რაფაელ ეითანი
რაფაელ "რაფულ" ეითანი (1929 წლის 11 იანვარი — 2004 წლის 23 ნოემბერი) — ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი. გენერალი, ისრაელის თავდაცვის ძალების მე -11 შტაბის უფროსი, ქნესეთის მე-11-14 მოწვევის დეპუტატი და ისრაელის მთავრობის მინისტრი.
რაფაელ ეითანი ებრ. רפאל "רפול" איתן | |
რაფაელ ეითანი 1948 წელი. | |
ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1996 – 1999 | |
წინამორბედი | იოსი სარიდი |
მემკვიდრე | დარია იცლკი |
ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1996 – 1999 | |
წინამორბედი | იაკოვ ცური |
მემკვიდრე | ეჰუდ ბარაკი |
ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1990 – 1991 | |
წინამორბედი | იცხაკ შამირი |
მემკვიდრე | იცხაკ შამირი |
ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1978 – 1984 | |
წინამორბედი | მორდეჰაი გური |
მემკვიდრე | მოშე ლევი |
ისრაელის ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის მეთაური | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1974 – 1977 | |
წინამორბედი | მორდეჰაი გური |
მემკვიდრე | ავიგდორ ბენ-გალი |
ქნესეთის მე-11, მე-12, მე-13, მე-14 მოწვევების დეპუტატი | |
დაბადებული | 11 იანვარი, 1929 თელ-ადაშიმი, პალესტინა, ამჟამად ისრაელის ჩრდილოეთი ოლქი |
გარდაცვლილი | 23 ნოემბერი, 2004 (75 წლის) აშდოდი |
პოლიტიკური პარტია | ცომეტი |
ადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა 1929 წლის 11 იანვარს სოფელ ტელ-ადაშიმში, აფულადან ხუთი კილომეტრის დაშორებით პალესტინის სამანდატო ტერიტორიაზე. რაფაელი იყო მეხუთე შვილი ელიაჰუ და მირიამ კამინსკების, რომლებიც ჩამოვიდნენ რუსეთიდან 1904 წელს. ელიაჰუ კამინსკი გახლდათ პალესტინაში პირველი ებრაული თავდაცვითი ორგანიზაცია „ჰაშომერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1914 წელს მას თურქეთის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ გაიქცა. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო სკაუტი ავსტრალიის დივიზიაში. იბრძოდა თურქების წინააღმდეგ. დაბრუნდა მხოლოდ 1917 წელს ბრიტანელი გენერალ ალენბის ჯარებთან ერთად.[1][2][3]
კარიერა არმიაში
რედაქტირებარაფული 15 წლის ასაკში შეუერთდა პალმახის რიგებს—ჰაგანას სპეცდანაყოფს. როდესაც დაიწყო ომი,დამოუკიდებლობისთვის (1947-1949 წლების პალესტინის ომი), რაფული ჰარელის ბრიგადის მე -4 და მე -10 ბატალიონებში სერჟანტად მსახურობდა. მონაწილეობდა „შმუელის“ ოპერაციაში ლატრუნის მხარეში, შემდეგ კი —„ჯებუსის“ ოპერაციაში,იერუსალიმში, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრა თავის არეში.
1949 წელს ომი დასრულდა, ეითანი დემობილიზებული იქნა და დაბრუნდა თელ ადაშიმში. ის დაკავებული იყო სასოფლო -სამეურნეო საქმიანობით, მუშაობდა სადურგლო სახელოსნოში. 1951 წლის ზაფხულში რაფული ცაჰალში დაბრუნდა. ოფიცრის კურსების დასრულების შემდეგ, მსახურობდა სადესანტო ბრიგადაში, რომელსაც მეთაურობდა ლეიტენანტი პოლკოვნიკი არიელ შარონი. რაფული დაინიშნა სარეზერვო მედესანტეების მეთაურად 890 -ე საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონში. ერთი წლის შემდეგ მან დაამთავრა ბატალიონის მეთაურის კურსები.
1955 წლის ბოლოს, გოლანის მაღლობებზე ოპერაცია „კინერეთის“ მსვლელობისას, რაფული მძიმედ დაიჭრა მუცელში. იგი სამსახურში მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაბრუნდა, მიიღო მაიორის წოდება და სათავეში ჩაუდგა სადესანტო ბატალიონს, ამ თანამდებობაზე მან არიელ შარონი შეცვალა.
1956 წლის 29 ოქტომბერს 202 -ე ბრიგადის დესანტირებით დაიწყო სინაის კამპანია (ოპერაცია „კადეში“). 890 -ე ბატალიონის მედესანტეები რაფაელ ეითანის მეთაურობით ამერიკული წარმოების 16 თვითმფრინავიდან ( „დაკოტა“) გადახტნენ სუეცის არხიდან 70 კილომეტრში.
მედესანტეებმა დაიკავეს ხიდი მიტლას უღელტეხილთან ახლოს, გადაჭრეს მტრის საკომუნიკაციო ხაზი და მძიმე დანაკარგის მიუხედავად, შეინარჩუნეს იგი 24 საათით ადრე არიელ შარონის მეთაურობით მთავარი ძალების მისვლამდე. უღელტეხილი რომ გაასუფთავეს, ბრიგადა ჯიპებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით გავიდა სუეცის არხთან.
ცაჰალის ისტორიაში ეს იყო ერთადერთი სამხედრო ოპერაცია საპარაშუტე დესანტის გადასხმით. ის გახდა ლეგენდა, რომელზეც გაიზარდა ისრაელის მედესანტეთა არაერთი თაობა.
1958 წელს ეითანმა გაიარა სარდლობის ერთწლიანი კურსი. 1960 წელს, ლეიტენანტ- პოლკოვნიკის წოდებით, იგი გაგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსის მეთაურებისა და შტაბის ოფიცრების სკოლაში. ეითანმა სამხედრო განათლება ასევე სრულყო ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლეს სამხედრო კოლეჯში.
1964 წლის მაისში სასწავლებლიდან დაბრუნებისთანავე რაფული დაინიშნა სადესანტო ბრიგადის მეთაურად. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნისას დაიწყო ექვსდღიანი ომი. მეოთხე დღეს, როდესაც ეითანის ბრიგადამ მიაღწია სუეცის არხს ელ-კანტრას რეგიონში, სნაიპერის ტყვიამ იგი დაჭრა თავის არეში.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, რაფული დაუბრუნდა მოვალეობას და გახდა ცაჰალის ბრიგადის მეთაური იორდანიის ველზე. იმ დროს პალესტინელი ტერორისტები ხშირად შედიოდნენ ისრაელში ამ ხეობით. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია უძილო ღამეებთან, ნერვულ და ფიზიკურ სტრესთან. ეითანის თქმით, ეს იყო ერთ -ერთი ყველაზე რთული პერიოდი მის სამხედრო ბიოგრაფიაში.
თავდადებული შრომისთვის რაფაელი სათანადოდ დაჯილდოვდა და 1968 წლის ივლისში დაინიშნა "კაცხარის" პოსტზე (აბრევიატურა სიტყვებისა "ქცინ ცანხანიმ რაში" — საჰაერო სადესანტო ძალების მთავარი ოფიცერი — ისრაელის თავდაცვის ძალების საკვანძო თანამდებობა) . ამ თანამდებობაზე, იგი ხელმძღვანელობდა "საპასუხო ოპერაციებს" ეგვიპტის საზღვარზე (სუეცის არხი). ეითანი აქტიურად იყო ჩართული ისრაელის ძალების ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებაში 1967-1970 წლების ეგვიპტე-ისრაელის ომის დროს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ოპერაცია „დარი“—რეიდი ბეირუთის (ლიბანი)აეროპორტში 1968 წლის 28 დეკემბრის საღამოს, პალესტინელების მიერ განხორციელებული ტერაქტების საპასუხოდ ისრაელის თვითმფრინავების წინააღმდეგ.[4][5]
1969 წელს რაფული გადაისროლეს ერაყში, რათა დახმარებოდა ქურთ მეამბოხეებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ისრაელი უკვე მრავალი წელია ეხმარებოდა ერაყში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქურთ მეამბოხეებს. მათ მიაწოდეს იარაღი, გაგზავნეს ინსტრუქტორები, რომლთაგან თითქმის ყველა მედესანტე იყო. ეითანს არაერთხელ მოუწია იქ ჩასვლა, რათა ამ უჩვეულო მხარეში ადგილზე შეესწავლა საომარი მოქმედებები.
1972 წლის შუა რიცხვებში ეითანი დაინიშნა ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის „გააშის“ჯავშანტექნიკის დივიზიის მეთაურად. პარალელურად, იგი სწავლობდა ჰაიფას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
1978 წელს რაფაელ ეითანმა გენერალ -ლეიტენანტის წოდება მიიღო და დაიკავა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტი. მისი დანიშვნა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ოპოზიციის მეთაური შიმონ პერესი დაეთანხმა თავდაცვის მინისტრის ეზერ ვაიცმანის გადაწყვეტილებას.[6]
რაფაელ ეითანის ინიციატივით დაიწყო პროექტი, რომლის მიხედვითაც ხელმოკლე ოჯახების შვილებს ჯარში იწვევდნენ. არმია მათ აძლევდა შანსს ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, მიეღოთ განათლება (12 წლიანი საშუალო სკოლა), რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ მიიღეს. ათასობით ეგრეთ წოდებული "რაფულის შვილები" ("naarei Raful"), რომლებიც გადაურჩნენ კრიმინალური გარემოს ცდუნებებს, გახდნენ ისრაელის სრულუფლებიანი მოქალაქეები. ეს პროექტი ითვლება დიდ წარმატებად და ეითანის ერთ – ერთ მთავარ მიღწევად გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე.
რაფულმა ჯარში მნიშვნელოვნად გაზარდა დისციპლინა და მოთხოვნები ისრაელელი ჯარისკაცის გარეგნული იერის მიმართ — მოუწესრიგებელი პერანგი და ჭუჭყიანი ჩექმები მთელი სიმკაცრით ისჯებოდა.
ამ დროს პალესტინურ ტერორთან ბრძოლა კვლავ წინა პლანზე წამოვიდა. ისრაელის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ დაიწყო ოპერაცია „მშვიდობა გალილეისთვის“. ეითანმა და მისმა ოპერატიულმა განყოფილებამ შეიმუშავეს მომავალი ოპერაციის გეგმა.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1983 წლის შემოდგომაზე ეითანმა ორგანიზება გაუწია და სათავეში ჩაუდგა მოძრაობა "ცომეტს" ("გზაჯვარედინი"), რომლის ძირითადი ამოცანები იყო: ისრაელის მიწის განუყოფლობა, ახალგაზრდების განათლება, ალიასთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ებრაელების დაბრუნება აღთქმულ მიწაზე. მოძრაობამ ასევე მოითხოვა მთავრობის მეთაურის პირდაპირი არჩევნები და რელიგიური სკოლების (იეშივა) მოსწავლეთა სავალდებულო გაწვევა ჯარში, ეს იყო პირველი ნაბიჯები რელიგიური დომინირების წინააღმდეგ.[7][8]
1984 წლის არჩევნებში მოძრაობა "ცომეტი" საერთო სიაში შედიოდა პარტია "თხიასთან" ("რენესანსი") ერთად, "ცომეტმა" მიიღო მხოლოდ ერთი ადგილი ქნესეთში. 1987 წელს "ცომეტი" გამოეყო "თხია" -ს, მთავარი მიზეზი იყო არა მხოლოდ პირადი, არამედ ფუნდამენტური განსხვავებები რაფაელ ეითანსა და გეულა კოენს შორის ("თხია").
1988 წელს „ცომეტის“ პარტიამ მოიპოვა 2 ადგილი ქნესეთში და 1990 წელს შევიდა იცხაკ შამირის მთავრობაში. რაფაელ ეითანი გახდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, მაგრამ 1991 წლის ბოლოს, „ცომეტმა“ დატოვა მთავრობა პრემიერ -მინისტრის პირდაპირ არჩევასთან დაკავშირებული უთანხმოების და მადრიდის კონფერენციაში ისრაელის მონაწილეობის გამო.
1992 წელს "ცომეტმა" მოიპოვა 8 ადგილი ქნესეთში, მაგრამ არ შევიდა კოალიციაში იცხაკ რაბინის მთავრობასთან - მათი პოლიტიკური შეხედულებები ძალიან განსხვავებული იყო. 1993 წელს, „ცომეტის“ სამმა წევრმა რაფულ ეითანი დაადანაშაულა არადემოკრატიულ მმართველობასა და პარტიის სახსრების გაფლანგვაში. მათ დატოვეს პარტია და შექმნეს დამოუკიდებელი „იეუდის“ ფრაქცია.
1996 წლის არჩევნებში "ცომეტმა" მონაწილეობა მიიღო "ლიკუდ-გეშერ-ცომეტის" საერთო სიაში და ქნესეთში 5 ადგილი დაიკავა, მიიღო განათლების მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოსტები. რაფაელ ეითანი გახდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი და ვიცე -პრემიერი.
1998 წლის დეკემბერში რაფაელ ეითანმა განაცხადა, რომ თავისი კანდიდატურის წარდგენას აპირებდა მთავრობის მეთაურის პოსტზე 1999 წლის არჩევნებში , მაგრამ ვერ შეაგროვა საჭირო რაოდენობის ხელმოწერები (50 ათასი) და უარი თქვა . თავის განზრახვაზე. არჩევნებში ვერც „ცომეტის“ პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და ვერ მოიპოვა ხმების საკმარისი რაოდენობა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1952 წლის იანვარში ეითანი დაქორწინდა მირიამზე, მედდაზე, რომლის ოჯახიც გერმანიიდან იყო ემიგრირებული. ისინი მეზობლები იყვნენ მოშავში და ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა. ორი ვაჟი: იოჰანანი ათი წლის ასაკში გარდაიცვალა ასთმის შეტევით, იორამი —სამხედრო მფრინავი, დაიღუპა 1981 წელს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. სამი ქალიშვილი: რუთი, გალია და ნურიტი.
1996 წელს რაფული გაშორდა მირიანს და დაქორწინდა ოფრა მეერსონზე.
გარდაცვალება
რედაქტირება37 წლიანი სამხედრო სამსახურისა და 15 წლის განმავლობაში ქნესეთში მუშაობის შემდეგ რაფულს არ შეეძლო უბრალოდ გასულიყო პენსიაზე და სახლში უმოქმედოდ ყოფილიყო. 2002 წლის იანვარში, იგი 73 წლის ასაკში ქალაქ აშდოდში, იუველის („საიუბილეო“) ახალი პორტის მშენებლობის მენეჯერი გახდა.
2004 წლის 23 ნოემბრის დილით ადრე, როგორც ყოველთვის, რაფული მშენებლობის მიმდინარეობის შესამოწმებლად მივიდა. ზღვაზე ქარიშხალი იყო. როდესაც მან მობილური ტელეფონის ზარებს არ უპასუხა, მაშინვე გამოცხადდა ძებნა და სამი საათის შემდეგ მაშველებმა რაფულის ცხედარი წყალში იპოვეს.[9]
რაფაელ ეითანი დაკრძალეს სამხედრო პატივით თელ- ადაშიმის მოშავში. დაკრძალვას ესწრებოდნენ ისრაელის პრემიერ მინისტრი არიელ შარონი, მთავრობის ყოფილი მეთაურები შიმონ პერესი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ეჰუდ ბარაკი, თავდაცვის მინისტრი შაულ მოფაზი, გარდაცვლილის ნათესავები და ახლო მეგობრები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rafael "Raful" Eitan Jewish Virtual Library (ინგლ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lawrence Joffe, ’ Lieut-Gen Rafael Eitan,’ The Guardian 25 November 2004 'Eitan revealed that his mother was a member of the Christian Subotnik sect, and a descendant of the Russian tsar's bodyguards. Thus the Jewish ultranationalist, according to Rabbinic law, might not have been Jewish.'
- ↑ Raful Eitan (1992). A Soldier's Story: The Life and Times of an Israeli War Hero. SP Books. ISBN 1-56171-094-6. Retrieved 3 November 2011.
- ↑ Nahum Barnea , Five After One, Yedioth Ahronoth, 10 June 2011, page 3 (Hebrew)
- ↑ Chief of Staff: A settlement for every stone Yedioth Ahronoth, 13 April 1983
- ↑ McGreal, Chris (23 May 2010). "Israel and apartheid: a marriage of convenience and military might". The Guardian. Retrieved 23 April 2018.
- ↑ Israel's Shady Arms Deal The Daily Beast, 22 June 2010
- ↑ Torture and intimidation in the West Bank – the case of AL-FARA'A prison[მკვდარი ბმული] INTERNATIONAL COMMISSION OF JURISTS and LAW IN THE SERVICE OF MAN, 1985. page
- ↑ Israel's military chief retires and is replaced by his Deputy -- New York Times 20 April 1983
- ↑ BBC News, "Former Israeli army chief drowns", 23 November 2004.