ZeniMax Media

ამერიკელი მედიაკომპანია

ZeniMax Media Incამერიკული მედია კომპანია, რომელიც ქმნის და გამოსცემს თამაშებს მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით. მის საკუთრებაში შედის შემდეგი კომპანიები: id Software (Doom, Quake და Wolfenstein-ის შემქმნელი), Bethesda Game Studios (The Elder Scrolls, Fallout 3 და Fallout 4-ის შემქმნელი), Arkane Studios (Arx Fatalis, Dark Messiah of Might and Magic-სა და Dishonored-ის შემქმნელი), MachineGames (Wolfenstein: The New Order-სა და Wolfenstein: The Old Blood-ის შემქმნელი),[2] Tango Gameworks[3] (The Evil Within-ის შემქმნელი) და ZeniMax Online Studios. ZeniMax Media Inc.-ის შტაბ-ბინა მდებარეობს როკვილში, მერილენდის შტატში, რომლის ოფისები განლაგებულია ჩრდ. ამერიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიაში.[4]

ZeniMax Media Inc.
ტიპი კერძო კომპანია
დარგი ინტერაქტირული გართობა
ვიდეო თამაშები
დაფუძნდა მაისი, 1999
დამაარსებელი კრისტოფერ უივერი
რობერტ ა. ოლტმენი
სათავო ოფისი როკვილი, მერილენდი, აშშ
მმართველი
რობერტ ა. ოლტმენი (თავმჯდომარე და აღ.დირექტორი)
ერნესტ დელი (პრეზიდენტი)
პროდუქცია Doom
Quake
The Elder Scrolls
Fallout
Wolfenstein
Rage
Dishonored
მფლობელი Providence Equity Partners (25%)
ProSiebenSat.1 Media (9%)
თანამშრომელი 600[1]
შვილობილ(ებ)ი Bethesda Softworks
Bethesda Game Studios
ZeniMax Online Studios
id Software
Arkane Studios
Tango Gameworks
MachineGames
BattleCry Studios
საიტი zenimax.com

2007 წელს ZeniMax Media შეფასებული იქნა დაახლოებით 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარად.[5][6]

ისტორია რედაქტირება

ZeniMax Media დაარსებული იქნა 1999 წლის მაისს, Bethesda Softworks-ის დამფუძნებლის კრისტოფერ უივერისა (ენგლ.: Christopher Weaver) და რობერტ ა. ოლტმენის ინგლ.Robert A. Altman) მიერ.[7] კრისტოფერმა ალტმანი დანიშნა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. თავდაპირველად, კრისტოფერი 1992-2002 წლებში მსახურობდა კომპანიის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა 2002 წლიდან შეეშვა კომპანიის საქმიანობას.

2004 წელს ZeniMax-მა Interplay Entertainment-სგან შეიძინა Fallout ფრენჩაიზის საავტორო უფლებები.[8]

2010 წლის 6 ოქტომბერს ZeniMax-მა მიიღო $150 მილიონი კერძო ინვესტიცია Providence Equity Partners-ისგან.[9] Providence-ის მიერ ადრეც იქნა დაფინანსებული ZeniMax $300 მილიონის რაოდენობით.[10] Providence Equity Partners ფლობს ZeniMax Media-ის 25 %-იან წილს.[11][12]

2007 წლის 1 აგვისტოს, ZeniMax-მა განაცხადა კომპანია ZeniMax Online Studios-ის შექმნის შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებდა მეტ ფირორი. 2012 წელს კომპანიამ გააკეთა ანონსი The Elder Scrolls Online-ის შექმნაზე, რომელიც გამოსული იქნა 2014 წლის 4 აპრილს.[13]

2007 წლის 30 ოქტომბერს ZeniMax-მა განაცხადა, რომ ევროსამაუწყებლო ჯგუფ ProSiebenSat.1 Media-სთან აძლიერებდა ურთიერთობას. დეკმბერში გაშვებული იქნა ვებ-საიტი SevenGames.com. ProSiebenSat.1 Media მუშაობს ZeniMax-თან ერთად ონლაინ თამაშების შემუშავებაზე. ProSiebenSat.1 Media ფლობს 9%-იან წილს SBS Broadcasting Group-ის ჩათვლით, რომელიც შეიძინა იმავე წელს.[14][15][16]

2009 წლის სექტემბერში ZeniMax-მა მოიპოვა უფლებები Prey-ის ფრენჩაიზზე.[17]

2009 წლის დეკემბერში კომპანიამ მოიპოვა უფლებები Rage-ზე, რომელიც უნდა გამოცემულიყო Electronic Arts-ის მიერ,[18] თუმცა გამოცემული იქნა ბეთესდას მიერ.

20011 წლის 3 მარტს ZeniMax-მა გამოაცხადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ.[19][20]

2014 წელს ZeniMax-მა გაუგზავნა წერილი Facebook-სა და Oculus VR, სადაც ნათქვამი იყო, რომ პროექტ Oculus Rift-არის ZeniMax-ის ინტელექტუალური საკუთრება და სწორედ ZeniMax-მა შეიმუშავა Oculus-ისთვის სათანადო ტექნოლოგიები და ასევე დასძინა, რომ დაეხმარა პროდუქტი გამხდარიყო სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნადი ბაზარზე.

2014 წლის 21 მაისს ZeniMax-მა შეიტანა სარჩელი სასამართლოში Oculus VR-ის წინააღმდეგ,[21][22] ხოლო 2014 წლის 25 ივნისს Oculus-მა საპასუხო სარჩელი შიტანა. იგი აცხადებდა, რომ ZeniMax იბრალდებდა პროდუქტის საკუთრების უფლებას და ასევე აცხადებდა, რომ Zenimax არანაირი წვლილი არ შეუტანია ოკულუსის განვითარებაში.

კორპორაციული ხელმძღვანელობა რედაქტირება

კომანიის დირექტორთა საბჭო შეგდება 8 კაცისაგან:

შენიშვნა:id Software-ის ყოფილი პრეზიდენტი ტოდ ჰოლენსჰედი არ არის დირექტორთა საბჭოს ჩამონათვალში შეყვანილი, თუმცა 2009 წლის ZeniMax-ის განცხადებით ჰოლენსჰედი იყო საბჭოს წევრი, მაგრამ უცნობია კონკრეტული პერიოდი.[25]

წარსულში საბჭოს წევრები იყვნენ მარკ შნაიდერი, United Pan-Europe Communications, Inc-ის ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი და ასევე - კრისტოფერ უივერი.[26][27]

გარე მრჩევლები რედაქტირება

ZeniMax-ის ბიზნეს მრჩეველთა საბჭო შედგება 7 კაცისაგან:

  • ჯონ მერიგანი ( DLA Piper-ის უფროსი)[28]
  • ტერი მაკოლიფი (აღმასრულებელი დირექტორი Lions Gate Entertainment[29]
  • ჯორჯ მიტჩელი (სენატის უმრავლესობის ლიდერი მენის შტატიდან, ასევე კომპანია დისნეის ყოფილი თავმჯდომარე.
  • მიგელ სანჩეს-ნავარო რედო (თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი Editorial Mexico Desconocido-ის)
  • პოლ უილმოტი (თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი Paul Wilmot Communications-ის)
  • ტონი კოელიო (აშშ-ის კოგრესის უმრავლესობის ყოფილი წევრი)

ინვესტორები რედაქტირება

ყოველი წლის განმავლობაში ZeniMax ჰყავს უამრავი სხვადასხვა ინვესტორი. ინვესტორები არიან Providence Equity Partners, ProSiebenSat.1 Media, რობერტ ა. ოლტმენი, ლესლი მუნვესი, ჯერი ბრუკჰაიმერი, ერნესტ დელი, გრიფინ ლეშერი, ჯეიმზ კედარი, სინდი ტალენდი, რობერტ ტრამპი, მაიკლ დომინგესი, კრისტოფერ უივერი, SBS Broadcasting Europe, ZM Investment, Ardsley Partners Fund, ტონი კოელიო და სხვა.[30][31][32] SBS Broadcasting Group

შვილობილი კომპანიები რედაქტირება

შემმუშავებელი სტუდიები რედაქტირება

გამომცემელი სტუდიები რედაქტირება

  • Bethesda Softworks, შეძენილი 1999 წელს.
  • ZeniMax Asia KK
  • ZeniMax Europe შპს.[37]
  • ZeniMax Germany GmbH
  • ZeniMax France SAS
  • ZeniMax Benelux BV
  • ZeniMax Asia Pacific შპს.
  • ZeniMax Australia Pty შპს.

დახურული კომპანიები რედაქტირება

  • e-Nexus Studios (ინტერნეტ გართობა)[38]
  • XL Translab (კომპიუტერული გრაფიკა და მულტიმედიური პროდუქცია).[39]
  • Vir2L Studios, შეძენილი 1999 წელს. უმოქმედოა 2010 წლიდან.
  • Mud Duck Productions, დაფუძნებული 2002 წელს. უმოქმედოა 2007 წლიდან.
  • ZeniMax Los Angeles, დაფუძნებული 1999 წელს. დაიხურა 2001 წელს ინვესტორების არარსებობის გამო.[40]
  • Bethesda Softworks East in Moscow, დაფუძნებული მოსკოვში 2001 წელს. დაიხურა 2004 წელს.[41]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Providence Equity Partners executive says video-game industry is 'challenging'. Techzone360.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2012-10-18.
  2. Buyout brings birth of ZeniMax Sweden – report | Game Development | News by Develop. Develop-online.net (5 ნოემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  3. Boom: Zenimax buys Tango and Shinji Mikami. VG247 (28 ოქტომბერი, 2010). ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  4. ZeniMax Media Company Profile. Zenimax.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  5. RR Donnelley Private Equity. Docstoc.com. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  6. ProSiebenSat.1 hold talks with US game producer ZeniMax. Telecompaper (2 ნოემბერი, 2007). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  8. Facing Fallout - Edge Magazine. Next-gen.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  9. ZeniMax Online Studios. Zenimax.com (6 ოქტომბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  10. ZeniMax Online Studios. Zenimax.com (October 25, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2011. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  11. ZeniMax Media Buys DOOM Maker | peHUBpeHUB. Pehub.com (25 ივნისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  12. Providence Backs ZeniMax Media | peHUBpeHUB. Pehub.com (26 ოქტომბერი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  13. ZeniMax Media Inc. Zenimax.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  14. Meza, Ed. (30 ოქტომბერი, 2007) ProSieben tightens hold on ZeniMax. Variety. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  15. Global Finance and the Development of Regional Clusters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-01. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  16. ProSiebenSat.1 Group strengthened Games activities / involvement in US game producer ZeniMax[მკვდარი ბმული]
  17. Bailey, Kat. (September 8, 2009) ZeniMax Media Acquires Rights To 'Prey'. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2012. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2010.
  18. Purchese, Robert. (15 დეკემბერი, 2009) Bethesda takes Rage from EA. Eurogamer. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2010.
  19. ZeniMax Media announces partnership with USC School of Cinematic Arts. zenimax.com (3 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2014.
  20. Bethesda developers to lecture at USC | Bethesda Blog. Bethblog.com (3 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-29. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  21. Oculus and Facebook face legal challenge from John Carmack's former employer. The Verge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2014.
  22. One document could decide whether Oculus owes ZeniMax millions. The Verge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2014.
  23. Harry E. Sloan of Global Eagle Acquisition Corp Board of Directors. Insiders.morningstar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  24. http://www.bizapedia.com/ny/TRUMP-MANAGEMENT-INC.html
  25. Sec Form D. Sec.gov. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  26. Zenimax Media Inc. | profile - board of directors. Web.archive.org (29 სექტემბერი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-09-29. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  27. TVSL S.A. IN LIQUIDATION - 20-F - 20050630 - DIRECTORS_AND_OFFICERS. Google.brand.edgar-online.com. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.[მკვდარი ბმული]
  28. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-05. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  29. ZeniMax Media Inc. Web.archive.org (9 ოქტომბერი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-09. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  30. ZeniMax Media raises $9.9 million from some big names. VentureBeat (30 მაისი, 2008). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-24. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  32. ZeniMax Media Inc. Web.archive.org (5 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-05. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  33. Remo, Chris. (June 24, 2009) Bethesda Parent ZeniMax Acquires id Software. Gamasutra. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2009.
  34. Tango Gameworks, led by Resident Evil creator Shinji Mikami, joins ZeniMax | Bethesda Blog. Bethblog.com (28 ოქტომბერი, 2010). ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  35. Gilbert, Ben. (5 ნოემბერი, 2010) Machinegames purchased by ZeniMax Media, becomes ZeniMax Sweden. Joystiq. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2010.
  36. Welcome to Battlecry Studios! | Bethesda Blog. Bethblog.com (3 ოქტომბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  37. Financial statement of Zenimax Europe Limited in Berkshire. Duedil.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-24. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2013.
  38. SBS Broadcasting SA Announces Major European Internet Initiatives; SBS Invests in Bidlet and Partners with Sweden's Largest Auction Site. - Free Online Library. Thefreelibrary.com (17 ნოემბერი, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-14. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2013.
  39. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-12. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  40. http://www.linkedin.com/profile/view?id=55852656&authType=name&authToken=IteG&trk=prof-sb-browse_map-name
  41. http://www.imdb.com/name/nm2315082/bio
    მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ZeniMax_Media&oldid=4475957“-დან