მტვრიანაყვავილოვან მცენარეთა მამრობითი ორგანო, რომელშიც ვითარდება მტვრის მარცვლები. მიკროსპოროფილის ჰომოლოგიურია. ტიპური მტვრიანა შედგება მტვრიანის ძაფისა (შეიცავს გამტარ კონებს) და სამტვრე პარკისაგან, რომლის სიმეტრიული ნახევრები შეერთებულია და მიმაგრებულია მტვრიანას ძაფზე. მტვრიანა ოთხბუდიანია. თითოეულ ბუდეში — მიკროსპორანგიუმში — მეიოზის შედეგად წარმოიქმნება მიკროსპორები, რომელთაგანაც აქვე ვითარდება მამრობითი გამეტოფიტი — მტვრის მარცვლები. ყვავილში მტვრიანების ერთობლიობა ანდროცეუმს ქმნიან. მტვრიანები ყვავილსაჯდომზე განლაგებულია სპირალურად ან წრიულად.

Hippeastrum-ის მტვრიანა

ყვავილში მტვრიანა ერთი ან ბევრია, თავისუფალი ან შეზრდილია სამტვრე პარკებით, ძაფებით, მთლიანად ან მიზრდილია ყვავილის სხვა ნაწილებთან — გვირგვინის ფურცლებთან, ბუტკოსთან.

ლიტერატურა

რედაქტირება