საჩანასახე პარკი, მდედრობითი გამეტოფიტიფარულთესლოვან მცენარეთა სქესიანი თაობა. ვითარდება თესლკვირტის ცენტრში, სადაც მაკროსპორის დედა უჯრედის მეიოზური გაყოფის შედეგად წარმოიქმნება 4 ჰაპლოიდური უჯრედი (მაკროსპორების ტეტრადა), მათგან ერთი ვითარდება, დანარჩენი კი — იღუპება.

საჩანასახე პარკის განვითარებისას ხდება მისი ბირთვების 3 თანამიმდევრული მიტოზური გაყოფა, მათი რაოდენობა იზრდება 1:2:4:8 შეფარდებით და თანაბრად ნაწილდება საჩანასახე პარკის ბოლოებზე. მე-3 მიტოზური გაყოფის შემდეგ ერთ ბოლოზე (მიკროპილარულზე) აღმოჩნდება საკვერცხე აპარატის 3 უჯრედი — კვერცხუჯრედი ორი სინერგიდითუერთ, ხოლო მეორე ბოლოზე (ქალაძურზე) — 2 უჯრედი-ანტიპოდი; ცენტრში განლაგდება ე. წ. ცენტრალური უჯრედი, რომელიც 2 პოლარული ბირთვის შეერთებით წარმოიქმნება. მომწიფებულ საჩანასახე პარკში ხდება ორმაგი განაყოფიერება, რის შედეგადაც ვითარდება ჩანასახი და ენდოსპერმი.

ლიტერატურარედაქტირება