ჰაგიოგრაფია (ბერძ. άγιος — „წმინდანი“ და γράφω — „ვწერ“) — სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც წმინდანების ცხოვრების, ღვთისმეტყველებისა და წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ-ეკლესიურ ასპექტებს შეისწავლის.

ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში მოთხრობილია იმ პირთა შესახებ, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით იმეორებენ ადამის მოდგმის მხსნელისა და ცოდვათა გამომსყიდველის — იესო ქრისტეს ცხოვრების გზას.

ქართული ჰაგიოგრაფიარედაქტირება

„შუშანიკის წამება“ განეკუთვნება ჰაგიოგრაფიული მწერლობის პირველ ჟანრს — მარტვილობითს. ქართულ მწერლობაში XVII საუკუნის დასრულებამდე იქმნებოდა მარტვილობითი ჟანრის ძეგლები, რადგან საუკუნეთა მანძილზე საქართველოში მომხდართაგან მოსახლეობის დევნას, ჩაგვრასა და ტანჯვა-წამებას ბოლო არ უჩანდა — ქართული მწერლობა კი მუდამ რეალურ ყოფას, აქტუალურ პრობლემებს ეხმაურებოდა და გამოხატავდა. მარტვილობით თხზულებებში ძირითადად აღწერილია ერთი ადამინის ძალა, რომელიც ხშირად მრავალთა და მრავალთა მაგიერ უპირისპირდება ბოროტებას, მიდის მსხვერპლზე და იცავს ეროვნულ — სარწმუნოებრივ პრინციპებს.

ლიტერატურარედაქტირება