დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტო, რომლის მისიას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნის და დროული რეაგირების გზით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩამოყალიბდა 1996 წელს. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩა #9-ში, სააგენტოს ჰყავს 297 მუდმივი თანამშრომელი (მათ შორის: დოქტორი – 45, მაგისტრი – 36) ადამიანი.[1]

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
შეიქმნა 1996
სტატუსი მოქმედი
ტიპი სამთავრობო სააგენტო
მდებარეობა თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური საიტი

ცენტრის განვითარების ისტორია

რედაქტირება

1937 წელს საქართველოში დაარსდა შავი ჭირის საწინააღმდეგო პირველი სადგური. 1992 წელს ჩამოყალიბდა განსაკუთრებით საშიში პათოგენების კვლევითი ცენტრი. 1996 წელი დაარსდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. 2003–2007 წლებში ჩატარდა ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია და სააგენტოს შემოუერთდა სამედიცინო სტატისტიკის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. 2013 წელს მოხდა სააგენტო რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრთან ინტეგრაცია. რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა.[2]

ლუგარის ცენტრი

რედაქტირება
 
ლუგარის ცენტრი

რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე. ლაბორატორიის ფართობია 2,551 მ², საერთო ფართობი კი – 8,000 მ². ლუგარის ცენტრთან ინტეგრაციის შემდეგ სააგენტოს მართავს ლუგარის ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს (ბაქტერიოლოგია, სეროლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, გენომის ცენტრი, ვირუსოლოგია, პარაზიტოლოგია, ქსოვილოვანი კულტურები, ენტომოლოგია, ვივარიუმი); ჯანმო-ს მიერ აკრედიტებული ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიებს (პოლიომიელიტი, გრიპი, წითელაწითურა); ჯანმოს და საერთაშორისო ქსელებში ჩართულ ლაბორატორიებს (ინვაზიური მენინგიტები, როტავირუსები, სალმონელოზები, დიფთერია, მალარია) რომლებიც პერსპექტივაში შესაძლოა გახდნენ ჯანმო–ს კოლაბორატორი ცენტრები; ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიებს ვირუსოლოგიაში, ბაქტერიოლოგიაში, სეროლოგიაში, ქსოვილოვან კულტურებში, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან მუშაობაში; ვივარიუმს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა მცირე ზომის ცხოველებზე;

ლუგარის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად.

სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

რედაქტირება

ცენტრის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება, არაგადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება, გარემოს საზიანო ზემოქმედებისა და ქცევითი რისკ-ფაქტორების შეფასება და კორექცია მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესების მიზნით. ცენტრი იყენებს გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევებს.

საქმიანობის ძირითადი სფერო

რედაქტირება
  1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები: იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზი, აივ/შიდს-ი, ონკოდაავადებების სკრინინგი, ეპიდზედამხედველობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, პროფესიული დაავადებები;
  2. ინფექციური დაავადებების ეპიდზედამხედველობა იმუნიზაციით მართვადი, გრიპი, ჰაერით, – წყლით და საკვებით გადაცემადი, ნოზოკომიური, ტრანსმისიული, პარაზიტული, ზოონოზები, განსაკუთრებით საშიში პათოგენები, ვირუსული ჰეპატიტები, სგგი/აივ/ტუბერკულოზი;
  3. არაგადამდები დაავადებების ზედამხედველობა:

კარდიოვასკულური, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, რისკ-ფაქტორები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ქცევითი ჯანმრთელობა;

  1. გარემოს ჯანმრთელობა;
  2. სამედიცინო სტატისტიკა;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიები და მათი დაფარვის ქსელი

რედაქტირება

3 ზონალური, 7 რეგიონული და 1 რეფერალური ლაბორატორია - რ. ლუგარის ცენტრი.

საერთაშორისო პარტნიორობა

რედაქტირება

დკსჯეც-ის მიერ განხორციელებულია 23 000 000 US დოლარის 160-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი და სამეცნიერო გრანტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, მათ შორის:

  • მალარიის პრევენცია და კონტროლი;
  • ეპიდზედამხედველობა და რეაგირება ფრინველისა და პანდემიურ გრიპზე;
  • ტულარემიის ეპიდემიოლოგია და ეკოლოგია საქართველოში;
  • ამებიაზის პრევენცია საქართველოში;
  • 100%-ით თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის დანერგვა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებსა და სკოლებში;
  • ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა (2000, 2005, 2010) ;
  • არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორთა კვლევა (STEPS);
  • აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი/დაავადებათა გლობალური გამოვლენის რეგიონული ცენტრი (CDC/ GDD):
  1. სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP);
  2. მწვავე ფებრილურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა;
  3. ნოზოკომიური ინფექციების ეპიდემიოლოგია და კონტროლი და სხვა;

საერთაშორისო პარტნიორები

რედაქტირება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, DTRA / DoD (WRAIR, CH2MHILL, USAMRIID), ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, UNICRI, NIH/NIAID, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი, ISTC, STCU, GAVI, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, BP, ოსლოს უნივერსიტეტი, მერილენდის უნივერსიტეტი; ფლორიდას უნივერსიტეტი; ლუსიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ლოურენს ლივერნორის ეროვნული ლაბორატორია და სხვ.

ქართველი პარტნიორები

რედაქტირება

სურსათის ეროვნული სააგენტო/ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (NFA/LMA), 6 უნივერსიტეტი, ელიავას ინსტიტუტი, კერძო ლაბორატორიები და კლინიკები.

მართვის მულტისექტორული მოდელი

რედაქტირება

სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებულია შრომის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებით.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება