სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანში
სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანში (აზერ. Azərbaycanda kənd təsərrüfatı) — აზერბაიჯანული ეკონომიკის დარგი, რომელიც სპეციალიზირდება ძირითადად მევენახეობაზე, მებაღეობაზე, თამბაქოს მოყვანა, მებოსტნეობაზე, მეცხოველეობაზე და მეაბრეშუმეობაზე. მთავარი ტექნიკური კულტურებია - ბამბა, თამბაქო, ჩაი. აზერბაიჯანში მიწის ფართობის 4,6 მლნ ჰა უკავია სასოფლო-სამეურნეო მიწებს. აზერბაიჯანის მშპ-მა 2016 წელს შეადგინა $ 37,8 მილიარდი და 93-ე ადგილს იკავებდა მსოფლიოში[1][2].
ზოგადი ცნობები
რედაქტირება1995 წელს ჩატარებულმა რეფორმებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქვეყანაში საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში. სასოფლო მეუნეობაში სახელმწიფო საკუთრება შეცვალა კერძო ფორმის საკუთრებამ მოცემული დარგის სხვადასხვა სფეროებში.
2002 წელს წლიური ზრდა შეადგენდა 10,6 %, რაც წინა წელთან შედარებით ნამდვილად მაღალი მაჩვენებელი იყო. 2002 წელს ყველა კატეგორიის სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა შეადგინეს 6,4 მლნ მანათი. ამავე წელს მარცვლეულის, კარტოფილისა და ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა[3].
2006 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის ღირებულების წილი 7,1 % იყო, რაც 2005 წელთან შედარებით 0,9 % -ით გაიზარდა. მცენარეთა ზრდისას, დაფიქსირდა 0,8 % -იანი შემცირება. სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების წილი გაიზარდა 3,5 %-ით. 2006 წელს სურსათის იმპორტისა და ექსპორტის წილმა 10,6 % და 5,1 % შეადგინა.
2007 წელს სოფლის მეურნეობის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მებაღეობა - 56,2 %, მეცხოველეობა - 43,8 %.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2012 წელს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა 2.8 მლნ მანათს შეადგენდა[4].
2015 წელს ოქტომბრის დასაწყისში, რესპუბლიკის ბაღებიდან 1 172 700 ტონა პროდუქცია იქნა შეგროვებული, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 48 ათასზე მეტია. კარტოფილის მოყვანამ შეადგინა 822,3 ათასი ტონა. ხილის რაოდენობამ შეადგინა 533,4 ათასი ტონა. 111,7 ათასი ტონა პროდუქციის მოსავალი იყო ყურძნის პლანტაციებზე, რაც 5,6 ათას ტონაზე მეტია, ვიდრე 2014 წელს. ოქტომბრის დასაწყისში რესპუბლიკის მეცხოველეობის ფერმებში იყო 2 მილიონი 703,9 ათასი მსხვილფეხა საქონელი და 8 მილიონი 743,4 ათასი ცხვარი და თხა. 2015 წლის დასაწყისიდან პირუტყვის რაოდენობა გაიზარდა 16 ათასით, ხოლო ცხვარი და თხა - 98 ათასით. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ხორცის წარმოებამ 331 400 ტონა შეადგინა. მოცემულ პერიოდში საფრინველო ქარხნებმა აწარმოეს 11 157,4 მილიონი კვერცხი[5].
2016 წლის იანვარ-ივლისში ყაზახეთიდან შეძენილმა ხორბალმა 3,2 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანში ყოველწლიური ხორბლის წარმოება 1,7 მლნ ტონა იყო, დანარჩენი 1,3 მილიონი ტონა დაიფარა რუსეთიდან და ყაზახეთიდან ნაყიდი პროდუქციით[6].
სოფლის მეურნეობის დარგები
რედაქტირებააზერბაიჯანის სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობის წარმოება შეადგენს 39 %, მიწათმოქმედება 61 %. მეხორბლეობის დარგში გამოყოფენ ისეთ რეგიონებს, როგორიცაა შაქი, ისმაილი, შემახი, ჯალილაბადი, საბირაბადი, ბელაქანი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მოცემული დარგი ქვეყანაში კიდევ განსავითარებელია. საჭიროა თესლების მაღალხარისხოვანი ჯიშების მქონე ფერმების უზრუნველყოფა[7].
მემცენარეობა
რედაქტირებამებამბეობა არის ყველაზე ძველი და სტატეგიული მნიშვნელობის დარგი სოფლის მეურნეობაში. იგი განვითარებულია ძირითადად განჯაში, გიოჩაიში, აღდაშში, საათლიში, საბირაბადში, სალიანში. ბამბა იზრდება მტკვარ-არაქსის დაბლობის ზონაში. ბამბის უმრავლესობა ექსპორტზეა გატანილი. 2009 წელს, 31,9 ტონა ბამბა იყო წარმოებული, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 37,3 ტონას შეადგენდა. 2009 წელს ბამბა 21 000 ჰა ფართობზე იზრდებოდა, ხოლო 2010 წელს ტერიტორია 30 000 ჰექტარამდე გაიზარდა. 2011 წელს, ხელშეკრულება გაფორმდა ფართობის 41 000 ჰექტარამდე გაზრდისთვის[8].
მეთამბაქოება კიდევ ერთი მოწინავე დარგია აზერბაიჯანში. თამბაქო მეორე მთავარი ტექნიკური მცენარეა ბამბის მერე. იგი მოჰყავთ შაქიში, ოღუზში, გაბალაში, ზაქათალაში, ბელაქანში, მასალიში, ნახიჩევანში, მთიან ყარაბაღში და ა.შ.
აზერბაიჯანი საქართველოს შემდეგ[9] მეორე ადგილს იკავებს კავკასიაში ჩაის მოყვანაში. მეჩაიეობა ძირითადად განვითარებული ლენქორანში, ასტარაში, მასალიში.
მებოსტნეობა და მებახჩეობა განვითარებულია თითქმის ყველა რეგიონში. მებახჩეობა განვითარებულია არანის, აფშერონისა და ლენქორანის ზონებში. ქურდამირი ცნობილია ნესვით, ხოლო საბირაბადი და ზირა საზამთროთი. მებოსტნეობა კი განვითარებულია ხაჩმაზში, ლენქორანსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე. ბაქოს მიდამოებსა და განჯის სათბურებშიც ბევრი ბოსტნეულის მოყვანა ხდება[8].
კარტოფილის მოყვანა დასავლეთ რეგიონებშია განვითარებული - გადაბეი, თოვუზი, შამქორი, დაშაქესანი და გუსარი. კარტოფილის მინიმალური მოთხოვნა ძირითადად საყოფაცხოვრებო წარმოებით ხდება.
მევენახეობა არის ყველაზე განვითარებული და მომგებიანი ინდუსტრია. იგი განჯა-ყაზახის, მტკვარ-არაქსის, შემახისა და ნახიჩევანის ზონებშია განვითარებული. რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებში, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ირანის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების ყურძნის 70-ზე მეტი სახეობაა დათესილი.
მებაღეობა განვითარებულია თითქმის ყველა რეგიონში; ყუბა-ხაჩმაზის, შაქი-ზაქათალის, ლენქორან-ასტარისა და არანის ზონებში.
მეაბრეშუმეობა განვითარებულია არანის ზონაში, ასევე ბელაქანის, ზაქათალისა და კახის რაიონებში.
მეცხოველეობა
რედაქტირებამეცხოველეობა აზერბაიჯანის სასოფლო მეურნეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. თუმცა იგი ნახევრად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას ხორცისა და რძის პროდუქტებში. მეცხოველეობა განვითარებულია აზერბაიჯანის მთიან რეგიონებში, ძირითადად შირვანისა და ქალბაჯარ-ლაჩინის ზონებში.
მესაქონლეობა განვითარებულია ქვეყნის თითქმის ყველა რაიონში. ძირითად ადგილს იკავებს ადგილობრივი რქოსანი საქონელი ძროხა. არანისა და შაქი-ზაქათალას რეგიონებში ზრდიან კამეჩებს. მსხვილი საქონლის 70% შეადგენენ ძროხები და კამეჩები.
მეცხვარეობა იყოფა ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებზე. ბეწვი და ტყავი გამოიყენება, როგორც მსუბუქი მრეწველობის ნედლეული.
მეფრინველეობა ძირითადად განვითარდა ბაქოს, განჯისა და ნახიჩევანის კერძო მეურნეობებში. იგი აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებას ფრინველის ხორცითა და კვერცხით. საკვები პროდუქტების ნაკლებობა ხელს უშლის მეფრინველეობის განვითარებას[10].
სტატისტიკა[11]
რედაქტირებადარგი (ყველა კატეგორიაში) | წელი/მაჩვენებელი/ათასი ჰექტარი | ||
სასოფლო-სამეურნეო კულტურების დათესვა | 2015 | 2016 | 2017 |
1585.4 | 1628.3 | 1665.7 | |
შემოდგომის ხორბლის სათესი ფართობი | 539.5 | 588.9 | 594.3 |
საზაფხულო ხორბლის სათესი ფართობი | 0.2 | 1.7 | 1.8 |
სათესი ფართობი სიმინდისთვის | 36.9 | 35.9 | 35.7 |
ბამბის სათესი ფართობი | 18.7 | 51.4 | 136.4 |
სათესი ფართობი კართოფილისთვის | 61.0 | 62.8 | 58.8 |
ბოსტანის სათესი ფართობი | 27.8 | 26.4 | 23.4 |
ხილისა და კენკრის სათესი ფართობი | 144.1 | 171.8 | 186.4 |
ყურძნის სათესი ფართობი | 16.1 | 16.0 | 16.1 |
ჩაის დარგვის ფართობი | 1.0 | 1.0 | 1.1 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ВВП Азербайджана, 2016
- ↑ Сельское хозяйство Азербайджана (общие сведения)
- ↑ АЗЕРБАЙДЖАН: ОБЩИЕ СВЕДЕНИЯ, ИСТОРИЯ, ЭКОНОМИКА, НАУКА И КУЛЬТУРА
- ↑ Аграрный сектор требует крупных финансовых ресурсов[მკვდარი ბმული]
- ↑ Сельское хозяйство: итоги за 9 месяцев 2015 года
- ↑ Независимый Азербайджан - Сельское хозяйство
- ↑ Азербайджан способен полностью обеспечить себя зерном - trend.az
- ↑ 8.0 8.1 Аграрно-Промышленный Комплекс Азербайджана(АПКА)
- ↑ მეჩაიეობა საქართველოში - ევროკავშირი საქართველოსთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-17. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
- ↑ Сельское хозяйство
- ↑ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარგვა - აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტი (აზერბაიჯანული)