როკითი
როკითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: დიდველა).[2] მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 140 მეტრი, ბაღდათიდან 10 კილომეტრი. 1980-იანი წლებისთვის სოფელში შემორჩენილი იყო ძელქვის ცალკეული ეგზემპლარები.
სოფელი | |
---|---|
როკითი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
თემი | როკითი |
კოორდინატები | 42°06′40″ ჩ. გ. 42°47′40″ ა. გ. / 42.11111° ჩ. გ. 42.79444° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
მოსახლეობა | 477[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1684 წელს სოფელთან გაიმართა როკითის ბრძოლა, რომელშიც იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიის მთავარი გიორგი III გურიელი და შეინარჩუნა ტახტი. XIX საუკუნის 30-იან წლებში სოფელი მეჩხრად იყო დასახლებული. დიუბუა დე მონპერემ სოფელში, ერთ-ერთ მამულში ნახა ზეთისხილის ხე, რაც იშვიათობა იყო. იოჰან გიულდენშტედტის ცნობით ზეთისხილის მოშენება ამ მიდამოებში სცადეს ახალციხელმა ოსმალებმა, მაგრამ უშედეგოდ.
ეკლესია
რედაქტირებასოფელში დგას შუა საუკუნეების ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ეკლესია შემკულია რელიეფებითა და ქართული წარწერებით. გარსშემოვლებული ჰქონდა მომწვანო ქვიშაქვის გალავანი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 477 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 619 | 279 | 340 |
2014[1] | 477 | 225 | 252 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 423.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.