რეზედასებრნი
რეზედასებრნი[1] (ლათ. Resedaceae) — ყვავილოვან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ნახევრად ბუჩქები, იშვიათად ბუჩქებია. ფოთლები მარტივი ან ფრთისებრ დაყოფილია. ყვავილები ორ- ან ცალსქესიანი, მომწვანო-თეთრიდან ყვითლამდე ან მოწითალომდეა, შეკრებილია მტევანში. ჯამი და გვირგვინი 2–8 თავისუფალი ნაწილისაგან შედგება (იშვიათად გვირგვინი არ აქვთ). მტვრიანები 3–4 ან მრავალია. ნაყოფი უპირატესად მრავალთესლიანი კოლოფია.[2] ცნობილია 12-მდე გვარის 100-მდე სახეობა.[3] გავრცელებული არიან კანარის კუნძულებიდან ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე (უმრავლესობა ხმელთაშუაზღვისპირეთშია თავმოყრილი); Oligomeris-ის გვარის წარმომადგენლები გვხვდება აგრეთვე სამხრეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ყველაზე მსხვილი გვარია რეზედა (Reseda).[2] საქართველოში გვხვდება ამ გვარის სამი სახეობა.[4] R. lutea და R. luteola ფართოდ გამოიყენება საღებავ მცენარეებად. R. odorata ერთ-ერთი პოპულარული საბაღე ერთწლოვანი მცენარეა, რომელსაც სასიამოვნო და გამძლე არომატი აქვს. რეზედასებრთა რამდენიმე სახეობის ეთეროვანი ზეთი მოთხოვნადია ძვირ პარფიუმერიაში.[2]
რეზედასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Reseda luteola | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Resedaceae Martinov, 1820 | ||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Resedaceae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Раенко Л. М. Резедовые // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 331.
- ↑ Christenhusz, Maarten J.M.; Byng, James W. (2016). „The number of known plants species in the world and its annual increase“. Phytotaxa. 261 (3): 201–217. doi:10.11646/phytotaxa.261.3.1.
- ↑ დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 221, ISBN 978-9941-26-391-0.