ხიზის რაიონი (აზერ. Xızı) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი, რომელიც ყველაზე ნაკლებად დასახლებული მხარეა. მისი დედაქალაქია ქალაქი ხიზი. ეს არის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც 1990 წელს დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით.[1] რაიონში არის შესანიშნავი პეიზაჟები. კასპიის ნაპირზე არის შურაბადის დაბლობი, გარშემო მოშენებულია პირუტყვი და ქათმები[2]. ქალაქ ხიზის დასავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში, ალთიაღაჯის გარშემო არის ტყის ბორცვები, ამ ტერიტორიას ალთიაღაჯის ეროვნული პარკს უწოდებენ. ეროვნული პარკში არიან იშვიათი ცხოველები, მათ შორის აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი და თხა ანტილოპა, რომელიც მხოლოდ კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება.[3]

ადმინისტრაციული ერთეული
ხიზის რაიონი
აზერ. Xızı rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ხიზი
კოორდინატები 40°53′00″ ჩ. გ. 49°05′00″ ა. გ. / 40.88333° ჩ. გ. 49.08333° ა. გ. / 40.88333; 49.08333
მმართველი Khazar Aslanov
დაარსდა 30 აგვისტო, 1930 და 24 აპრილი, 1990
ფართობი 1850 კმ²
მოსახლეობა 17 075 (2020)
სატელეფონო კოდი 199
საავტომობილო კოდი 29
ოფიციალური საიტი http://www.khizi-ih.gov.az/az
ხიზის რაიონი — აზერბაიჯანი
ხიზის რაიონი

რაიონის დაარსების თარიღია - 24.04.1990, ტერიტორიის ფართობი 1,850 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა - 14 300 ადამიანია (2007 წლის 1 იანვარის მონაცემებით), ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე - 1 კმ² - ზე 8 ადამიანია (2007 წლის 1 იანვარის მონაცემებით). ხიზი, რაიონის ცენტრი, ბაქოდან დაშორებულია 104 კილომეტრით.

დემოგრაფია

რედაქტირება

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის 2018 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 16 800 ადამიანს, რაც გაიზარდა 3 600 ადამიანით (დაახლოებით 27 პროცენტით) 2000 წლიდან მოყოლებული, 2000წელს მოსახლეობა 13 200 ადამიანს შეადგენდა.[4] მთლიანი მოსახლეობიდან 8 300 კაცია, ხოლო 8 500 კი ქალი. [5] მოსახლეობის 25,5 პროცენტზე მეტს შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[6]

ხიზინის ოლქი შეიქმნა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და აზერბაიჯანის სახალხო საბჭოს დადგენილებით, 1930 წლის 30 აგვისტოს, გაუქმდა 1956 წლის დეკემბერში [7]. სხვა წყაროების თანახმად, ოლქი არსებობდა 1963 წლამდე, ხოლო 1956 წელს რაიონის ცენტრის ანექსია მოახდინა სუმგაითმა[1]. 1963 წელს ეს ტერიტორია გახდა აფშერონის რაიონის ნაწილი[1]

ლანდშაფტი

რედაქტირება

ხიზის ოლქი არის ერთ-ერთი რაიონი, რომელსაც აზერბაიჯანში დიდი ტყის მარაგი აქვს (9 931 ჰა, ან 6%). ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება მეტად მრავალფეროვანია, აქ არის ტყეები, ტყე-უდაბნო, სტეპი, უდაბნო, ნაცრისფერი მთები, სუბალპური და ალპური ეკოსისტემები. ტერიტორიის ფაუნა ასევე ძალიან მდიდარია. აქ გვხვდება ისეთ სახეობები, როგორებიცაა: ყავისფერი დათვი, ნაცრისფერი კურდღელი, მელა, მგელი, მწყერი, შაშვი და სხვა. [8] 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Административно-территориальное деление დაარქივებული 2019-10-14 საიტზე Wayback Machine. : [рус.] / Управление делами Президента Азербайджанской Республики; Президентская библиотека. — 200 с.
  2. Gateway.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-14. ციტირების თარიღი: 2019-10-14.
  3. Azerb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-18. ციტირების თარიღი: 2019-10-14.
  4. Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  5. Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  6. Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  7. Административно-территориальное деление, Общие сведения об административно-территориальном делении.
  8. Məmmədov, Q.Ş (2005). Ekologiya və ətraf mühitin mühafizəsi. Bakı: Elm.