საქაშეთი
საქაშეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ვარიანის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 710 მეტრი, გორიდან 18 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
საქაშეთი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვარიანი |
კოორდინატები | 42°05′31″ ჩ. გ. 43°58′14″ ა. გ. / 42.09194° ჩ. გ. 43.97056° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 710 მ |
მოსახლეობა | 883[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,8 % ოსები 1,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1784 წლის 23 მარტს სულეიმან ფაშამ ქართლს სამი ათასი ლეკი შემოუსია და სხვა სოფლებთან ერთად მთლიანად აიკლო საქაშეთი.
1905 წლის 18 ნოემბერს სოფლის მოედანზე ჩატარდა მიტინგი, რომელსაც მეზობელი სოფლების გლეხობაც ესწრებოდა. მიტინგის გადაწყვეტილებებში შეიტანეს მოთხოვნები: საპატიმროებიდან გაეთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები; სარატოვის, ჩერნიგოვის, ტამბოვის და სხვა გუბერნიებში, პოლონეთის სამეფისნაცვლოში გაეუქმებინათ სამხედრო წესები; გაეყვანათ სოფლებიდან კაზაკებისა და ჯარის ნაწილები; მოეწვიათ სრულიად რუსეთისა და განაპირა მხარეების დამფუძნებელი კრებები; გადაეცათ გლეხებისათვის საზოგადოებრივ მფლობელობაში მიწა; დაესაჯათ თანამდებობის პირები, რომლებმაც ააწიოკეს და ააოხრეს გორის მაზრის სოფლები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 883 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1009 | 526 | 483 |
2014[1] | 883 | 452 | 431 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 189-190.
- ბერძენიშვილი ც., ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 82.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II