ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სიგეტვარის ალყა
ოსმალეთ - ჰაბსბურგების ომების ნაწილი

ნიკოლა IV ზრინის შეტევა ოსმალების წინააღმდეგ, იოჰან პიტერ კრაფტის ნახატი, 1825.
თარიღი 1566 წლის 6 აგვისტო - 8 სექტემბერი (1 თვე და 2 დღე)
მდებარეობა სიგეტვარი, უნგრეთის სამეფო, ჰაბსბურგების იმპერია
შედეგი ოსმალთა გამარჯვება[1][2]
ტერიტორიული
ცვლილებები
ოსმალებმა დაიპყრეს სიგეტვარი და შემოუერთეს ბუდინ ეიალეთს.
მხარეები
ჰაბსბურგების იმპერია, ხორვატიის სამეფო, უნგრეთის სამეფო. ოსმალეთის იმპერია, აღმოსავლეთ უნგრეთის სამეფო.
მეთაურები
ნიკოლა IV ზრინი სულეიმან I, სოკოლუ მეჰმედ-ფაშა
ძალები
2300[3]-3000 ხორვატი და უნგრელი ჯარისკაცი.[4] 100000-ზე მეტი ჯარისკაცი[5][6]:
  • 80000 ოსმალი
  • 12000-15000 თათარი
  • 7000 მოლდაველი
  • 300 ქვემეხი[7]
დანაკარგები
დაიღუპა მთელი ჯარის შემადგენლობა
  • ზრინი იღუპება გადამწყვეტი შეტევისას
  • განადგურდა თითქმის მთელი გარნიზონი, გაქცევა მოახერხეს ერთეულებმა
მძიმე
  • სულეიმან I კვდება საკუთარ კარავში
  • 20000-30000 ჯარისკაცი იღუპება, ზოგიერთი ავადმყოფობისგანref name="Lieber 345"/>–30,000[8]
სიგეტვარის ალყა ვიკისაწყობში

სიგეტვარის ალყა ან სიგეტვარის ბრძოლა (უნგრ. Szigetvár ostroma; თურქ. Zigetvar Kuşatması) 一 XVI საუკუნეში განხორციელებული ოსმალური კამპანია ჰაბსბურგების ქალაქ სიგეტვარზე, რომელიც 1566 წლის 6 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. ჰაბსბურგთა არმიას ხორვატი მიკლოშ ზრინი, ხოლო ოსმალთა ჯარს 一 სულეიმან I სარდლობდა. 1526 წლის მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ, რომლის შედეგადაც უნგრეთმა დამოუკიდებლობა დაკარგა, ფერდინანდ I აირჩიეს მეფედ როგორც ხორვატებმა, ისე უნგრელებმა, რასაც მოჰყვა კონფლიქტების სერია ჰაბსბურგებთან და თითქმის ყველა მათ მოკავშირესთან, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. უნგრეთის პატარა ომში ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა, რის შედეგადაც თურქებს უნგრეთში 1566 წლამდე არ ულაშქრავთ. სწორედ 1566 წელს, სულეიმანს ბოლოჯერ მოუწია ომში წასვლა. სიგეტვარის ციხის ალყა მიმდინარეობა 6 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, თუმცა, მიუხედავად ოსმალთა გამარჯვებისა, დანაკარგები ორივე მხრიდან დიდი იყო. ამავდროულად, ორივე ჯარის მეთაურის ბედი ამ ომში გადაწყდა 一 მიკლოში ერთ-ერთი ბოლო შეტაკებისას დაიღუპა, ხოლო სულეიმანი, ბუნებრივი სიკვდილით, საკუთარ კარავში გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20000-ზე მეტი ოსმალი მეომარი, გაწყდა ზრინის 2300-კაციანი გარნიზონის მთლიანი ბრიგადა, რომელთაგან 600-იც ბოლო შეტევისას დაიღუპა. მიუხედავად თურქთა გამარჯვებისა, ოსმალებს გაუჭირდათ იმ პერიოდში ევროპის ერთ-ერთი ცენტრისკენ 一 ვენისკენ 一 ალღოს აღება.[9] ვენა თითქმის მომდევნო ერთი საუკუნის განმავლობაში ხელუხლებელი აღმოჩნდა ოსმალთაგან, კერძოდ 1683 წლის ვენის ალყამდე.[10] დღესდღეობით, უნგრეთსა და ხორვატიაში ეს შეტაკება დიდი ისტორიული ფასეულობის მატარებელია. მეტიც, ერთი ვერსიით, სწორედ ეს ბრძოლა იქცა შთაგონებად ჰაბსბურგთა მეთაურის, მიკლოშ ზრინის შვილიშვილისთვის, დაეწერა უნგრული ეპოსი, სახელწოდებით "Szigeti veszedelem" (სიგეტვარის საფრთხე), ხოლო მის მთავარ გმირად თავად ავტორის გენერალი წინაპარი გვევლინება. აგრეთვე, სწორედ მსგავსი ისტორიული მოტივებით არის შთაგონებული ცნობილი ხორვატული ოპერა 一 ნიკოლა შუბიჩ ზრინი. უწინ ამ კამპანიას იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ კარდინალმა რიშელიემ უწოდა მას „ბრძოლა, რომელმაც გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია“.[3][11]

 
შუა საუკუნეების სიგეტვარის გამოსახულება, 1625.

1526 წლის 29 აგვისტოს უნგრეთის სამეფო ძალები, მეფე ლუი II-ის მეთაურობით, დამარცხდნენ მოჰაჩის ბრძოლაში ოსმალეთის მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ, რომელსაც სულეიმან დიდი მეთაურობდა.[12] მეფე ლუი ომში დაიღუპა, რის შედეგადაც უნგრეთის სამეფო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, დაიშალა, რადგან ლუის მემკვიდრე არ ჰყავდა. შედეგად, ბუნებრივია, რომ, როგორც უნგრეთის, ისე ხორვატიის ტერიტორიები ჰაბსბურგებისა და თურქებისთვის დავის საგნად იქცა. ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ძმა, დაქორწინდა ლუი II-ის დაზე, რის შემდეგაც მას როგორც ხორვატიის, ისე უნგრეთის მეფედ გამოაცხადებენ.[13] 1527 წლის 1 იანვარს ხორვატმა დიდებულებმა მოიწვიეს პარლამენტი ცეტინიეში, ერთხმად აღიარეს ფერდინანდი მონარქად და დაადასტურეს მისი მემკვიდრეობა. ფერდინანდი სანაცვლოდ კი ამბობა რომ პატივს სცემდა საკუთარ ისტორიულ უფლებებს, თავისუფლებას, კანონებს, ტრადიციებს და ზნე-ადათებს, რომლებიც მათ ხორვატებთან კოლაბორაციის შემდეგ გამოუმუშავდათ და დებდა პირობას, რომ როგორც ხორვატიის, ისე უნგრეთის მიწებს თურქთაგან სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავდა.[14] უნგრეთის ტახტი გახდა დინასტიური დავის საგანი 一 მასზე პრეტენზიას უკვე ტრანსილვანიის ვოევოდა, ჯონ ზაპოლია. ოსმალეთმა მანიპულაციურ მეთოდებს მიმართა. მან პირობა დადო, რომ ზაპოლიას უნგრეთში გაამეფებდა, თუკი ის მის კამპანიას შემოუერთდებოდა.[15] ფერდინანდმა უნგრეთზე ახალი თავდასხმა განაახლა, მან 1527 წელს აიღო ბუდაპეშტი, თუმცა 1529 წელს მასზე კონტროლი დაკარგა, მას შემდეგ, რაც ომში ოსმალეთი ჩაება. 1527-1528 წლებში ერცჰერცოგ ფერდინანდის წინააღმდეგ განხორციელებული სულეიმანის ყველა საომარი ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, რამაც ოსმალეთს საზღვრების გარღვევისკენ უბიძგა. შედეგად, ერთი წლის შემდეგ, 1529 წელს, ოსმალეთის იმპერია პირველად შეიჭრა ვენაში სულეიმანის მმართველობის ქვეშ. მისი ხელში ჩაგდება, ბუნებრივია, მიუთითებდა თურქთა ძალაუფლების მწვერვალზე და ცენტრალურ ევროპაში ოსმალთა ექსპანსიის უკიდურეს ზომებზე.

პატარა ომი

რედაქტირება

1529-1552 წლების პერიოდი ცნობილი იყო, როგორც პატარა ომის პერიოდი. 1529 წელს, სულთნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩაეგდო ხელში ვენა, ფერდინანდმა საპასუხო იერიში წამოიწყო 1530 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ზაპოლიამ ბუდაპეშტი ალყისგან იხსნა, ფერდინანდი შორს მაინც წავიდა 一 დაიპყრო გრანი (იმდროინდეკლი ესტერგომი) და სხვა რამდენიმე ციხესიმაგრე მდინარე დუნაის გასწვრივ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საზღვარს წარმოადგენდა. ამის საპასუხოდ, სულეიმანმა 1532 წელს 120000-ჯარისკაციანი არმია დაძრა კვლავ ვენისკენ, რამაც ფერდინანდს მთელი ყურადღების დედაქალაქზე გადართვისკენ უბიძგა, დატოვა მხოლოდ 700-მეომრიანი ბრიგადა კორზეგში, მიუხედავად ამისა, დიდმა ვეზირმა, იბრაჰიმ ფაშამ მაინც ვერ შენიშნა მეტოქის სისუსტე ამ ლოკაციაზე. გუნსის ალყის დაწყბამდე მალევე ფაშას არმია სულთნის არმიას შეუერთდა. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ხორვატი გენერალი ნიკოლა იურიშიჩი და მისი 800-ჯარისკაციანი გარნიზონი ცდილობდნენ 19 სრულმასშტაბიანი შეტევის მოგერიებას და 120000-ზე მეტი თურქის განეიტრალებას. დიდი დანაკარგების შედეგად, ოსმალებმა ხორვატებს ზავი შესთავაზეს, რაზე უარიც მათი უკან დახევის მიზეზად იქცა.[16] საბოლოოდ, ფერდინანდმა და სულეიმანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მიაღწიეს. იოანე ზაპოლია, ზავის თანახმად, ჰაბსბურგებმა უნგრეთის მეფედ გამოაცხადეს, თუმცა, როგორც ოსმალეთის ვასალი. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება არ დაკმაყოფილდა არც იოანეს და არც ფერდინანდის მხრიდან და მათმა ჯარებმა ახალი შეტაკებების წამოწყება დაიწყეს. 1537 წელს ფერდინანდმა შეუტია იოანეს ძალებს ოსიეკში, ხელშეკრულების დარღვევით. ალყა თითქმის ისეთივე მაშტაბის კატასტროფა იყო, როგორიც მოჰაჩის შემთხვევაში, როცა ოსმალეთის არმიამ ავსტრიელთა რაზმი გაწყვიტა. იმის ნაცვლად, რომ ვენისთვის ხელახლა შეეტია, სულეიმანმა შეუტია ოტრანტოს, სამხრეთ იტალიაში. 1538 წელს პრევეზას საზღვაო ბრძოლაში ოსმალებმა კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიაყენეს ჰაბსბურგების კოალიციურ იმპერიას. იოანე ზაპოლია 1540 წელს გარდაიცვალა, ხოლო ტახტს მისი მემკვიდრე 一 იოანე II ზაპოლია დაეუფლა. მისი მეფობის დიდი ნაწილის მიუხედავად, ქვეყანას მაინც დედამისი, იზაბელა იაგელონი განაგებდა, სულეიმანის მხარდაჭერით. იოანე II დარჩა უნგრეთის ნომინალურ მეფედ მანამ, სანამ 1570 ტახტიდან არ გადადგა და ქვეყანა ჰაბსბურგების მმართველობას არ დაექვემდებარა. 1541 წელს, ბუდაპეშტის ალყაში ჰაბსბურგებმა ოსმალთა წინააღმდეგ კრახი განიცადეს. ოსმალთა ეს შეტევა იზაბელა იაგელონის მოთხოვნით იყო გამოწვეული. 1543 წელს სულეიმანმა კვლავ მორიგი კამპანია წამოიწყო უნგრეთში, დაიბრუნა ბრანის და სხვათა ციხესიმაგრეები და უნგრეთის დიდი ნაწილი ოსმალეთის კონტროლქვეშ მოაქცია. 1543 წლის აგვისტოში თურქებმა წარმატებას მიაღწიეს ესტერგომის ალყაში, რასაც მოჰყვა უნგრეთის სამი ქალაქის 一 სეკეშფეჰერვარის, სიკლოსისა და სეგედის აღება. ამის შემდეგ, კვლავ ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა ჰაბსბურგებსა და ოსმალებს შორის. ყველაფერი შეიცვალა 1552 წელს, როცა სულეიმანმა ეგერზე თავდასხმა განიზრახა, თუმცა ალყა უშედეგო აღმოჩნდა და ჰაბსბურგების გამარჯვებამ უნგრული ტერიტორიული დანაკარგები აანაზღაურა. ეგერის შენარჩუნების შემდეგ თურქები უნგრეთში 1566 წლამდე აღარ მიბრუნებულან.

1566 წლის კამპანია

რედაქტირება
 
ოსმალური მინიატურა, რომელიც ასახავს ალყის წინა პერიოდს.

1566 წლის იანვარში, როცა სულეიმან ბრწყინვალე თავისი ხანგრძლივი მმართველობის პერიოდის 46-ე წელში იყო, ომში უკანასკნელად წავიდა.[17] ის 72 წლის იყო და, მიუხედავად პოდაგრით დაავადებისა, მაინც ნომინალურად მეთაურობდა თავის რიგით მეცამეტე სამხედრო კამპანიას. 1566 წლის 1 მაისს სულთანმა დატოვა სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან არმიასთან ერთად მათ შორის, რომელთათვისაც გაუწევია მეთაურობა. მისი მოწინააღმდეგე, გრაფი ნიკოლა ზრინი, იყო ხორვატიის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი, სასაზღვრო ომის გამოცდილი ვეტერანი და ბანი 1542 წლიდან 1556 წლამდე.[18] ადრეულ ეტაპზე მან თავი გამოიჩინა ვენის ალყისას და წარმატებული სამხედრო კარიერაც აიწყო.[5] ოსმალურმა არმიამ ბელგრადამდე ორმოცდაცხრადღიანი მარშის შემდეგ მიაღწია. აქ ის შეხვდა იოანე II სიგიზმუნდ ზაპოლია, რომელსაც იგი ადრე უნგრეთის მმართველობას დაჰპირდა. მას შემდეგ, რაც სულეიმანმა სიკლოსში, ერთ-ერთ თურქულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა, გადაედო ეგერზე თავდასხმა და სანაცვლოდ ზრინის ციხესიმაგრეს შეუტია სიგეტვარში.

1566 წლის 2 აგვისტოს ოსმალური ავანგარდი ჩადის სიგეტვარში, 3 დღის შემდეგ კი მათ არმიაც მიჰყვებათ.[19] ჯარს ფორმალურად სულთან სულეიმანი მეთაურობდა, თუმცა, მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ალყის დროს სულთანი ბანაკში დარჩა, სადაც მას სიტყვიერ მოხსენებას გადასცემდნენ ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ. სინამდვილეში, ოსმალთა ლაშქარს იმდროინდელი დიდი ვეზირი 一 სოკოლუ მეჰმედ-ფაშა ედგა სათავეში.[20] ოსმალეთის არმია, რომელმაც სიგეტვარის ციგეს ალყა შემოარტყა, სულ მცირე 150 000 მეომრით იყო დაკომპლექტებული, აგრეთვე მძიმე არტილერიითაც.[21] რაც შეეხება ციხის გარნიზონს, ის 2300-მდე ჯარისკაცისგან შედგებოდა.[22] მცველთა უმრავლესობა ხორვატი იყო ან უნგრელი იყო. იმისდა მიუხედავად, რომ თურქების არმია გაცილებით დიდი რაოდენობისა იყო, მას მაინც უჭირდა წინააღმდეგობის გაწევა თურქთა არმიასთან. ალყა დაიწყო 6 აგვისტოს, როდესაც სულეიმანმა გასცა ბრძანება გალავანზე საერთო თავდასხმის შესახებ. ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ციხის აღება, რასაც, საბოლოოდ, ციხის ბოლო შტურმის შედეგად გადარჩენილ მეომრების დანებება და გაქცევა მოჰყვა. გრაფმა ზრინიმ სულეიმანისგან შემოთავაზებული იდეა დაზავების შესახებ უარყო. ამ დროს, ქალაქ გიორთან იმპერატორ მაქსიმილიანის არმია იყო დაბანაკებული, რომელმაც ჯარი ოსმალთა წინააღმდეგ შეგნებულად არ მიმართა, რათა ციხის მდგომარეობა უფრო შენარჩუნებულიყო.[23]

 
მინიატურა, რომელიც ასახავს ჯილდოების განაწილებას ალყის შემდეგ, XVI საუკუნე.

ბოლო შტურმი და დაცემა

რედაქტირება
 
ოსმალეთის იმპერიის ექსპანსია უნგრეთისა და ხორვატიის მიწებზე, რომელიც მოჰყვა ალყას, 1576.

უკანასკნელი შეტევა 7 სექტემბერს, სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამ დროს, ასაფეთქებელი ნივთიერებებისდა წყალობით, ციხის კედლები მხოლოდ ნანგრევებადღა ქცეულიყო. თავდასხმა სისხამ დილით დაიწყო, მცირე იარაღებისა, ბერძნული ცეცხლისა და ქვემეხების თანხლებით: რობერტ ფრეიზერის თქმით, ციხეს სულ ცოტა 10000 ქვემეხის ტყვია მოხვდა. სულ მალე ციხე დაიწვა და გრაფთა ნასახლარებიც განადგურდა. ოსმალთა ლაშქარი ქალაქისკენ დაიძრა, სადაც დიდი აჟიოტაჟით შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების ვინაობა უკვე გადაწყვეტილი იყო, ზრინი მიმართავდა თავის ჯარს, რომ მტერს ჰკვეთებოდნენ, მისივე თქმით: „ვინც კვდება - ღმერთთან იქნება. ვინც არ კვდება - მის სახელს პატივს სცემენ. ჯერ მე წავალ და რასაც ვაკეთებ, შენ გააკეთე. და ღმერთია ჩემი მოწმე – არასოდეს მიგატოვებთ, ჩემო ძმებო და რაინდებო!...“ ზრინიმ მაინც არ დაუშვა ოსმალთა საბოლოო ჩანაფიქრის 一 თურქების ციხეში შეღწევის 一 განხორციელება. როდესაც თურქები ვიწრო ხიდის გასწვრივ წინ მიიწევდნენ, დამცველებმა მოულოდნელად გააღეს კარიბჭე და გატეხილი რკინით დატვირთული დიდი ნაღმტყორცნები ისროლეს, რის შედეგადაც 600 თავდამსხმელი დაიღუპა. რაც შეეხება ზრინს, მას ჭრილობა მუშკეტის ტყივებით მიაყენეს და ბოლოს მშვილდ-ისრით განგმირეს. მისი სიკვდილის შემდეგ ჯარი ძირითადი ნაწილი იძულებული იყო ციხის დასაცავად უკან დახეულიყო. თურქებმა ციხე აიღეს და მცველთა უმეტესობა მოკლეს. რამდენიმე დატყვევებული მცველი დაუსხლტა იანიჩრებს. ზრინის ცხედარს თავი მოკვეთეს და ითვლება, რომ მისი თავი მეჰმედ ფაშამ ბუდას ფაშას[24][25], ან აწ უკვე ახალ ოსმალეთის სულთანსსელიმს.[26] მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ნიკოლა ზრინის თავი მაინც მისმა შვილმა ჩაიგდო ხელთ, რომელმაც საკუთარი მამის ცხედრის დაკრძალვა განიზრახა. ეს მოხდა ალყის წელსვე, სენკოვეჩის წმინდა ელენეს ტაძარში.

შედეგები

რედაქტირება

ციხის აღების შემდეგ მხარეებს შორის შეტაკებების შეწყვეტა განაპირობა ადრიანოპოლის ზავმა, რომელსაც ხელი 1568 წელს მოეწერა. სიგეტვარის ალყამ დროებით შეაჩერა ოსმალური კამპანიები ცენტრალურ ევროპაში, კერძოდ კი 1683 წლის ვენის ალყამდე. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ზრინმა, ციხის ალყის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების ბრძანება გასცა. მას შემდეგ, რაც თურქებმა ციხე დაიკავეს, მარანი აფეთქდა და ასობით თურქის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად ამისა, ამას არცერთი ოსმალი მემატიანე არ ადასტურებს. შეიძლება ითქვას, რომ სიგეტვარის ოპერაციის შედეგად ოსმალეთს ერთგვარად გაეწელა ევროპის ცენტრისკენ შეტევის შესაძლებლობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kohn (2006), p. 47.
  2. Lázár and Tezla (1999), p. 70.
  3. 3.0 3.1 Timothy Hughes Rare & Early Newspapers დაარქივებული 9 September 2017 საიტზე Wayback Machine. , Item 548456. Retrieved 1 December 2009.
  4. Wheatcroft (2009), pp. 59–60.
  5. 5.0 5.1 Shelton (1867), pp. 82–83.
  6. Elliott (2000), p. 117.
  7. Nikola Subic Zrinski. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 22 November 2019
  8. Tait (1853), p. 679.
  9. Turnbull (2003), p. 56.
  10. Lieber (1845), p. 345.
  11. Cornis-Pope and Neubauer (2004), pp. 518–522.
  12. Turnbull (2003), p. 49
  13. Turnbull (2003), pp. 49–51.
  14. R. W. Seton -Watson: The southern Slav question and the Habsburg monarchy, p. 18
  15. Turnbull (2003), pp. 55–56.
  16. Ágoston and Alan Masters (2009), p. 583
  17. Turnbull (2003), p. 55.
  18. Krokar Slide Set #27, image 42
  19. Coppée (1864), pp. 562–565.
  20. Sakaoğlu (1999), pp. 140–141.
  21. Perok (1861), pp. 46–48.
  22. (2003) Etnografija Hrvata u Mađarskoj. Mikszáth Kiadó, გვ. 29. „Gašpar Alapić (maď. Alapi Gáspár): bliski rodak Nikole Zrinskog, suprug njegove sestre, tj. bio je šogor (šurjak) Zrinskog, zamjenik kapetana Sigeta, koji je preživjeo opsadu i zauzeće Sigeta ... Mikloš Kobak (maď. Kobak Miklós), Petar Patačić (maď. Patatics Péter, vjerojatno zbog lošeg prijepisa Budine), Vuk Paprutović (maď. Papratovics Farkas, vjerojatno zbog lošeg prijepisa Budine) bili su poručnici, odnosno vojvode Nikole Zrinskog.“ 
  23. Paul Lendvai; (2004) The Hungarians: A Thousand Years of Victory in Defeat p. 94-100 Princeton University Press, ISBN 0691119694
  24. Hrvoje Petrić (2017). „Nikola IV. Šubić Zrinski: O 450. obljetnici njegove pogibije i proglašenju 2016. "Godinom Nikole Šubića Zrinskog" [Nikola IV. Šubić Zrinski: About 450th anniversary of his death and proclaiming of 2016 the year of Nikola Šubić Zrinski]. Hrvatska revija (ხორვატული). Zagreb: Matica hrvatska (3): 29–33. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2022. ციტირების თარიღი: 3 July 2020.
  25. Walton, Jeremy F. (2019). „Sanitizing Szigetvár: On the post-imperial fashioning of nationalist memory“. History and Anthropology. Routledge. 30 (4): 434–447. doi:10.1080/02757206.2019.1612388.
  26. Sakaoğlu, Necdet (2001). Bu Mülkün Sultanları: 36 Osmanlı Padişahi. Oğlak Yayıncılık ve Reklamcılık, გვ. 141. ISBN 978-975-329-299-3.