სპილოს კუნძული
სპილოს კუნძული (ინგლ. Elephant Island) — ყინულით დაფარული მთიანი კუნძული ანტარქტიდის სანაპიროსთან. ის სამხრეთის ოკეანეში, სამხრეთ-შეტლანდის კუნძულების ჯგუფიდან ყველაზე მოშორებით მდებარეობს. მას სახელი ადრეულმა მკვლევარებმა უწოდეს, ამ კუნძულზე მობინადრე ზღვის სპილოების გამო. ის სამხრეთ გეორგიადან 1253 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, 935 კილომეტრში, სამხრეთით ფოლკლენდის კუნძულებიდან და 885 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰორნის კონცხიდან. კუნძული წარმოადგენს სადავო ტერიტორიას არგენტინას, ჩილესა და ბრიტანეთს შორის.
სპილოს კუნძულის რუკა | |
გეოგრაფია | |
---|---|
61°07′ ს. გ. 55°11′ დ. გ. / 61.117° ს. გ. 55.183° დ. გ. | |
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 558 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 853 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ფართობია 558 კმ², ხოლო სიმაღლე, პარდოს ქედზე, ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლეს, 853 მეტრს აღწევს. კუნძულის მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენენ: იელჩოს კონცხი, ვალენტინის კონცხი და სათვალთვალო კონცხი, რომლებიც მის უკიდურეს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ წერტილებს წარმოადგენენ. ასევე ვილდის წერტილი, წყალში შეჭრილი ხმელეთის პატარა ნაწილი კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე. სიმტკიცის მყინვარი არის კუნძულის მთავარი მყინვარი.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული აღმოჩენილი იქნა 1820 წლის თებერვლის დასაწყისში ედვარდ ბრანსფილდის მოგზაურობის დროს. ზღვის სპილოს კუნძულს (ინგლ. Sea Elephant Island) სახელი პირველად უწოდა ინგლისელმა ვეშაპდამჭერმა რობერტ ფაილდსმა (ინგლ. Robert Fildes) კუნძულის სანაპიროზე შემჩნეული ამ ცხოველების სიმრავლის გამო[1].
1821 წლის 29 იანვარს კუნძულის კარტოგრაფია ჩაატარა ფადეი ბელინსგაუზენის ექსპედიციამ და მას ადმირალ სემიონ მორდვინოვის პატივსაცემად უწოდა მისი სახელი.
კუნძული ყველაზე უფრო ცნობილი გახდა შეკლტონის 1914-1917 წლების ტრანსანტარქტიკული საიმპერიო ექსპედიციის დამთავრების შემდეგ, როდესაც 1916 წლის 14 აპრილს იქ გადავიდა უედელის ზღვაში ავარიაგანცდილ გემ «ენდიურანსის» ჯგუფის 28 წევრი. 17 აპრილს ექსპედიციის წევრებმა უაილდის კონცხზე (სახელი დარქმეულია ერნესტ შეკლტონის მოადგილის — ფრენკ უაილდის პატივსაცემად) დააფუძნეს ბანაკი, სადაც მისი ხელმძღვანელობით გამოიზამთრეს 1916 წლის 30 აგვისტომდე, სანამ შეკლტონმა არ მოახდინა მათი ევაკუაცია პუნტა-არენასში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Antarctica. Sydney: Reader's Digest, 1985.
- Child, Jack. Antarctica and South American Geopolitics: Frozen Lebensraum. New York: Praeger Publishers, 1988.
- Mericq, Luis. Antarctica: Chile's Claim. Washington: National Defense University, 1987.
- Pinochet de la Barra, Oscar. La Antarctica Chilena. Santiago: Editorial Andrés Bello, 1976.
- Stewart, Andrew, Antarctica: An Encyclopedia. London: McFarland and Co., 1990 (2 volumes).
- "Elephant Island - An Antarctic Expedition" by Author Chris Furse, published by Anthony Nelson Ltd, 7 St. John's Hill Shrewsbury SY1 1JE Salop England, ISBN 0-904614-02-6
სქოლიო
რედაქტირება- ↑ William James Mills, Exploring polar frontiers: a historical encyclopedia, ABC-CLIO, Inc, 2003. — P. 208, 844 p, ISBN 1-57607-422-6.