საქაშეთის სამაროვანი
საქაშეთის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, ადგილ გორანაში (იგივე ჩაკირულები). სამაროვანი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს შემთხვევით, მიწის დამუშავების დროს. სამარხში მიცვალებული დაკრძალული იყო ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. სამარხის ტერიტორიაზე იპოვება შავად გამომწვარი, უხეშკეციანი სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 82.