სამხრეთამერიკული ყანჩა

სამხრეთამერიკული ყანჩა (ლათ. Ardea cocoi) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 95–130 სმ,[1][2][3] ფრთის შლილი 42,1–45,5 სმ, კუდის სიგრძე 16,1–17,3, ნისკარტისა — 12–4,8 სმ;[2] მასა 1,5–2,5 კგ.[4] ზურგი ნაცრისფერი აქვს, კისერი — თეთრი, თავის ზედა ნაწილი — შავი, ქვედა — თეთრი, მუცელი — შავი, ფეხები — ვარდისფერი, მკერდი — თეთრი, რომელზეც შავი ზოლები გასდევს. არ ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. გავრცელებულია თითქმის მთელ სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, საფრანგეთის გვიანა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სურინამი, ურუგვაი, ვენესუელა). აგრეთვე „სტუმრობს“ ტრინიდადსა და ტობაგოს, ფოლკლენდის კუნძულებს და ტრისტან-და-კუნიას. ბინადრობს მდინარეებთან, ჭაობებთან და მტკნარ ტბებთან. ხშირად ვხვდებით ხეებზე. იკვებება ძირითადად მსხვილი თევზებით, აგრეთვე ბაყაყებით და წყლის მწერების ლარვებით. ბუდეს აკეთებენ ჭაობებში ან მტაცებლებისთვის მიუწვდომელ სხვა ადგილებში. ბუდისათვის ირჩევს მაღალ, 20-დან 25 -მდე სიმაღლის ხეებს.[5] იგი აგებულია ტოტებითა და გამომშრალი ლერწმით, რომლის დიამეტრი 65 სმ აღწევს. დედალი დებს 3 ცისფერ კვერცხს თეთრი წინწკლებით. ინკუბაცია გრძელდება 20–23 დღე-ღამე.

სამხრეთამერიკული ყანჩა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ardea cocoi (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697001
გავრცელება
  1. Dunning Jr. JB. 2008. CRC Handbook of Avian Body Masses 2nd Edition. Florida: CRC Press.
  2. 2.0 2.1 Blake ER. 1977. Manual of Neotropical Birds, Vol I. Chicago.
  3. Hancock J, Kushlan J. 1984. The Herons handbook. Croom Helm, 1st edition.
  4. CRC Handbook of Avian Body Masses by John B. Dunning Jr. (Editor). CRC Press (1992), ISBN 978-0-8493-4258-5.
  5. James A. Kushlan, James A. Hancock, illustrated by David Thelwell: The Herons. In: Bird families of the world. Band 14, Oxford University Press, Oxford 2005, ISBN 0-19-854981-4. p.92