ბელაქანი

ქალაქი აზერბაიჯანში.

ბელაქანი (აზერ. Balakən; ხუნძ. Билкан) — ქალაქი აზერბაიჯანში, ბელაქნის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 378 მ სიმაღლეზე, მდინარე ბელაქნისწყალზე. შაქი-ზაქათალის რეგიონის ეკონომიკური ზონის ნაწილი. მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები შეადგენენ, დაახლოებით მეხუთედი ხუნძები არიან, ცხოვრობენ ასევე ქართველები (ჰერები).

ქალაქი
ბელაქანი
Balakən

ბელაქანის პარკი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი ბელაქანი
შიდა დაყოფა რაიონი
კოორდინატები 41°43′24″ ჩ. გ. 46°23′31″ ა. გ. / 41.72333° ჩ. გ. 46.39194° ა. გ. / 41.72333; 46.39194
ცენტრის სიმაღლე 378±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 9,5[1] კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 119
საფოსტო ინდექსი AZ 0800
ოფიციალური საიტი http://balaken-ih.gov.az
ბელაქანი — აზერბაიჯანი
ბელაქანი

XIII საუკუნეში ბელაქანისა და თელავის მმართველობა ჩაბარებული ჰქონდა სადუნ მანკაბერდელს. 1292 წელს ბელაქანში ქადაგებდნენ პიმენ სალოსი და ანტონ ნაოხრებულისძე. XIV საუკუნის ბოლოს ბელაქანიდან იმერეთში გადასახლდნენ წერეთლები, რათა თავი დაეღწიათ თემურლენგის ლაშქრობებისთვის. 1604 წელს ბელაქანი შედიოდა კახეთის სამეფოში. 1803 წლის 9 მარტს ბელქანი აღებულ იქნა რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორის გულიაკოვის მიერ. 1830-1840 წლებში ბელაქანი იყო ჭარ-ბელაქნის ოლქის ცენტრი. XX საუკუნის დასაწყისში ბელაქანის მოსახლეობა შეადგენდა 1629 ადამიანს. აქედან 12 ქართველი ქრისტიანი იყო, დანარჩენი ლეკები. 1918-1921 წლებში ქალაქი ბელაქანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ბელაქანი, ზაქათალასა და კახთან ერთად, გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს. 1930 წლიდან გახდა ბელაქნის რაიონის ცენტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. World Gazetteer: Azerbaijan – World-Gazetteer.com