გამეტოფიტი (გამეტა და ბერძ. phyton — მცენარე) — მცენარის სქესიანი თაობა. განვითარების ციკლში იცვლება უსქესო თაობით — სპოროფიტით. მრავალ მცენარეში გამეტოფიტი სპოროფიტისაგან დამოუკიდებლად არსებობს და გარეგნულად მისგან ან არ განსხვავდება (მაგ., ბევრი წყალმცენარის გამეტოფიტი), ან მკვეთრად განსხვავდება (გვიმრების, შვიტებისა და ლიკოპოდიუმების წინაზრდილი).

ტერარიუმში გაზრდილი გამეტოფიტი

ფარულთესლოვან მცენარეებში გამეტოფიტი წარმოდგენილია მტვრის მარცვლით (მამრობითი გამეტოფიტი) და ჩანასახის პარკით (მდედრობითი გამეტოფიტი). გამეტოფიტის უჯრედები შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ რიცხვს.

ლიტერატურა რედაქტირება