი მიკამი |
დაიხურა | 7 მაისი, 2024 |
სათავო ოფისი | ოდაიბა, ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
სინძი მიკამი (აღმასრულებელი პროდიუსერი) მასაფუმი ტაკადა (ხმის რეჟისორი და კომპოზიტორი) სინიტირო ისიკავა (პროგრამისტი) |
პროდუქცია | The Evil Within |
მფლობელი | ZeniMax Media |
თანამშრომელი | 65 (2012) |
საიტი | tangogameworks.com |
ისტორია
რედაქტირებაTango Gameworks ფორმალურად გაიხსნა 2010 წლის 1 მარტს სინძი მიკამის მიერ. ამ პერიოდში, კომპანიას ჰყავდა, მხოლოდ 13 მოსამსახურე, თუმცა კომპანიის განცხადებით, კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 2012 წელს 65-მდე გაიზარდა. მიკამი იმედოვნებს თანამშრომელთა გაზრდას 100-მდე.[2]
2010 წლის 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ Tango Gameworks შეისყიდა იქნა Zenimax-მა, რომელიც არის კომპანია Bethesda Softworks-ის მფლობელიც.[3]
2012 წლის 25 აპრილს Tango Gameworks-მა დააანონსა კომპანიის პირველი პროექტი კოდური სახელწოდებით Zwei, თუმცა მოგვიანებით, სახელი შეიცვალა და დაერქვა The Evil Within, რომელიც საშუალებას აძლევდა მიკამის დაბრუნებულიყო Survival horror-ის ჟანრში.[4]
თანამშრომლები
რედაქტირებაTango Gameworks-მა დაიქირავა მოსამსახურეები სხვადასხვა კომპანიიდან: Grasshopper Manufacture, Plainum Games, Clover Studio, Capcom და Game Republic-დან.[5][6]
თამაშები
რედაქტირებაწელი | სათაური | პლატფორმა | გამომცემელი |
---|---|---|---|
2014 | „The Evil Within“ | PlayStation 3, PlayStation 4, Windows, Xbox 360, Xbox One | Bethesda Softworks |
2017 | „The Evil Within 2“ | PlayStation 4, Windows, Xbox One | |
2022 | „Ghostwire: Tokyo“ | PlayStation 5, Windows, Xbox Series X/S | |
„Hero Dice“ | Android, iOS | ZeniMax Asia | |
2023 | „Hi-Fi Rush“ | Windows, Xbox Series X/S, PlayStation 5 | Bethesda Softworks |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Shinji Mikami opening new Tokyo-based studio, Tango. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
- ↑ Shinji Mikami Opens New Development Studio - Shinji Mikami - Giant Bomb. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
- ↑ Tango Gameworks, led by Resident Evil creator Shinji Mikami, joins ZeniMax. bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
- ↑ Tango Gameworks announces survival-horror project, codenamed "Zwei". bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-31. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
- ↑ Tango Gameworks (Company) - Giant Bomb. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
- ↑ Tango Gameworks a division of ZeniMax Asia K.K. - STAFF. tangogameworks.com (30 ოქტომბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-30. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.