სულეიმან-ფაშა
სულეიმანი (ჯაყელი) (გ. 17 თებერვალი, 1791) — ახალციხის ფაშა 1767– 1769 და 1770– 1791. 1768 მარტიდან 1769 ივნისამდე იმერეთის საქმეებსაც განაგებდა. 1769 წლის ივნისის ბოლოს სულეიმანი ფაშობიდან გადააყენეს. 1770 წელს ისევ დაინიშნა. აღადგინა ნორმალური ურთიერთობა იმერეთთან. ვერ ურიგდებოდა ერეკლე II-ის პრეტენზიებს სამცხე-საათაბაგოზე. 1783 გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ სათავეში ჩაუდგა კავკასიელ მაჰმადიანთა კოალიციურ ლაშქრობას საქართველოზე. ხელს უწყობდა ტყვეებით ვაჭრობას. 1783 წელს არზრუმის სერასკერობა მიენიჭა. თანახმა იყო შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში, თუ ფაშობას შეუნარჩუნებდნენ.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 600.