ხარისძირა
ხარისძირა (ლათ. Helleborus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. გვარი აერთიანებს ოცზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, უმთავრესად, ხმელთაშუაზღვისპირეთში, აღმოსავლეთით მათი არეალი მოდის მცირე აზიამდე.
ხარისძირა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Helleborus niger | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Helleborus | ||||||||||||
|
საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური ხარისძირა (ლათ. Helleborus caucasicus), რომელსაც მოთეთრო-მომწვანო ყვავილები აქვს, იზრდება ტყეში, ტყისპირებზე და გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში და აფხაზური ხარისძირა (Helleborus abchasicus), რომლის ყვავილი ვარდისფერ-მეწამული, ზოგჯერ მოიისფროა. იზრდება კირქვებზე მთის შუა სარტყელში აფხაზეთსა და იმერეთში. ადრემოყვავილე დეკორატიული მცენარეებია.
აღწერა და გავრცელება
რედაქტირებახარისძირას გვარი ნატიურია ევროპის უმეტესი ნაწილისათვის, დაწყებული ბრიტანეთის დასავლეთი სანაპიროდან, დამთავრებული თურქეთის ჩრდილოეთი სანაპიროებითა და კავკასიით. სახეობათა ყველაზე დიდი კონცენტრაცია გვხვდება ბალკანეთში.
საინტერესოა ხარისძირაზე გენეტიკოსების მიერ გამოყვანილი ჯიშები. მათ შორის, აღსანიშნავია ორმაგი ხარისძირა.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 437.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.rhs.org.uk/learning/research/Sciencereport/Hellebore.pdf დაარქივებული 2005-05-14 საიტზე Wayback Machine.
- http://phengels.club.fr/CatalogueHelleborus.html დაარქივებული 2008-12-11 საიტზე Wayback Machine.
- http://www.ncbi.nlm.nih.gov/Taxonomy/Browser/wwwtax.cgi?mode=Info&id=46995
- http://www.hughnunn.co.uk/HarvingtonHellebores.asp დაარქივებული 2008-10-06 საიტზე Wayback Machine.
- http://www.broadviewgardens.co.uk/national-collection-of-hellebores.aspx დაარქივებული 2010-04-22 საიტზე Wayback Machine.
- http://www.ashwoodnurseries.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2013-07-16.