მეფე ჯორჯის კუნძული (ანტარქტიკა)
მეფე ჯორჯის კუნძული (არგენტინაში უწოდებენ: (ესპ. Isla 25 de Mayo - 25 მაისის კუნძული), ჩილეში უწოდებენ: (ესპ. Isla Rey Jorge), რუსეთში - ვატერლოოს, ინგლ. King George Island) — სამხრეთ შეტლანდის კუნძულების ჯგუფში უდიდესი კუნძული. მისი კოორდინატებია:62°02′ ს. გ. 58°21′ დ. გ. / 62.033° ს. გ. 58.350° დ. გ.. კუნძულს სახელი გაერთიანებული სამეფოს მეფის ჯორჯ III-ის პატივსაცემად ეწოდა. ხანდახან ამ კუნძულს შეცდომით აიგივებენ ტასმანიაში მდებარე მცირე, დაუსახლებელ მეფე ჯორჯის კუნძულთან ან ჯორჯის კუნძულთან, რომელიც ფოლკლენდის კუნძულების ჯგუფის წევრია.
მეფე ჯორჯის კუნძულის რუკა | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები | 62°02′ ს. გ. 58°21′ დ. გ. / 62.033° ს. გ. 58.350° დ. გ. |
ფართობი | 1384 კმ² |
სიგრძე | 78 კმ |
სიგანე | 30 კმ |
უმაღლესი წერტილი | 655 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული მდებარეობს სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის კონტინენტიდან 120 კილომეტრის დაშორებით. მისი სიგრძე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 16 საზღვაო მილია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ დაახლოებით 43 მილი (დაახლოებით 30 კმ 78 კმ-ზე)[1]. მისი ფართობი შეადგენს 1384 კმ²-ს. კუნძულის 90 %-ზე მეტი დაფარულია მუდმივი მყინვარით.[2]
კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი საკმაოდ დაგრეხილია, აქვს ბევრი უბე და ყურე. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უბეები არ არსებობენ. კუნძულის ამ ნაწილთან მისასვლელი სახიფათოა ბევრი წყალქვეშა ქვების გამო. კუნძულის დიდი ნაწილი უკავია მყინვარებს. კუნძულის ყინულისგან თავისუფალი მონაკვეთები (ოაზისები) წარმოადგენენ წვრილგორაკებს. მრავალრიცხოვანი ბორცვები აგებულია ვულკანური ჯიშებით და საკმაოდ დაზიანებულია დროისა და ამინდის ზემოქმედებით.
ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე აჭარბებს 500 მეტრს, ხოლო მყინვარების სიმაღლე აღწევს 600 მეტრს. კუნძულზე ბევრია ტბები. ზამთრობით წყალი ზოგიერთი ტბიდან ფილტრაციის ხარჯზე იკარგება ქანების გავლით, რომელიც მათ საფუძველს წარმოადგენს.
ნელსონის კუნძულისგან (ლაიფციგის) მეფე ჯორჯის კუნძული გამოყოფილია ფაილდსის სრუტით, რომლის სიგანე აღწევს 150 მეტრს. სრუტეში გასასვლელი საკმაოდ სახიფათოა წყალქვეშა ქვების დიდი რაოდენობის გამო.
კუნძული გამოირჩევა მცენარეების და ცხოველების მრავალფეროვნებით. აქ გავრცელებულია ზღვის ლომი, უედელის სელაპი, ზღვის ლეოპარდი, ანტარქტიკული პინგვინი და სუბანტარქტიკული პინგვინი.
ისტორია
რედაქტირებაკუნძულზე პრეტენზია პირველად 1819 წლის 16 ოქტომბერს, გაერთიანებულმა სამეფომ წამოაყენა. ბრიტანეთმა 1908 წელს მოახდინა, როგორც ფოლკლენდის კუნძულებში შემავალი კუნძულის, ფორმალური ანექსია[3][4][5] და დღეისთვის განიხილავს როგორც ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილს. კუნძულზე პრეტენზია ჩილემ 1940 წელს წარადგინა და მას ჩილეს ანტარქტიკის პროვინციის ნაწილად განიხილავს. 1943 წელს კი პრეტენზია არგენტინამ გამოთქვა, რომელსაც არგენტინული ანტარქტიკის ნაწილად მიიჩნევს და მას ეროვნული დღის აღსანიშნავად 25 მაისის კუნძულს უწოდებს. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი არ აღიარებენ ამ პრეტენზიებს და ფორმალურად ინარჩუნებენ ანტარქტიკის ტერიტორიების მოთხოვნის უფლებას.
კუნძული 1819 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა მკვლევარმა უილიამ სმითმა.[2] 1821 წელს, გემ Lord Melville-ის ეკიპაჟის 11-მა წევრმა ზამთარი გაატარა კუნძულზე. ისინი პირველი ადამიანები იყვნენ ვინც ანტარქტიკაში ამის გაკეთბა მოახერხეს.[6]
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულის მოსახლეობას შეადგენს მხოლოდ საკვლევი სადგურის პერსონალი, რომელიც ეკუთვნის არგენტინას (ჯუბანი), ბრაზილიას (კომანდანტე ფერასი), ჩინეთს (ჩანჩენი — დიდი კედელი), პოლონეთს (ჰენრიკ არკტოვსკი), რუსეთს (ბელინსგაუზენი), ურუგვაის (გენერალი არტიგასი), პერუს (მაჩუ-პიქჩუ), ჩილეს (პრეზიდენტი ედუარდო ფრეი) და სამხრეთი კორეას (მეფე სეჯონი).
2004 წელს რუსულ სადგურთან ახლოს აიგო ყველაზე სამხრეთული მართლმადიდებლური წმინდა სამების ტაძარი, რომლის გვერდითაც მუდმივად ცხოვრობს მღვდელი, მამა გიორგი.
ფოსტა
რედაქტირებაჩილეს სადგურ «პრეზიდენტი ედუარდო ფრეიზე» არსებობს საფოსტო განყოფილება, საიდანაც ყველა მსურველს შეუძლია გააგზავნოს ავიაფოსტით წერილები. ზაფხულის სეზონში ჩილეს სამხედრო სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავების რეგულარული ავიარეისები ქალაქ პუნტა-არენასამდე ხორციელდება დაახლოებით ერთხელ ერთ-ორ კვირაში.
ტურიზმი
რედაქტირებაზაფხულში კუნძულზე ანტარქტიდული სადგურების რაიონში (როგორც წესი «პრეზიდენტი ედუარდო ფრეისთან» და «ბელინსგაუზენთან») რეგულარულად ტურისტული გემებიდან ჩამოდიან რამდენიმე ათეული ტურისტი მოკლე ექსკურსიების მოსაწყობად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- A.G.E. Jones, "Captain William Smith and the Discovery of New South Shetland", Geographical Journal, Vol. 141, No. 3 (November 1975), pp. 445–461 ინგლისური
- Alan Gurney, Below the Convergence: Voyages Toward Antarctica, 1699-1839, Penguin Books, New York, 1998 ინგლისური
- Revista de la Asociación Geológica Argentina 62 (1): pp 35-43 ესპანური
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუნძულის ინტერაქტიული რუკა დაარქივებული 2006-11-12 საიტზე Wayback Machine.
- მეფე ჯორჯის კუნძულის ბიო მრავალფეროვნება დაარქივებული 2006-02-08 საიტზე Wayback Machine.
- რეპორტი ანტარქტიკიდან
სქოლიო
რედაქტირება- ↑ William James Mills, Exploring polar frontiers: a historical encyclopedia, ABC-CLIO, Inc, 2003. — P. 353-354, 844 p, ISBN 1-57607-422-6.
- ↑ 2.0 2.1 Campbell, David G. (2002). The Crystal Desert: Summers in Antarctica, p. 4. Houghton-Mifflin Books. ISBN 0-618-21921-8.
- ↑ Odd Gunnar Skagestad. Norsk Polar Politikk: Hovedtrekk og Utvikslingslinier, 1905-1974. Oslo: Dreyers Forlag, 1975
- ↑ Thorleif Tobias Thorleifsson. Bi-polar international diplomacy: The Sverdrup Islands question, 1902-1930. Master of Arts Thesis, სიმონ ფრაზერის უნივერსიტეტი, 2004.
- ↑ Robert K. Headland, The Island of South Georgia, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984.
- ↑ Mills, William James (2003). Exploring Polar Frontiers: A Historical Encyclopedia, p. 353. Santa Barbara: ABC-CLIO, Inc. ISBN 1-57607-422-6.