შირაკის ქვაბული
შირაკის ქვაბული, ასევე შირაკის დაბლობი — პლატო სომხეთში. დაბლობზე მდებარეობს სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქი — გიუმრი და სომხეთის ძველი დედაქალაქი — ანისი. დაბლობი მდებარეობს ზღვის დონიდან 1600—1800 მეტრზე, ხოლო მისი ფართობი შეადგენს 600 კმ²-ს.[1]
შირაკის დაბლობი სიდიდით მეორეა სომხეთში, არარატის დაბლობის შემდეგ. აქ გავრცელებულია შავმიწა ნიადაგები.
დაბლობი ასევე ატარებს შემდეგ დასახელებებს: გიუმრის პლატო, გიუმრის დაბლობი, ლენინაკანის პლატო, ლენინაკანის დაბლობი.