სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები — უფლებების ისეთი კლასი, რომელიც იცავს ადამიანების თავისუფლებას მთავრობების, სოციალური ორგანიზაციებისა და კერძო პირების მხრიდან დარღვევებისგან. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებას, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში დისკრიმინაციისა და რეპრესიების გარეშე.
სამოქალაქო უფლებები მოიცავს ხალხის ფიზიკური და გონებრივი ერთიანობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; დაცვას ისეთი ნიშნით დისკრიმინაციისგან, როგორიცაა რასა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ეროვნული წარმომავლობა, კანის ფერი, ასაკი, პოლიტიკური მიკუთვნებულობა, ეთნოსი, რელიგია და შეზღუდული შესაძლებლობები;[1][2][3] და ინდივიდუალურ უფლებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრებისა და აზრის, სიტყვის, რელიგიის, პრესის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება.
პოლიტიკურ უფლებებში შედის კანონით განსაზღვრული ბუნებრივი სამართლიანობა (პროცედურული სამართლიანობა), როგორიცაა ბრალდებულის უფლებები (მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, სათანადო პროცესი, გამოსწორების ან იურიდიული დახმარების მოთხოვნის უფლება) და სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებები, როგორიცაა გაერთიანების თავისუფლება, შეკრების უფლება, შუამდგომლობის უფლებამოსილება, თავდაცვისა და ხმის მიცემის უფლება.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები აყალიბებენ ადამიანის საერთაშორისო უფლებების საწყის და უმთავრეს ნაწილს.[4] ისინი მოიცავენ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ ნაწილს (მეორე ნაწილი შედგება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებისგან). ადამიანის უფლებებათა სამი თაობის თეორია უფლებების ამ ჯგუფს „პირველი თაობის უფლებებად“ მიიჩნევს, ხოლო ნეგატიური და პოზიტიური უფლებების თეორია მათ ზოგადად ნეგატიურ უფლებებად აღიქვამს.
ისტორია
რედაქტირებაფრაზა „უფლებები სამოქალაქო პირისათვის“ არის ლათინური jus civis-ის (მოქალაქის უფლებები) თარგმანი. რომის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, ისინი თავისუფლები (libertas) იყვნენ თუ მონები (servitus), ჰქონდათ კანონით განსაზღვრული უფლებები.[5] 313 წლის მილანის ედიქტის შემდეგ ეს უფლებები მოიცავდა რელიგიის თავისუფლებას, თუმცა 380 წლის თესალონიკის ედიქტი რომის იმპერიის ყველა სუბიექტს ავალდებულებდა კათოლიკური ქრისტიანობის აღიარებას.[6] რომაული იურიდიული დოქტრინა შუა საუკუნეებში დაიკარგა, მაგრამ საყოველთაო უფლებების შესახებ მოთხოვნები მაინც შეიძლება გამოიკვეთოს ქრისტიანული დოქტრინის საფუძველზე. 1549 წლის კეტის აჯანყების ლიდერების თანახმად, „ყველა მონა შეიძლება გათავისუფლდეს, რადგან ღმერთმა ყველა გაათავისუფლა თავისი სასტიკი სისხლისღვრით“.[7]
XVII საუკუნეში ინგლისის საერთო სამართლის მოსამართლე სერ ედუარდ კოკმა აღადგინა მოქალაქეობაზე დაფუძნებული უფლებების იდეა იმის მტკიცებით, რომ ინგლისელები ისტორიულად სარგებლობდნენ ასეთი უფლებებით. ინგლისის პარლამენტმა 1689 წელს მიიღო ინგლისის უფლებათა ბილი. ეს იყო ჯორჯ მეისონისა და ჯეიმზ მედისონის ერთ-ერთი გავლენა 1776 წელს ვირჯინიის უფლებათა დეკლარაციის შემუშავების დროს. ვირჯინიის დეკლარაცია არის ამერიკის უფლებათა ბილის (1789) პირდაპირი წინამორბედი და ნიმუში.
კანონმდებლობით სამოქალაქო უფლების მოცილება წარმოადგენს „სამოქალაქო შეზღუდულობას“. XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში ფრაზა „სამოქალაქო უფლებები“ ყველაზე ხშირად მიემართებოდა კათოლიკეთა მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საკითხს. თემთა პალატაში სხვადასხვა მხარე გამოიყო სამოქალაქო უფლებების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ბევრი პოლიტიკოსი ეთანხმებოდა კათოლიკეებისთვის არსებულ შეზღუდულ სამოქალაქო შესაძლებლობებს. რომის 1829 წლის კათოლიკური ემანსიპაციის აქტმა აღადგინა კათოლიკეთა სამოქალაქო უფლებები.
1860-იან წლებში ამერიკელებმა მოარგეს ეს მიდგომა ახლადგათავისუფლებულ შავკანიანებს. კონგრესმა მიიღო სამოქალაქო უფლებების აქტები 1866, 1871, 1875, 1957, 1960, 1964, 1968 და 1991 წლებში.
უფლებების დაცვა
რედაქტირებათომას ჰემფრი მარშალი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლებები მალევე იქნა აღიარებული და კოდიფიცირებული, რასაც შემდეგ მოჰყვა პოლიტიკური, მოგვიანებით კი სოციალური უფლებები. მრავალ ქვეყანაში ისინი წარმოადგენენ კონსტიტუციურ უფლებებს და შედიან უფლებათა ბილში ან მსგავს დოკუმენტში. ისინი ასევე განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიცაა 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და 1967 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვისთვის ისინი არ უნდა იყოს კოდიფიცირებული. ამასთან, მსოფლიოში დემოკრატიების უმეტესობას აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ოფიციალური წერილობითი გარანტიები. სამოქალაქო უფლებები ითვლება ბუნებრივ უფლებებად. თომას ჯეფერსონმა ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელ მიმოხილვაში დაწერა, რომ „თავისუფალი ხალხი თავის უფლებებზე პრეტენზიას აცხადებს ბუნების კანონებიდან გამომდინარე და არა როგორც მათი უფროსი მოსამართლის საჩუქარზე“.
საკამათო საკითხია თუ ვის ეხება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში მოქალაქეები უფრო მეტად არიან დაცულნი უფლებების დარღვევისგან, ვიდრე არამოქალაქეები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ზოგადად განიხილება, როგორც უნივერსალური უფლებები, რომლებიც ეხება ყველა პირს.
პოლიტიკის მეცნიერის სალვადორ სანტინო რიგელმის აზრით, გლობალურ სამხრეთში ადამიანის უფლებების დარღვევების მიზეზებისა და დაცვის ნაკლებობის ანალიზისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შიდა და საერთაშორისო ფაქტორების ურთიერთქმედებაზე - მნიშვნელოვანი პერსპექტივა, რომელიც, როგორც წესი, სისტემატურად უგულებელყოფილია სოციალურ მეცნიერებათა ლიტერატურაში.[8]
სხვა უფლებები
რედაქტირებამნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვეულებაც. ნაგულისხმევი ან აღურიცხავი უფლებები არის უფლებები, რომლებიც სასამართლოებმა შეიძლება აღმოაჩინონ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან გარანტირებული წერილობითი კანონით ან ჩვეულებით. ერთი მაგალითია პირადი ცხოვრების უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეცხრე შესწორება აშკარად აჩვენებს, რომ არსებობს სხვა უფლებები, რომლებიც ასევე დაცულია.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ხალხს აქვს გაუსხვისებელი უფლებები, მათ შორის „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“. ზოგის აზრით, მთავრობის ერთადერთი მიზანი არის სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვა.[9]
თვითსაკუთრებისა და შემეცნებითი თავისუფლების იდეები ამყარებს უფლებას აირჩიოს საკვები, რომელსაც მიირთმევს,[10][11][12] წამალი, რომელსაც მიიღებს,[13][14][15] ჩვევა, რომელსაც აყვება.[16][17][18]
სოციალური მოძრაობები სამოქალაქო უფლებებისათვის
რედაქტირებასამოქალაქო უფლებები უზრუნველყოფენ კანონის თანაბარ დაცვას. როდესაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არ არის გარანტირებული ყველასთვის, როგორც კანონების თანაბრად დაცვის ნაწილი, ან როდესაც ასეთი გარანტიები არსებობს ქაღალდზე, მაგრამ ისინი პრაქტიკაში არ არის დაცული, შეიძლება წარმოიშვას წინააღმდეგობა, სამართლებრივი ქმედებები და სოციალური არეულობაც კი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების მოძრაობები 1848 წლისთვის გაძლიერდნენ ისეთი დოკუმენტების წყალობით, როგორიცაა გრძნობათა დეკლარაცია.[19] დამოუკიდებლობის დეკლარაციის შეგნებულად მოდელირებული უფლებებისა და გრძნობათა დეკლარაცია გახდა ამერიკელ ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი დოკუმენტი და იგი მიღებულ იქნა სენეკა ფოლზის ყრილობაზე, 1848 წლის 19 და 20 ივლისს.[20]
კანონის წინაშე თანასწორობისთვის რამდენიმე პოლიტიკურ მოძრაობას ჰქონდა ადგილი მსოფლიოში დაახლოებით 1950-დან 1980 წლამდე. ამ მოძრაობებს გააჩნდათ იურიდიული და კონსტიტუციური ასპექტი და შედეგად მიიღეს მრავალი კანონი როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ ასევე ჰყავდათ წარმოდგენილი აქტივისტი მხარე, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული უფლებების დარღვევების შემთხვევებში. მოძრაობებში, რომლებსაც ჰქონდათ ღიად გაცხადებული მიზანი: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, შედიოდა:
- სამოქალაქო უფლებების მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაირღვა შავკანიანი მოქალაქეების უფლებები;
- ჩრდილოეთ ირლანდიის სამოქალაქო უფლებების ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1967 წელს გაერთიანებული სამეფოს ამ პროვინციაში რომაული კათოლიკური უმცირესობის უფლებების უპატივცემლობის შემდეგ;
- მოძრაობები მრავალ კომუნისტურ ქვეყანაში, როგორიცაა პრაღის გაზაფხული და ქარტია-77 ჩეხოსლოვაკიაში, აჯანყებები უნგრეთში.
სამოქალაქო უფლებების მოძრაობათა უმეტესობა ემყარებოდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ტექნიკას და იყენებდნენ არაძალადობრივ მეთოდებს მათი მიზნების მისაღწევად.[21] ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლას თან სდევდა ან მოჰყვებოდა სამოქალაქო არეულობა და შეიარაღებული აჯანყებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ სამოცი წლის განმავლობაში სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ გამოიწვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაფართოება, ბევრ ქვეყანაში ეს პროცესი ხანგრძლივი და დაძაბული იყო და ამ მოძრაობებიდან ბევრმა ვერ მიაღწია ან სრულად ვერ მიაღწია თავის მიზნებს.
პრობლემები და ანალიზი
რედაქტირებახშირად ჩნდება კითხვები სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან დაკავშირებით. მაგალითად, რა ზომით უნდა ჩაერიოს მთავრობა ადამიანების უფლებების სხვა პიროვნებების ან კორპორაციების მხრიდან დარღვევისგან დასაცავად - რა გზით უნდა აღმოიფხვრას კერძო სექტორში დასაქმების სფეროში დისკრიმინაცია?
პოლიტიკური თეორია ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. რობერტ ნოზიკმა და ჯონ როულზმა გამოხატეს კონკურენტული ხედვები ნოზიკის ანარქია, სახელმწიფო და უტოპიაში და როულზის სამართლიანობის თეორიაში. სხვა გავლენიანი ავტორები არიან ვესლი ნიუკომ ჰოფელდი და ჟან ედვარდ სმიტი.
პირველი თაობის უფლებები
რედაქტირებაპირველი თაობის უფლებები, რომლებსაც ხშირად „ლურჯ“ უფლებებს უწოდებენ, არსებითად ეხება თავისუფლებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ისინი ფუნდამენტურად სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათისაა, ისევე როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური: ნეგატიურად იცავენ ინდივიდს სახელმწიფოს ექსცესებისგან. პირველი თაობის უფლებებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, იარაღის შენახვისა და ტარების უფლება (ზოგიერთ ქვეყანაში), რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციისგან თავისუფლება და ხმის მიცემის უფლება. ისინი წარმოიშვა XVII და XVIII საუკუნეებში განმანათლებლობის ხანაში. ინგლისის, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებთან დაკავშირებული პოლიტიკური თეორიები კოდიფიცირებულ იქნა ინგლისის უფლებათა ბილში 1689 წელს (ინგლისელთა უფლებების ხელახლა აღნიშვნა, ზოგიერთი მათგანი იწყება მაგნა კარტადან 1215 წელს), უფრო სრულად საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში 1789 წელს და შეერთებული შტატების უფლებათა ბილში 1791 წელს.[22][23]
პირველი თაობის უფლებები დაცული იყო გლობალურ დონეზე, საერთაშორისო სამართალში სტატუსი მიენიჭა ჯერ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 და მე-21 მუხლებით, შემდეგ კი 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში. ევროპაში ისინი 1953 წელს დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ორგანიზაციები
რედაქტირებამოქმედი ორგანიზაციები არსებობენ ხალხის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დასაცავად, მათი დარღვევის შემთხვევაში. სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული გაერთიანება არის ცნობილი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებას და პოლიტიკის შეცვლის პროცესს.[24] კიდევ ერთი ორგანიზაციაა ფერადკანიანი ადამიანების წინსვლის ეროვნული ასოციაცია, რომელიც ორიენტირებულია უმცირესობების სამოქალაქო უფლებების დაცვაზე. ეს ორგანიზაციები სხვადასხვა მიზნებს ემსახურებიან. მაგალითად, შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესი: ამერიკის კავშირი წარმოადგენს მშრომელთა კლასის ხალხს ქვეყნის მასშტაბით.[25]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- უფლებათა ბილი
- ხედვათა გამოთვლა: კენედი, ჯონსონი და სამოქალაქო უფლებები (წიგნი)
- სამოქალაქო სიკვდილი
- ლიბერტარიანიზმი
- სამოქალაქო თავისუფლებები
- სამოქალაქო წინააღმდეგობა
- სამოქალაქო საზოგადოება
- სამოქალაქო უფლებების დარღვევა
- კონსტიტუციური ეკონომიკა
- ხელისუფლების დანაწილება
- Flex Your Rights
- ადამიანის უფლებები
- ლიბერალური დემოკრატია
- სამოქალაქო უფლებების ლიდერების სია
- მერიონ ბასკომი
- მარტინ ლუთერ კინგი
- ბუნებრივი უფლებები და სამართლებრივი უფლებები
- ნეგატიური და პოზიტიური უფლებები
- არა-აგრესიის პრინციპი
- პოლიციის ძალა (შეერთებული შტატების კონსტიტუციური კანონი)
- პოლიტიკური თავისუფლება
- პროაქტიული პოლიცია
- სახალხო ინტერესი
- უმაღლესი კანონის შესაბამისად მართვა
- კანონის უზენაესობა
- ადამიანის უფლებათა სამი თაობა
- საყოველთაო საარჩევნო უფლება
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Civil Rights act of 1964, ourdocuments.gov დაარქივებული 2019-03-22 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Americans with Disabilities Act of 1990, accessboard.gov დაარქივებული 2013-07-20 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Summary of LGBT civil rights protections, by state, at Lambda Legal, lambdalegal.org
- ↑ A useful survey is Paul Sieghart, The Lawful Rights of Mankind: An Introduction to the International Legal Code of Human Rights, Oxford University Press, 1985.
- ↑ Mears, T. Lambert, Analysis of M. Ortolan's Institutes of Justinian, Including the History and, p. 75.
- ↑ Fahlbusch, Erwin and Geoffrey William Bromiley, The encyclopedia of Christianity, Volume 4, p. 703.
- ↑ Human Rights: 1500–1760 – Background. Nationalarchives.gov.uk. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
- ↑ Regilme, Salvador Santino F., Jr. (3 October 2014). „The Social Science of Human Rights: The Need for a 'Second Image Reversed'?“. Third World Quarterly. 35 (8): 1390–1405. doi:10.1080/01436597.2014.946255. S2CID 143449409.
- ↑ House Bill 4 დაარქივებული 2012-10-01 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Mark Nugent (July 23, 2013). „The Fight for Food Rights (Review of Life, Liberty, and the Pursuit of Food Rights: The Escalating Battle Over Who Decides What We Eat by David Gumpert)“. The American Conservative. ციტირების თარიღი: September 15, 2013.
- ↑ Robert Book (March 23, 2012). „The Real Broccoli Mandate“. Forbes. ციტირების თარიღი: September 15, 2013.
- ↑ Meredith Bragg & Nick Gillspie (June 21, 2013). „Cheese Lovers Fight Idiotic FDA Ban on Mimolette Cheese!“. Reason. ციტირების თარიღი: September 15, 2013.
- ↑ Jessica Flanigan (July 26, 2012). „Three arguments against prescription requirements“. Journal of Medical Ethics. 38 (10): 579–586. doi:10.1136/medethics-2011-100240. PMID 22844026. ციტირების თარიღი: September 14, 2013.
- ↑ Kerry Howley (August 1, 2005). „Self-Medicating in Burma: Pharmaceutical freedom in an outpost of tyranny“. Reason. ციტირების თარიღი: September 14, 2013.
- ↑ Daniel Schorn (February 11, 2009). „Prisoner Of Pain“. 60 Minutes. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2012. ციტირების თარიღი: September 15, 2013.
- ↑ Emily Dufton (Mar 28, 2012). „The War on Drugs: Should It Be Your Right to Use Narcotics?“. The Atlantic. ციტირების თარიღი: September 13, 2013.
- ↑ Doug Bandow (2012). „From Fighting the Drug War to Protecting the Right to Use Drugs – Recognizing a Forgotten Liberty“, Towards a Worldwide Index of Human Freedom, Chapter 10, Fraser Institute, გვ. 253–280.
- ↑ Thomas Szasz (1992). Our Right to Drugs: The Case for a Free Market. Praeger. ISBN 9780815603337.
- ↑ "Signatures to the Seneca Falls Convention 'Declaration of Sentimentsთარგი:'". American History Online, Facts On File, Inc.
- ↑ Cullen-DuPont, Kathryn. "Declaration of Rights and Sentiments". Encyclopedia of Women's History in America, Second Edition. New York: Facts On File, Inc., 2000. American History Online. Facts On File, Inc.
- ↑ Adam Roberts and Timothy Garton Ash (eds.), Civil Resistance and Power Politics: The Experience of Non-violent Action from Gandhi to the Present, Oxford University Press, 2009. Includes chapters by specialists on the various movements.
- ↑ Domaradzki, Spasimir; Khvostova, Margaryta; Pupovac, David (2019-12-01). „Karel Vasak’s Generations of Rights and the Contemporary Human Rights Discourse“. Human Rights Review (ინგლისური). 20 (4): 423–443. doi:10.1007/s12142-019-00565-x. ISSN 1874-6306.
- ↑ Types and Generations of Human Rights. ციტირების თარიღი: 2020-10-30
- ↑ About the ACLU en. ციტირების თარიღი: 2020-10-26
- ↑ Civil Rights Organizations — The Civil Rights Project at UCLA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-04. ციტირების თარიღი: 2020-10-26
გარე ბმულები
რედაქტირება- Abbott, Lewis F. Defending Liberty: The Case for a New Bill of Rights. (2019). ISR/Google Books.
- თარგი:Cite SEP
- Martin Luther King, Jr. and the Global Freedom Struggle ~ an online multimedia encyclopedia presented by the King Institute at Stanford University, includes information on over 1000 civil rights movement figures, events and organizations
- Encyclopædia Britannica: Article on Civil Rights Movement
- The History Channel: Civil Rights Movement
- Civil Rights: Beyond Black & White – slideshow by Life magazine
- Civil Rights in America: Connections to a Movement
- Civil rights during the Eisenhower Administration, Dwight D. Eisenhower Presidential Library დაარქივებული 2017-12-03 საიტზე Wayback Machine.
- The Categories of Human Rights in the Philippines, from Gancayco Balasbas & Associates Law Offices
თარგი:ადამიანის უფლებები თარგი:ადამიანის განსაკუთრებული უფლებები