ბაქტერიოლოგია (ბაქტერია და ბერძნ. λόγος ლოგოს „სიტყვა, მოძღვრება“), მეცნიერება ბაქტერიების შესახებ, მიკრობიოლოგიის ნაწილი. ბაქტერიოლოგიას ყოფენ რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად:

  • ზოგადი ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, მათ ცვალებადობასა და მემკვიდრულობას, ევოლუციას, გავრცელებასა და სხვა;
  • სამედიცინო და ვეტერინარული ბაქტერიოლოგია შეისწავლის სნეულებათა გამომწვევი ბაქტერიების ბიოლოგიას, მათი გამოყოფისა და კვლევის მეთოდებს, იმუნიტეტის მოვლენებს, შეიმუშავებს ადამიანისა და ცხოველების ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობის სპეციალურ საშუალებებს;
  • სასოფლო-სამეურენეო ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების როლს ნიადაგის სტრუქტურის ფორმირებაში, მის ნაყოფიერებაში, მცენარეთა კვებაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებაში (დასილოსება, დამწნილება და სხვა);
  • ტექნიკური (სამრეწველო) ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების მიერ სპირტების, ორგანული მჟავების, ფერმენტების, ამინომჟავების, ანტიბიოტიკების, ზრდის სტიმულატორებისა და სხვათა წარმოქმნის პროცესს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება