სამხრეთ შეტლანდის კუნძულები
სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები (ინგლ. South Shetland Islands) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, რომელიც ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს,[1] კუნძულების ფართობი შეადგენს 3687 კმ²-ს. ანტარქტიკის 1959 წლის შეთანხმების მიხედვით კუნძულებზე უფლება არ არის განსაზღვრული ხელმომწერი მხარეების მიერ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასზე პრეტენზიას არ აცხადებენ და ის გამოიყენება სამშვიდობო მიზნებისათვის.
სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები | |
გეოგრაფია | |
---|---|
62°00′ ს. გ. 58°00′ დ. გ. / 62.000° ს. გ. 58.000° დ. გ. | |
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 24 |
მთავარი კუნძული | მეფე ჯორჯის კუნძული |
ფართობი | 3687 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2300 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებენ ბრიტანეთი 1908 წლიდან და მიიჩნევს, რომ ის არის ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილი, ჩილე 1940 წლიდან და მიიჩნევს, რომ არის ჩილეს ანტარქტიკის პროვინციის ნაწილი და არგენტინა 1943 წლიდან, რომელიც კუნძულებს არგენტინული ანტარქტიკის ნაწილად მიიჩნევს.
გეოგრაფია
რედაქტირებაარქიპელაგი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და გამოყოფილია ანტარქტიდის ნახევარკუნძულისაგან ბრანსფილდის სრუტით, ხოლო სამხრეთ ამერიკისაგან — დრეიკის სრუტით. არქიპელაგი ბევრი კუნძულებისაგან შედგება, მაგრამ მათი უმრავლესობა პატარაა. არქიპელაგის ფართობია — 3687 კმ².
კუნძულები
რედაქტირება(რუსული სახელები არის ისტორიული და არა ოფიციალური.)
კვლევითი სადგურები
რედაქტირებაკუნძულებზე რამდენიმე ქვეყანას აქვს მუდმივი კვლევითი სადგურები. მათი უმეტესობა განთავსებულია მეფე ჯორჯის კუნძულზე, რომლებიც ჩილეს ედუარდო ფრეი მონტალვას სახელობის ბაზის აეროდრომით სარგებლობენ.
დღისთვის კუნძულებზე მდებარეობს 16 კვლევითი ბაზა, რომლებს შორისაც ჩილეს ბაზები ყველაზე ბევრია. ზოგიერთ შემთხვევაში ბაზებს ორი ქვეყანა ერთდროულად იყენებს, რისი მაგალითიცაა ჩილურ-ამერიკული ბაზა შირეფი.
კვლევითი ბაზები ქვეყნების მიხედვით:
- არგენტინა - ხუბანი (1953 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- არგენტინა - იმედგაცრუების კუნძულის ბაზა (1948 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
- ბულგარეთი - წმინდა კლიმენტ ოხრიდსკის ბაზა (1988 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
- ბრაზილია - კომანდანტე ფერას ბაზა (1984 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- ჩილე - პრეზიდენტ ედუარდო ფრეი მონტალვას ბაზა (1969 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- ჩილე - პროფესორ ხულიო ესკუდეროს ბაზა (1994 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- ჩილე - კაპიტან არტურო პრატის ბაზა (1947 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- ჩილე/ამერიკის შეერთებული შტატები - შირეფის ბაზა (1990 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
- ჩინეთი - ჩან-ჩენი/(დიდი კედელი) (1985 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- ეკვადორი - პედრო ვისენტ მალდონადოს ბაზა (1990 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
- ესპანეთი - ხუან კარლოს I-ის ბაზა (1988 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
- ესპანეთი - გაბრიელ დე კასტელას ბაზა (1989 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
- სამხრეთი კორეა - მეფე სეჯონგის ბაზა (1988 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- პერუ - მაჩუ პიქჩუს კვლევითი ბაზა (1989 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
- პოლონეთი - ჰენრიკ არქტოვსკის პოლონური ანტარქტიკის ბაზა (1977 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- რუსეთი - ბელინსგაუზენის ბაზა (1968 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
- ურუგვაი - არტიგას ბაზა (1984 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
საველე ბანაკები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარუკები
რედაქტირება- მეფე ჯორჯის კუნძულის ინტერაქტიული რუკა დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- L.L. Ivanov. ანტარქტიკა: ლივინგსტონისა და გრინვიჩის კუნძულები, სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები მასშტაბი 1:100000 ტოპოგრაფიული რუკები.
- L.L. Ivanov. ანტარქტიკა: ლივინგსტოუნის, გრენვიჩის, რობერტის, თოვლის და სმითის კუნძულები დაარქივებული 2010-02-13 საიტზე Wayback Machine. . მასშტაბი 1:120000 ტოპოგრაფიული რუკები. Manfred Wörner Foundation, 2009. ISBN 978-954-92032-6-4
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები. ჩრდილოეთ დაკოტის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2009-08-21.
- ↑ South Shetland Islands - Wolfram|Alpha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-01.