სეკეშფეჰერვარი
სეკეშფეჰერვარი (უნგრ. Székesfehérvár) — ქალაქი ცენტრალურ უნგრეთში, ქვეყნის სისიდით მეცხრე ქალაქი. მდებარეობს ბუდაპეშტიდან 65 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 101 943 ადამიანს შეადგენდა. წარმოადგენს ფეიერის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრსა და დუნაისგადაღმა ცენტრალური რეგიონის ცენტრს. შუა საუკუნეებში, სეკეშფეჰერვარი სამეფო-სარეზიდენციო და უნგრეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. სეკეშფეჰერვარის ბაზილიკაში მოხდა 37 მეფისა და 39 დედოფლის კორონაცია, 15 მმართველი აქვეა დაკრძალული, აქ ასევე ინახებოდა სამეფო გვირგვინები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სეკეშფეჰერვარი Székesfehérvár | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე (უნგრეთი)|უნგრეთის მდეიები|მედიე | ფეიერი | ||||
კოორდინატები | 47°11′44″ ჩ. გ. 18°24′32″ ა. გ. / 47.19556° ჩ. გ. 18.40889° ა. გ. | ||||
მერი | András Cser-Palkovics | ||||
პირველი ხსენება | 972 | ||||
ფართობი | 170,89 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 118±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
მოსახლეობა | 101 943 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 593,74 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (+36) 22 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8000 | ||||
ოფიციალური საიტი | szekesfehervar.hu | ||||
რომის იმპერიის პერიოდში, სეკეშფეჰერვარის ადგილას დასახლება უკვე არსებობდა, თუმცა ქალაქი დაარსდა 972 წელს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებასეკეშფეჰერვარი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Szekesfehervar.hu
- ↑ Székesfehérvár twin cities Hungarian. Székesfehérvár.hu. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
- ↑ Upcoming Birmingham Sister City Visitors (pdf). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
- ↑ Bratislava City - Twin Towns. © 2003-2008 Bratislava-City.sk. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
- ↑ Opole Official Website - Twin Towns. (in English and Polish) © 2007-2009 Urząd Miasta Opola. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2009-06-18.