საქართველოს ლიტერატურა: ისტორია
საქართველოს ლიტერატურა: ისტორია[1] — დონალდ რეიფილდის ავტორობით გამოსული ქართული ლიტერატურის პირველი და ყველაზე მრავლისმომცველი სწავლება, რომელიც ინგლისურ ენაზე ოდესმე გამოსულა. ნაშრომი ეძღვნება ქართულ 1 500 წლიან ლიტერატურულ ტრადიციას, დაწყებული V საუკუნის ჰაგიოგრაფიიდან დამთავრებული XX საუკუნის ელექტრონული პროზითა და პოეზიით. წიგნი იკვლევს იმ სხვადასხვა გავლენებს, რომელიც განიცადა ქართულმა ლიტერატურამ წლების მანძილზე - ბერძნულიდან და სპარსულიდან რუსულ და თანამედროვე ევროპულამდე. მისი კვლევის სფეროში შედის კავკასიური ფოლკლორიც. წიგნში შეტანილია ასევე ქართული პოეზიის ზოგიერთი ნიმუშის თარგმანი.
წიგნი შეიცავს ოცდათერთმეტ თავს დაჯგუფებულს ხუთ ნაწილად, ქართული ლიტერატურის უდიდესი პერიოდების შესაბამისად: I. კლასიკური ეპოქა (V — XI საუკუნეები); II. ოქროს ხანა და მის შემდგომ (XII — XVIII საუკუნეები); III. რომანტიკოსების პერიოდი (XIX საუკუნე); IV. ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია (1880-1914 წლები); V. XX საუკუნე. პირველი სამი ნაწილი, რომლებიც ეხება ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიას, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების სამეფო კარის დიდ პოეტებს და დიდ და მცირე ფიგურებს საქართველოს ოკუპაციამდე საბჭოთა ჯარების მიერ, უზრუნველყოფს შესანიშნავ ორიენტაციას როგორც დამწყები მკითხველისათვის, ასევე მათთვის ვინც უკვე ღრმადაა ჩაფლული შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში. IV ნაწილი ერთადერთია წიგნში, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ მწერალზე და ეს შემთხვევითი არჩევანი არაა: მთის პოეტი ვაჟა-ფშაველა, რეიფილდის სიტყვებით „თვისობრივად ყველაზე უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქართველი მწერალი“ (გვ. 207). ვაჟას შემოქმედების განხილვა მიდის არაერთი ილუსტრაციის ფონზე მისი შემოქმედებიდან, რომელთა უმრავლესობა ინგლისურად თარგმნა თავად რეიფილდმა და აღებულია რეიფილდის მიერ თარგმნილ ვაჟას ყველაზე გრძელი სამი პოემიდან, რომელიც თბილისში დაიბეჭდა.[2]
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს V ნაწილი, რომელიც საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდს ასახავს (შევარდნაძის დადგომამდე 1992 წელს). ავტორი ამჯერად ექსპერტის მსგავს რანგში წარმოგვიდგება. რეიფილდი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეაღწია ბოლო დროს ტაბუ-ახსნილ საბჭოთა არქივებში. იქ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, ღრმა ანალიზის საფუძველზე საქართველოს ინტელექტუალური ელიტის ტანჯვა სტალინის დიდი წმენდის დროს შეაფასა როგორც ჰოლოკოსტი.[3][4] აღსანიშნავია ასევე გალაკტიონის შემოქმედების დაფასება, ისევე როგორ ვაჟასი, ფაქიზად შესრულებული თარგმანით. მეორე მხრივ, სიმონ ჩიქოვანი დახასიათებულია როგორც „საუკუნის ყველაზე ორიგინალური ქართველი პოეტი“, (გვ.292) რასაც კევინ ტუიტის თქმით, თავად ვერ გაბედავდა.[3] ეჭვგარეშეა, რომ ჩიქოვანი ორიგინალურია, მაგრამ აქაც, ისევე როგორც მრავალ ქართველ პოეტთან, დაწყებული შოთა რუსთაველიდან, შთაგონების ერთ-ერთი წყარო უდავოდ კავკასიის მდიდარი ზეპირსიტყვიერება იყო.[5][6][7]
წიგნი პირველად 1994 წელს დაიბეჭდა და დაიმსახურა რამდენიმე შეფასება ავტორიტეტული ლიტერატურული მიმომხილველისგან. მეორე გადამოწმებული გამოცემა გამოჩნდა 2000 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დონალდ რეიფილდი. (2000), The Literature of Georgia: A History: მეორე გამოცემა. Routledge, ISBN 0-7007-1163-5.
- ↑ იხ. ვაჟა-ფშაველა:სამი პოემა. თარმანი დ. რეინფილდისა. გამომცემლობა "განათლება", 1981.
- ↑ 3.0 3.1 დონალდ რეიფილდი. საქართველოს ლიტერატურა: ისტორია: მიმომხილველი - კევინ ტუიტი. ანთროპოლოგიის განყოფილება, მონრეალის უნივერსიტეტი. წაკითხვის თარიღი: 2007-08-14.
- ↑ ჯონათან ეივზი. საქართველოს ლიტერატურა: ისტორია. - წიგნის მიმოხილვა. Europe-Asia Studies. 1996 წლის ივნისი. FindArticles.com. წაკითხვის თარიღი: 2007-08-14.
- ↑ ლუიჯი მუგაროტო. ავანგარდული და ხალხური პოეზია (სიმონ ჩიქოვანის შემოქმედებაზე დაკვირვებით)
- ↑ ბედი ქართლისა, ქართველოლოგიის მიმოხილვა, ტომი. XL. გვ 344-352, 1982;
- ↑ კევინ ტრიუტი. ქართული ფოლკლორისა და პოეზიის ანთოლოგია, ლონდონი: Associated University Presses, 1994