აფშერონის რეგიონი

აფშერონის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Abşeron iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის აფშერონის და ხიზის რაიონები, ასევე ქალაქი ბაქო და სუმგაითი.

აფშერონის რეგიონი

ფართობი (ბაქოსთან ერთად) 5870 კმ², რაც აზერბაიჯანის მთლიანი ფართობის 7% შეადგენს, ხოლო ბაქოს გარეშე — 3730 კმ²-ია. მოსახლეობა (ბაქოს გარეშე) — 551,8 ათასი კაცია (2015 წლის მიხედვით),[1] ხოლო ბაქოსთან ერთად — 2756 ათასი კაცია.

ეკონომიკა

რედაქტირება

აფშერონის ეკონომიკური რეგიონი — ქვეყნის მთავარი საწვავის და ენერგეტიკის ბაზაა, რომელიც აწარმოებს ქვეყნის ნავთობის, ბუნებრივი აირის და ელექტრო-ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს.

განვითარებულია ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების წარმოება, მძიმე მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ენერგეტიკა, მსუბუქი და კვების მრეწველობა, სამშენებლო მრეწველობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურების სექტორი.

ასევე განვითარებულია რძის პროდუქციი დამზადება, მეფრინველეობა, მეცხვარეობა, ბოსტნეულის წარმოება, მებაღეობა, მევენახეობა. რეგიონის აგროკლიმატური პირობები საშუალებას აძლევს, რომ აქ გაიზარდოს ზეთისხილი, ზაფრანა, ნუში, ლეღვი, ყურძენი და საზამთრო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება