სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაია (მრავალმნიშვნელოვანი).

ბაია (ლათ. Ranunculus) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახია, რომელსაც ფუნჯა ფესვები (ხშირად ფესურები) და მორიგეობით განლაგებული თათისებრ დაყოფილი ფოთლები აქვს. ყვავილები ცალადია ან შეკრებილია მეჩხერ ყვავილედებად. ყვავილსაფარი ორმაგია. ხუთწვერიანი. გვირგვინის ფურცელი ყვითელია, იშვიათად თეთრი; თითოეული ფურცლის ძირში სანექტრეებია. ნაყოფი კაკლიჭაა.

ბაია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Ranunculus

ცნობილია 600-მდე სახეობა, საქართველოში 50-მდე, რომელთაგანაც 11 — საქართველოს ენდემია (ლათ. Ranunculus Helenae, Ranunculus abchasicus და სხვა), 9 კი — კავკასიისა. ბაია გავრცელებულია ყველა სარტყელში — დაბლობიდან მაღალმთამდე.

უყვარს ტენიანი ადგილები, თუმცა ზოგიერთი სახეობა ველებსა და ხრიოკებზეც გვხვდება. საქართველოში სახეობათა უმრავლესობა სუბალპურ და ალპურ მდელოებზე იზრდება, მცირე რაოდენობით გვხვდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველობებზე, თითო-ოროლა სახეობა კი (ლათ. Ranunculus oxyspermus, Ranunculus meridionalis) ნახევრად უდაბნოებში და ველებზე.

ბევრი მათგანი შხამიანია (ლათ. Ranunculus sceleratus და სხვა). შეიცავს ანემონოლს, რომელიც იწვევს საქონლის მოწამვლას, თივა კი უვნებელია. ბაიათა საკმაოდ დიდი ნაწილი სარეველაა (ყანის ბაიალათ. Ranunculus arvensis), ზოგი მეტნაკლებად დეკორატიული.

ლიტერატურა

რედაქტირება