უფლებათა ბილი 1689
უფლებათა ბილი 1689 (ინგლ. Bill of Rights 1689) — დიდ ბრიტანეთში პარლამენტის 1689 წლის კონსტიტუციური აქტი, რომელმაც განამტკიცა მსხვილი ბურჟუაზიისა და მიწათმფლობელი არისტოკრატიის ნაწილის გამარჯვება აბსოლუტიზმზე. პარლამენტის თანხმობის გარეშე მეფეს უფლება არ ჰქონდა, შეეჩერებინა კანონის მოქმედება და აღსრულება, აეკრიფა გადასახადი ტახტის საჭიროებისათვის და ა.შ. უფლებათა ბილმა გამოაცხადა პეტიციის უფლება, საპარლამენტო დებატებისა და პარლამენტის არჩევნების თავისუფლება; საფუძველი ჩაუყარა ინგლისის კონსტიტუციურ მონარქიას.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 190, თბ., 1986 წელი.