რუსეთ-ჩერქეზეთის ომი
რუსეთ-ჩერქეზეთის ომი | |
---|---|
თარიღი | 1763 – 2 ივნისი [ძველი სტილით 21 მაისი] 1864 |
მდებარეობა | ჩერქეზეთი, ჩრდილო-დასავლეთი კავკასია, თანამედროვე კრასნოდარის მხარეს, ადიღეს, ყარაჩაი- ჩერქეზეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები |
შედეგი | რუსეთის გამარჯვება, ჩერქეზეთის ანექსირება, ჩერქეზების გენოციდი |
რუსეთ-ჩერქეზეთის ომი (1763–1864) — ჩერქეზეთში მომხდარი ბრძოლების გაერთიანება, რომელიც კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობის დროს. ომი რუსებსა და ჩერქეზებს შორის 1763 წელს დაიწყო, როდესაც რუსებმა სტრატეგიულ ადგილებში ციხესიმაგრეების აშენება დაიწყეს.[1] ომი მხოლოდ 101 წლის შემდეგ დასრულდა 1864 წლის 2 ივნისს ჩერქეზი ლიდერების მიერ ერთგულების ფიცის ხელმოწერით. რუსეთ-ჩერქეზეთის ომი კავკასიის ომის (1817–1864, დასავლეთ ფრონტზე მომხდარ ბრძოლებს აერთიანებს.
ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთის იმპერია მუსლიმანი ჩერქეზებისთვის თავშესაფრად იქცა, რომლებას არ სურდათ ქრისტიანი მონარქის მმართველობის მიღება. ამის გამო ბევრი ჩერქეზი ემიგრაციაში წავიდა ანატოლიაში, ოსმალეთის ოსმალეთის იმპერიის ცენტრალურ ნაწილში.[2][3][4][5][6][7] თურქეთი, სირია, იორდანია, პალესტინა, ისრაელი, ერაყი და კოსოვო ეს ის ქვეყნებია, სადაც დღესაც ცხოვრობს ჩერქეზი მოსახლეობა. 1860-იან წლებში რუსეთმა გააძევა მაღალმთიანი კავკასიის 500 000 მკვიდრი. მათი დიდი ნაწილი გარდაიცვალა დაავადებებისჰამ. ზოგიერთი მათგანი, ვინც რუსეთის ერთგული დარჩა, დაბლობში, მდინარე ყუბანის მარცხენა სანაპიროზე დასახლდა.[8]
ურთიერთობა რუსებსა და ჩერქეზებს შორის
რედაქტირებაჩერქეზეთი წარმოადგენს რეგიონს, რომლის მოსახლეობის უმეტესობა 1860-იან წლებამდე იყო ადიღეური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. ჩერქეზები არასოდეს არ ყოფილან პოლიტიკურად გაერთიანებულები.[9]
1550-იანი წლების ბოლოს, ყაბარდა ერთ-ერთმა მმართველმა თემრიუკმა დადო პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსი რუსეთის მეფე ივანე IV-სთან ("ივანე მრისხანე") სპარსეთისა და ოსმალეთის ექსპანსიონისტული თავდასხმების წინააღმდეგ ურთიერთდახმარების მიზნით.[10] ისტორიის ამ პერიოდში ჩერქეზები ქრისტიანები იყვნენ, მომდევნო საუკუნეებში კი რეგიონში ისლამის გავრელება დაიწყო.
ომი
რედაქტირებარუსეთ – ჩერქეზეთის ომს არ ჰქონდა აშკარა დასაწყისი. დიდი ბრძოლები და ლაშქრობები არ ყოფილა. საბრძოლო მოქმედებები თანდათანობით იზრდებოდა. ომი შედგებოდა ასობით მცირე ბრძოლისაგან და ათასობით კონტრშეტევისგან.
დაახლოებით 1777 წლიდან რუსებმა ააშენეს ციხესიმაგრეების მოზდოკიდან ჩრდილო – დასავლეთიდან აზოვამდე. 1785 წელს შეიხ მანსურმა ჩეჩნეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ომი გამოაცხადა. ის დასავლეთით ჩერქეზეთში გადავიდა, სადაც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, ანაპას დაცემის დღეს, 1791 წელს. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1787-1792) რუსებმა ანაპას აღება სამჯერ სცადეს, რის გამოც ჩერქეზეთის ტერიტორიას ჰკვეთდნენ. მეორე მცდელობის შემდეგ ჩერქეზებმა რუსების შევიწროება დაიწყეს.
1800 წელს, რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის დროს, რუსეთმა დაიპყრო დასავლეთ საქართველო და მოგვიანებით,[11] 1806 წელს მთლიანი კავკასია ჩაიგდო ხელში შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე.
გენოციდი
რედაქტირებარუსების მიერ, ჩერქეზების ჩრდილო კავკასიიდან გასახლება, დაიწყო ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე ვიდრე დამთავრდებოდა რუსეთ-ჩერქეზეთის ომი. ჩერქეზების გენოციდმა [12][13][14][15]ეთნიკურმა წმენდამ[16][13][14][15] და იძულებითმა მიგრაციამ[17][13][14][15] ველაზე მასშტაბური სახე მიიღო 1867 წელს. გადასახლებულ პირებს შორის ძირითადად იყვნენ: ჩერქეზები, ადიღელები, უბიხები, აფხაზები და აბაზები.
უცნობია დეპორტირებულთა რიცხვი, თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი შეიძლება რამდენიმე ასეულ ათასსაც კი აღწევდეს.
ამავე პერიოდში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მუსლიმი ხალხებიც გახდნენ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლი. შედეგად ისინიც გადასახლებულ იქნენ ოსმალეთის იმპერიისა და ყაჯარული ირანის სხვადასხვა პროვინციებში.[18][19]
საქართველო 2011 წლიდან პირველი ქვეყანაა მსოფლიოში რომელიც ჩერქეზების გენოციდს აღიარებს.[20][21]
ლიტერატურა
რედაქტირება- Baddeley, John F. (1908). The Russian conquest of the Caucasus. London: Longmans, Green and Co.. ISBN 0-7007-0634-8.
- Goble, Paul. 2005. Circassians demand Russian apology for 19th century genocide. Radio Free Europe / Radio Liberty, 15 July 2005, 8(23).
- Karpat, Kemal H. 1985. Ottoman Population, 1830–1914: Demographic and Social Characteristics. Madison, Wis.: University of Wisconsin Press.
- Levene, Mark. 2005. Genocide in the Age of the Nation State. London; New York: I.B. Tauris.
- King, Charles. 2008. The Ghost of Freedom: A History of the Caucasus. Oxford Univ. Press.
- Mackie, J[ohn] Milton. 1856. Life of Schamyl: and narrative of the Circassian War of independence against Russia. ISBN 1-4255-2996-8
- McCarthy, Justin. 1995. Death and Exile: The Ethnic Cleansing of Ottoman Muslims, 1821–1922. Princeton, New Jersey: Darwin. Chapter 2: Eastern Anatolia and the Caucasus.
- Neumann, Karl Friedrich. 1840. Russland und die Tscherkessen. Stuttgart und Tübingen: J. G. Cotta. In PDF through Internet Archive
- Shenfield, Stephen D. 1999. The Circassians: a forgotten genocide?. In Levene, Mark and Penny Roberts, eds., The massacre in history. Oxford and New York: Berghahn Books. Series: War and Genocide; 1. 149–162.
- Unrepresented Nations and People Organisation (UNPO). 2004. The Circassian Genocide დაარქივებული 2020-07-03 საიტზე Wayback Machine. , 2004-12-14.
- Ibid. 2006. Circassia: Adygs Ask European Parliament to Recognize Genocide დაარქივებული 2020-02-16 საიტზე Wayback Machine. , 2006-10-16.
- Journal of a residence in Circassia during the years 1837, 1838, and 1839 – Bell, James Stanislaus (English)
- The Annual Register. 1836. United Kingdom
- Butkov, P.G. 1869. Materials for New History of the Caucasus 1722–1803.
- Jaimoukha, A., The Circassians: A Handbook, London: RoutledgeCurzon; New York; Routledge and Palgrave, 2001.
- Khodarkovsky, Michael. 2002. Russia's Steppe Frontier: The Making of a Colonial Empire, 1500–1800. Bloomington: Indiana University Press. Series: Indiana-Michigan series in Russian and East European studies.
- Leitzinger, Antero. 2000. The Circassian Genocide. In The Eurasian Politician, 2000 October 2000, Issue 2.
- Richmond, Walter. The Circassian Genocide, Rutgers University Press, 2013. ISBN 9780813560694
- Shapi Kaziev. Kaziev, Shapi. Imam Shamil. "Molodaya Gvardiya" publishers. Moscow, 2001, 2003, 2006, 2010
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Henze 1992
- ↑ Richmond, Walter (2013). The Circassian Genocide. Rutgers University Press, გვ. back cover. ISBN 978-0-8135-6069-4.
- ↑ Ahmed 2013, p. 161.
- ↑ Richmond, Walter (2013-04-09). The Circassian Genocide (en). Rutgers University Press. ISBN 978-0-8135-6069-4.
- ↑ (2006) Geçmişten günümüze Kafkasların trajedisi: uluslararası konferans, 21 Mayıs 2005 (tr). Kafkas Vakfı Yayınları. ISBN 978-975-00909-0-5.
- ↑ King 2008:96
- ↑ Tarihte Kafkasya - ismail berkok | Nadir Kitap TR. ციტირების თარიღი: 2020-09-26
- ↑ Ferris-Rotman, Amie (21 March 2010). "Russian Olympics clouded by 19th century deaths". Reuters, through Yahoo!News. Retrieved 5 April 2010.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 6 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 380–381.
- ↑ Shenfield 1999:150
- ↑ Shenfield 1999:150
- ↑ We Will Not Forget the Circassian Genocide! tr. ციტირების თარიღი: 2020-09-26
- ↑ 13.0 13.1 13.2 Richmond, Walter (2013-04-09). The Circassian Genocide (en). Rutgers University Press. ISBN 978-0-8135-6069-4.
- ↑ 14.0 14.1 14.2 (2006) Geçmişten günümüze Kafkasların trajedisi: uluslararası konferans, 21 Mayıs 2005 (tr). Kafkas Vakfı Yayınları. ISBN 978-975-00909-0-5.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Tarihte Kafkasya - ismail berkok | Nadir Kitap TR. ციტირების თარიღი: 2020-09-26
- ↑ UNPO: The Circassian Genocide. ციტირების თარიღი: 2020-09-26
- ↑ Coverage of The tragedy public Thought (later half of the 19th century), Niko Javakhishvili, Tbilisi State University, 20 December 2012, retrieved 1 June 2015
- ↑ Karpat 1985.
- ↑ Gazetesi, Jıneps. (2013-09-02) Velyaminov, Zass ve insan kafası biriktirme hobisi tr. ციტირების თარიღი: 2020-09-26
- ↑ Dzutsev, Valery (25 March 2010)."Circassians Look to Georgia for International Support" . Eurasia Daily Monitor. jamestown.org. 7 (58). Retrieved 12 January 2017.
- ↑ Ferris-Rotman, Amie (21 March 2010). "Russian Olympics clouded by 19th century deaths". Reuters, through Yahoo!News. Retrieved 5 April 2010.