ბერძნული ცეცხლი — ცეცხლგამჩენი ნაზავი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ბიზანტიის იმპერიაში. ვარაუდობენ, რომ შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისის, გვარჯილისა და დაუშლელი კირისაგან. როგორც წესი, ბიზანტიელები მას საზღვაო ბრძოლებში იყენებდნენ მისი დიდი ეფექტის გამო, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ნაზავი წყალში მოხვედრის შემდეგაც აგრძელებდა წვას.

ბერძნული ცეცხლის გამოყენება საზღვაო ბრძოლაში.

ბერძნული ცეცხლი იყო მრავალ ბრძოლაში ბიზანტიელების გამარჯვების საიდუმლო, განსაკუთრებით კი მიზეზი კონსტანტინოპოლის ასაღებად მოწყობილ ორ არაბულ ლაშქრობაში დედაქალაქის გადარჩენისა, რამაც იმპერია დაცემას გადაარჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობაში ამ ნივთიერების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „ბერძნული ცეცხლი”, ორიგინალურ ბიზანტიურ წყაროებში მას სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ, მაგ. „ზღვის ცეცხლი” (ძველ ბერძნ. πῦρ θαλάσσιον pyr thalássion), „რომაული ცეცხლი” (πῦρ ῥωμαϊκόν pyr rhomaïkón), „ომის ცეცხლი” (πολεμικὸν πῦρ polemikòn pyr), „თხევადი ცეცხლი” (ὑγρὸν πῦρ hýgron pyr), „წებოვანი ცეცხლი” (πῦρ κολλητικόν pyr kolletikón) და ა. შ.[1][2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 339.
  • Pryor, John H. (2003), „Byzantium and the Sea: Byzantine Fleets and the History of the Empire in the Age of the Macedonian Emperors, c. 900–1025 CE“, Hattendorf, John B.; Unger, Richard W., War at Sea in the Middle Ages and the Renaissance, Boydell Press, pp. 83–104, ISBN 0-85115-903-6
  • Pryor, John H.; Jeffreys, Elizabeth M. (2006), The Age of the ΔΡΟΜΩΝ: The Byzantine Navy ca. 500–1204, Brill Academic Publishers, ISBN 978-90-04-15197-0
  • Forbes, R. J. (1959), „Naphtha Goes To War“, More Studies in Early Petroleum History 1860–1880, Leiden: E.J. BRILL, pp. 70–90

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Pryor & Jeffreys 2006, pp. 608–609.
  2. Forbes 1959, p. 83.