დამწნილება
დამწნილება — ბოსტნეული კულტურების (კომბოსტო, ჭარხალი, კიტრი, წიწაკა, ბადრიჯანი და სხვა) დაკონსერვება რძემჟავა დუღილითა და მარილით (პროდუქტის წონის 2-3 %). რძემჟავა წარმოიქმნება ნედლეულში არსებული შაქრის გარდაქმნით, რასაც რძემჟავა ბაქტერიები იწვევს. დამწნილებული ბოსტნეული კარგად ინახება 0 °C-დან 2 °C-მდე ტემპერატურაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 362.