სომხეთის კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. ეს განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობითა და სიმაღლეების დიდი მერყეობით[1].

დილიჯანი − ქალაქის შემოგარენში ჭარბობს ზომიერი კლიმატი
შირაკის ქვაბული − ამ რეგიონში ჭარბობს კონტინენტური კლიმატი
ნოემბერიანი - ქალაქის შემოგარენში ჭარბობს სუბტროპიკული კლიმატი

ვაკეებზე საშუალო ტემპერატურა იანვარში −5°C, ხოლო ივლისში +25°C-ია; მთაში −12°C და +16°C შესაბამისად. ნალექების ყველაზე მცირე რაოდენობა არარატის ვაკეზეა — 200—250 მმ წელიწადში, საშუალო მთაში — 500 მმ, ხოლო მაღალ მთაში — 700—900 მმ. ნალექების ყველაზე ჭარბი რაოდენობა ფისირდება ლორესა და სიუნიქის პროვინციებში, რომელიც უმეტესწილად ტყითაა დაფარული. სომხეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი დასახლებული პუნტია ვერინ-ხოტანანი, სადაც ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 805 მმ-ს აღემატება, ჩრდილოეთში - ფიოლეტოვო და ტაშირი — 700 მმ-ზე მეტი[2].

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი სუბტროპიკულ განედზე მდებარეობს, სუბტროპიკული კლიმატი მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ (მეღრი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ (ნოემბერიანი) ნაწილებში აღინიშნება. დანარჩენ რაიონებში კლიმატი კონტინენტური (ზაფხული ცხელი, ხოლო ზამთარი ცივი) და ზომიერია (ზომიერი ზამთარი და ზაფხული).

კლიმატური სარტყლები

რედაქტირება

სომხეთში კლიმატური სარტყლები ვერტიკალურადაა განლაგებული, აქ ერთდროულად გაბატონებულია 3 კლიმატური სარტყელი და 6 კლიმატური ზონა. ქვემოთ ჩამოთვლილია სომხეთის კლიმატური ზონები და მათი გავრცელების არეალები.

  • არარატის ვაკის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მოსაზღვრე დაბალ მთაში, კლიმატი ზომიერია მშრალი თბილი ზაფხულითა (ივლისის საშუალო ტემპერატურა — 20°С) და ცივი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −7°С), ჭარბი ნალექით (640 მმ-მდე წელიწადში).
  • ქვეყნის ცენტრალური ნაწილის საშუალო მთაში, 1500—1800 მეტრის სიმაღლეზე, კლიმატი ზომიერია, თბილი ზაფხულითა (ივლისის საშუალო ტემპერატურა — 18-20°С) და ცივი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −10°С) ჭარბი თოვლით; ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 760 მმ-ია.
  • ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის საშუალო მთაში, კლიმატი ზომიერად-თბილი და ტენიანია (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −4-0°С, ხოლო ივლისის — +18-19°С-ია, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600—700 მმ-ს შეადგენს).
  • სომხეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთსა (მეღრი) და ჩრდილო-აღმოსავლეთში (ნოემბერიანი), 1500 მეტრზე დაბალ სიმაღლეზე, კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია ხანგრძლივი და ცხელი ზაფხულითა (ივლისის საშუალო ტემპერატურა — 24°С) და რბილი უთოვლო ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა — 0°С). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 300—400 მმ-ს შეადგენს.
  • 1800-3000 მეტრ სიმაღლეზე კლიმატი ზომიერად ცივი და ტენიანია (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −12°С, ივლისის — +10°С, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა — 800—900 მმ)[3].

მახასიათებლები

რედაქტირება
დასახლება სიმაღლე ნალექები (მმ) დღიური საშუალო ტემპერატურა °C თოვლის საშუალო სიღრმე თოვლის მინიმალური სიღრმე თოვლის მაქსიმალური სიღრმე თოვლიანი დღეები ტენიანობა %
ბაგრატაშენი 453 444 11.7 72
იჯევანი 732 563 10.6 10 28 1 38 73
ვანაძორი 1350 586 7.4 17 38 3 72 71
სტეფანავანი 1397 683 6.6 19 53 4 73 73
ტაშირი 1507 713 5.8 17 37 2 72 75
სპიტაკი 1552 439 7.1 12 56 2 63 69
ჭამბარაკი 1861 557 4.8 16 37 5 102 74
მეღრი 627 259 13.8 5 27 0 21 61
კაპანი 705 544 11.5 10 32 2 34 71
არტაშატი 829 235 11.1 10 44 0 39 65
არმავირი 861 244 11.3 10 42 0 45 60
ერევანი 942 316 11.4 12 46 0 44 60
ეღვარდი 1317 407 9.8 28 68 0 74 62
არენი 1009 357 11.8 14 40 56
ეღეგნაძორი 1267 398 10.8 18 50 66
სისიანი 1580 365 6.6 12 34 3 73 68
გიუმრი 1556 477 5.8 26 61 4 96 70
თალინი 1582 435 7.9 24 64 2 82 59
ართიკი 1750 516 5.8 22 51 5 95 66
ფანტანი 1798 640 6.0 50 79 13 124 66
აპარანი 1291 651 4.3 56 92 10 125 69
სევანი 1936 556 4.0 36 83 3 136 74
მეწ-მასრიკი 1940 390 4.2 21 35 7 109 69
მარტუნი 1995 457 5.6 26 75 2 98 67
იანხი 2334 488 2.7 64 102 33 160 72
პაღაკნი (შურაბადი) 2004 574 1.8 53 81 17 138 74
არაგაწი (მთა) 3329 1065 -2.7 166 235 66 252 73[4]
სომხეთის სხვადასხვა რეგიონის კლიმატის გავლენა მცენარეულ საფარზე
 
 
 
 
 
ტავუში ლორე შირაკი არაგაწოტნი კოტაიქი
 
 
 
 
 
გეღარქუნიქი არმავირი არარატი ვაიოცძორი სიუნიქი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Реферат География Армения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2015-10-08.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-21. ციტირების თარიღი: 2007-03-21.
  3. Климат Армении
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-07-25. ციტირების თარიღი: 2015-10-08.