ჩერქეზული დიასპორა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩერქეზული დიასპორაჩერქეზი მოსახლეობის სათვისტომო, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთ ცხოვრობენ. ჩერქეზებმა საცხოვრებელის შეცვლა განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს.[1] რუსეთ- ჩერქეზეთის ომის შემდეგ აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ზოგი კი რუსეთის შორეულ ნაწილებში დასახლდა. ჩერქეზები ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ, ადიღეს ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.[2] მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა დაუზუსტებელია. ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაახლოებით ორი მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს თურქეთში, იორდანიაში, სირიასა და ერაყში.[3] ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი მხოლოდ თურქეთში მათი რაოდენობა 1-დან 4 მილიონამდეა.[4]

ჩერქეზების დროშა

ახლო აღმოსავლეთი

რედაქტირება

ბოლო ათწლეულების განმავლობაში თურქეთში ჩერქეზი მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა. ეს მკვეთრად ჩანს ჩერქეზების მზარდ ინტერესში მათი კულტურული წარსულის, ტრადიციებისა და მიგრაციის ისტორიის დეტალებისადმი.[5] ჩერქეზების რაოდენობა თურქეთში 200 ათასიდან[6][7] 2 მილიონამდე მერყეობს.[8][9] ისინი თურქეთში ერთ- ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან.

 
ჩერქეზების გავრცელება თანამედროვე ჩრდილო- დასავლეთ კავკასიაში (მწვანედ), 2020 წელი

ჩერქეზები ირანში მე -15 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ, როდესაც აყ-ყოიუნლუს წარმომადგენელმა ჯონაიდმა დაარბია ჩერქეზეთის რეგიონები და იქიდან ტყვეები წაიყვანა. თამაზ I-ის დროს, მისი ოთხი ლაშქრობის შედეგად 30 000 ჩერქეზი და ქართველი გადაასახლეს ირანში. მრავალი საუკუნის განმავლობაში ირანში ჩერქეზებს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი ჰქონდათ ჯარში, სამოქალაქო ადმინისტრაციაში და სამეფო ჰარემებში.[10] დღეს ისინი სიდიდით მესამე კავკასიური ჯგუფია ირანში ქართველებისა და სომხების შემდეგ.[11]

ეგვიპტეში ჩერქეზები მე-19 საუკუნიდან ცხოვრობენ.[12] ისინი ეგვიპტეში მამლუქების პერიოდში იძულებით შეიყვანეს.[13]

1987 წელს სირიაში ცხოვრობდა დაახლოებით 100 000 ჩერქეზი, რომელთაგან ნახევარზე მეტი ჰაურანის პროვინციაში სახლობდა. სირიასა და ლიბანში საფრანგეთის მანდატის პერიოდში (1920–1946) ჩერქეზები ფრანგულ ჯარში მსახურობდნენ. სირიელი ჩერქეზები აქტიურად მონაწილეობდნენ 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომში. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ, ისინი სირიაში, განსაკუთრებით დამასკოსა და ალეპოში გადაიყვანეს. ისრაელის საოკუპაციო ძალებმა მათ ხელი შეუშალეს გოლანის მაღლობებზე დაბრუნებაში. ზოგიერთმა მათგანმა ეს მოახერხა და ისინი დღესაც ორ სოფელში, ბეერ აჯამსა და ბარიქაში ცხოვრობენ.

სირიაში მცხოვრებ ჩერქეზებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ უმცირესობებთან, როგორიცაა ალავიტები, დრუზები, ქრისტიანები და ებრაელები. ბევრი მათგანი მთავრობაში, სახელმწიფო ან სამხედრო სამსახურში მუშაობს. სირიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დირექტორი ბასამ აბდელ მაჯეედი ჩერქეზული წარმოშობის იყო.[14] ყველა ჩერქეზი სკოლაში სწავლობს არაბულსა და ინგლისურს; ბევრი ლაპარაკობს ადიღეურ ენაზე, მაგრამ მათი რიცხვი თანდათან მცირდება.[15]

 
ჩერქეზების განსახლება თურქეთში (მწვანედ)

იორდანია

რედაქტირება

იორდანიის დედაქალაქი ამანი, რომელიც სტიქიური მოვლენის შედეგად განადგურდა, ჩერქეზული ტომებით, შაფსუღებით ხელმეორედ დასახლდა 1878 წელს. მას შემდეგ ჩერქეზებს დიდი წვლილი აქვთ იორდანიის განვითარებაში. ისინი მაღალ თანამდებობებს იკავებენ იორდანიის მთავრობაში, შეიარაღებული ძალებში, საჰაერო ძალებსა და პოლიციაში.[16] 1921 წელს ჩერქეზებს მიენიჭათ მეფე აბდულა პირველის პირად დაცვაში ყოფნის უფლება, რაც მათ სანდოობზე მეტყველებს.[17] 1950 წელს გაიხსნა კლუბი ალ ჯეე ალ ჯადეედი, რომლის მიზანი იყო ჩერქეზული კულტურის შენარჩუნება. 2009 წელს დაარსდა ჩერქეზული კულტურის აკადემია, რომლის მიზანი ჩერქეზული ენის შენარჩუნებაა.

2011 წლის 21 მაისს იორდანიის ჩერქეზულმა საზოგადოებამ მოაწყო საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის საპასუხოდ, რადგან საოლიმპიადო ტერიტორია ჩერქეზების გენოციდის შედეგად დაღუპული ჩერქეზების საფლავების ადგილას შენდებოდა.[18]

ევროპაში

რედაქტირება

მცირე რაოდენობით ჩერქეზი 1880-იანი წლების ბოლოს ცხოვრობდა კოსოვოში, მაგრამ 90-იანი წლებიდან ისინი ადიღეში, რუსეთში დაბრუნდნენ.[19]

  1. Allen and Muratoff 107–108.
  2. Richmond 2.
  3. Richmond 172-73.
  4. Stokes 152.
  5. Kaya, Ayhan (2005). „Circassian Diaspora in Turkey: Stereotypes, Prejudices and Ethnic Relations“. Journal of Ethnic and Migration Studies. 31: 129–149. doi:10.1080/1369183042000305717. S2CID 144042576.
  6. Milliyet, Anadil kontrolüyle sağlanan dolaylı bilgininde katılmasıyla ortaya çıkan tabloda Türkiye'de yetişkinlerin (18 yaş ve üstündekilerin) etnik kimliklerin dağılımı ... 0.3 Kafkas kökenli
  7. KONDA Research and Consultancy, Social Structure Survey 2006 დაარქივებული 24 November 2010 საიტზე Wayback Machine.
  8. UNPO: Tscherkessien დაარქივებული 10 June 2010 საიტზე Wayback Machine.
  9. Ülkü Bilgin: Azınlık hakları ve Türkiye. Kitap Yayınevi, Istanbul 2007; S. 85. ISBN 975-6051-80-9 (Turkish Language)
  10. The Iranian Armed Forces in Politics, Revolution and War: Part One. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 23 May 2014.
  11. Facts On File, Incorporated (2009). Encyclopedia of the Peoples of Africa and the Middle East, Facts On File library of world history. Facts On File, Incorporated, გვ. 141. ISBN 978-1-4381-2676-0. 
  12. Hille 50.
  13. Afaf Lutfi Sayyid-Marsot, Egypt in the reign of Muhammad Ali Pasha, pp. 123–124.
  14. "Archived copy". Archived from the original on 24 December 2012. Retrieved 19 November 2010.
  15. M. Proux, "Les Tcherkesses", La France méditerranéenne et africaine, IV, 1938
  16. Natho, Kadir (2009). Circassian History. Xlibris Corporation, გვ. 485. ISBN 978-1-4415-2389-1. თარგი:Self-published inline
  17. Wallace, Charles. (17 May 1987) Circassians' Special Niche in Jordan : 'Cossacks' Seem out of Place in Arab Palace. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 23 February 2014.
  18. Stephen Shenfield, "CircassianWorld," 2006, "THE CIRCASSIANS - A FORGOTTEN GENOCIDE?" http://www.circassianworld.com/pdf/A_Forgotten_Genocide.pdf
  19. "Circassians flee Kosovo conflict."