საქაშეთის პირველი ყორღანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

საქაშეთის პირველი ყორღანი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, ადგილობრივ გორაკაზე. ყორღანი აღმოაჩინეს შემთხვევით, მიწის დამუშავების დროს, 1961 წელს. არქეოლოგიური ძეგლი თარიღდება ბრინჯაოს ხანით. ძეგლი დაზიანებულია. გადმოცემით, ყორღანში დაკრძალული ყოფილა რამდენიმე მიცვალებული. დაკრძალვის წესი გაურკვეველია. მიცვალებულის ძვლებთან აღმოჩნდა შავად გამომწვარი სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭელი, რომელიც ამჟამად დაკარგულია.

ლიტერატურა

რედაქტირება