რეზედა (ლათ. Reseda) — ბალახოვან მცენარეთა გვარი რეზედასებრთა ოჯახისა. 60-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება 3, მათ შორის 1 კავკასიის ენდემია.[1]

რეზედა
ყანის რეზედა (Reseda lutea)
ყანის რეზედა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  კომბოსტოსნაირნი
ოჯახი:  რეზედასებრნი
გვარი:  რეზედა
ლათინური სახელი
Reseda Tourn. ex L., 1753

ხარობს მშრალსა და ქვიან ფერდობებზე, ხშირად კირქვიანებზე, ზოგიერთი — ნათესებში სარეველადაც. ყანის რეზედას (Reseda lutea) მიწისზედა ნაწილები შეიცავს ყვითელ საღებავს. ბაღის რეზედა (Reseda odorata) მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ;[1] არომატული ყვავილები შეკრებილია თავთავისებრ მწვანე, მომწვანო-მოყვითალო და მოწითალო ყვავილედში; ამრავლებენ თესლით, რომელიც მარტის ბოლოს ითესება სათბურში ან კვალსათბურში (ჩითილის გადარგვა ხდება ივნისში ან მაისში, ღია გრუნტში); ყვავის ივნისიდან სექტემბრამდე; გამოიყენება ყვავილნარებსა და ბორდიურებში, საკრეჭად.[2] ყველა თაფლოვანი მცენარეა.[1]

საქართველოში გავრცელებული სახეობები:[3]

  1. 1.0 1.1 1.2 რეზედა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 337.
  2. Резеда // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 455.
  3. დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 221, ISBN 978-9941-26-391-0.