სეროლოგია (ლათ. serumშრატი და ბერძ. logos ...ლოგია) — მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის სისხლის შრატის (პლაზმის) ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს.[1] პრაქტიკულად, სეროლოგიის საგანია სისხლის შრატში ანტისხულების დიაგნოსტიკური იდენტიფიკაცია[2]. ანტისხეულები წარმოიქმნება კონკრეტული მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციის[3], სხვა უცხო პროტეინების (მაგ., შეუთავსებელი სისხლის გადასხმის დროს), ან ორგანიზმის საკუთარი პროტეინების (მაგ. აუტოიმუნური დაავადებების დროს) საპასუხოდ.

სეროლოგიურ ანალიზებს ატარებენ დიაგნოსტიკური მიზნით, როდესაც ჩნდება ეჭვი ინფექციური დაავადებაზე, როგორც ეს ხდება რევმატული დაავადებების დროს, პიროვნების სისხლის ტიპის დადგენის დროს და სხვა მრავალ შემთხვევაში[2].

სისხლის სეროლოგიური ანალიზი ადგენს პაციენტის ისეთ იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას, რომელიც ასოცირებულია ანტისხეულების ნაკლებობასთან, როგორიცაა X-ქრომოსომასთან შეჭიდული აგამაგლობულინემია. ასეთ შემთხვევაში, ანტისხეულებზე ანალიზი ნეგატიურია.

სეროლოგია იყენებს რამდენიმე მეთოდს სხვადასხვა ანტისხეულების შესასწავლად. ეს მეთოდებია: ნეიტრალიზაციის, აგლუტინაციის, პრეციპიტაციის, კომპლემენტის შებოჭვის, ელისა და ანტისხეულის ფლუორესცენციის ტესტები.

ზოგიერთი სეროლოგიური მეთოდი არ შემოიფარგლება მხოლოდ სისხის შრატით და ასევე გამოიყენება სხვა შრატის მსგავსი შემადგენლობის ბიოლოგიური სითხეების, როგორიცაა ნერწყვი და სპერმა, შესასწავლად.

სეროლოგია გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაშიც, ბრალდებულისა და ნივთმტკიცების ნიმუშთან კავშირის დასადგენად (მაგ. მოძალადის დადგენა სპერმის სინჯის სეროლოგიური ანალიზით).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Serology - MedlinePlus: Medical Encyclopedia
  1. რ. დგებუაძე, ა. აბესაძე: მოკლე სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი 1988, გამომც. „განათლება“, თბილისი
  2. 2.0 2.1 Ryan KJ, Ray CG (editors) (2004). Sherris Medical Microbiology, 4th ed., McGraw Hill, გვ. 247–9. ISBN 0838585299. 
  3. Washington JA (1996). Principles of Diagnosis: Serodiagnosis. in: Baron's Medical Microbiology (Baron S et al, eds.), 4th ed., Univ of Texas Medical Branch. ISBN 0-9631172-1-1.