რევაზ ხაზარაძე
რევაზ ხაზარაძე (დ. 21 სექტემბერი, 1933, ქუთაისი) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი და სპორტსმენი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
რევაზ ხაზარაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 21 სექტემბერი, 1933 (91 წლის) |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოლოგი, პედაგოგი და სპორტსმენი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.
1958-1959 წლებში მე-7 რაიონის ექსპედიცია, სსრკ გეოლოგიისა და წიაღისეულთა დაცვის სამინისტროს მე-4 გეოლოგიური სამმართველო, ინჟინერ-გეოლოგი. 1959-1974 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1974-1984 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1993 წლებში გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1993-2001 წლებში პალეოგეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1984-2006 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1984-2005 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2001-2006 წლებში მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2006-2015 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება. 2015-2017 წლებში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება. 2018 წლიდან — მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება. 1956 წლიდან ეწევა ალპინისტურ საქმიანობას. დაპყრობილი აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების მრავალი მწვერვალი. არის სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები: საქართველოსა და მიმდებარე რეგიონების გეოგრაფიული გარემოს წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებანი. საქართველოს მეოთხეული ნალექების გენეზისი და სედიმენტაციის პირობები პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციით. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, უცხო ენებზეც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ოქროს მედალი (2006).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მდინარე ენგურის აუზის რელიეფი, კონტინენტური ნაფენები და პლეისოცენური გამყინვარება“, დაიცვა 1971 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „კავკასიონის პლეისოცენური გამყინვარება“, დაიცვა 2002 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 2005 — ღირსების ორდენი
- სსრკ სპორტის ოსტატი
- საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (ალპინიზმი)
ბიბლიოგრფია
რედაქტირება- საქართველოს ბუნების ფენომენები, თბილისი, 2014, გვ. 425 ISBN 9789941062742
- თუშეთი: კრებული, თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გამ-ბა , 2014, გვ. 300 ISBN 9789941056505
- კავკასიონის პლეისტოცენური გამყინვარება, თბილისი, მეცნიერება, 2004, გვ. 320 ISBN 9992809337
- ცენტრალური კავკასიონის მყინვარებზე : ალპინისტის შთაბეჭდილებანი, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1977, გვ. 108