ჯამი (ბოტანიკა)
ჯამი (ლათ. calux) — ყვავილსაფარის გარეთა წრე. რომელიც შედგება ჯამის ფოთოლაკებისაგან. ჯამის ფოთოლაკები ჩვეულებრივ მწვანეა, ერთმანეთთან შეზრდილი ან განცალკევებული. ჯამის ბიოლოგიური დანიშნულებაა ყვავილის შიგნითა ნაწილებისა და განვითარებადი ნაყოფის დაცვა. ზოგიერთი მცენარის (მანანა, ხარისძირა) ჯამი დიდია და მკვეთრად შეფერილი, ხელს უწყობს მწერების მიზიდვას (ნაცვლად გვირგვინისა, რომელიც არ გააჩნიათ ან სუსტად აქვთ განვითარებული. ზოგ მცენარეს ჯამი სცვივა ყვავილების გაშლისას (ყაყაჩო), სხვებს დაყვავილების შემდეგ (ბაია). ზოგჯერ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ნაყოფის წარმოქმნაშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 535.