საქაშეთის სამარხი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

საქაშეთის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, ადგილ ცოცხებში, სოფლის სასაფლაოზე. სამარხი თარიღდება ანტიკური ხანით. არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს შემთხვევით, მიწის დამუშავების დროს, 1973 წელს. სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულის დაკრძალვის პოზა გაურკვეველია. გამოვლინდა წითლად გამომწვარი, წმინდა თიხის პრიალაზედაპირიანი, ყურმილიანი სასმისი (დაცულია ქარელის რაიონის სოფელ ცერონისის საშუალო სკოლის მხარეთმცოდნეობის კუთხეში).

ლიტერატურა

რედაქტირება