The Beatles1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც ნოვატორული სახით ერწყმოდა ხოლმე კლასიკური მუსიკა. The Beatles სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.


ბიოგრაფია

The Beatles1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება.

ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი). დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც ნოვატორული სახით ერწყმოდა ხოლმე კლასიკური მუსიკა. The Beatles სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი — ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებს მართავდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. ვრცლად...

რჩეული სურათი

ები-როუდი - ქუჩა ლონდონში, სადაც მდებარეობს ები-როუდის სტუდიები. აქ გადაღებული იქნა ფოტოსურათი ალბომის Abbey Road გარეკანისთვის.

სიმღერა

Back in the U.S.S.R. — ჯგუფ The Beatles-ის 1968 წლის ალბომის The Beatles პირველი სიმღერა, რომლის უშუალო ავტორი არის პოლ მაკ-კარტნი (თუმცა ალბომის ბუკლეტზე ავტორებად ლენონი/მაკ-კარტნი არის მითითებულნი). „Back in the U.S.S.R.“ პირდაპირ უერთდება რიგით მეორე სიმღერას Dear Prudence.

სიმღერის დასაწყისში და დასასრულს ისმის თვითმფრინავის ხმა, რომელიც ხაზს უსვამს საბჭოთა კავშირში მოგზაურობის ფაქტს. ტექსტიდან გამომდინარე, მსმენელი იგებს, რომ სსრკ-ში გადაფრენა ხდება მაიამი ბიჩიდან ბრიტანული ავიაკომპანიის თვითმფრინავით. სიმღერაში გამოკვეთილად ჟღერს მაკ-კარტნის ხალისიანი ფორტეპიანო და გიტარის რიფები. აღნიშნულია უკრაინელი და მოსკოველი გოგონები, ნახსენებია ბალალაიკა და „Georgia on My Mind“. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია უამრავი დავა, რომელთა ერთი ვერსიით, საუბარია საქართველოზე, ხოლო სხვა ვერსიით, ეს არის რეი ჩარლზის ცნობილი სიმღერის Georgia on My Mind ხუმრობით ხსენება და სიტყვების თამაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სიმღერაში მაინც რჩება მითითება საქართველოზე - სამხრეთით მდებარე დათოვლილი მთების სახით. ვრცლად... სხვა სიმღერები

ციტატა

შემთხვევითი ციტატა - სხვა

  • Whatever happened to the life that we once knew
    Can we really live without each other?
    Where did we lose the touch
    That seemed to mean so much?
    It always made me feel so
    Free as a bird.
    • Free As A Bird (ჩაიწერა 1977 წელს, გამოიცა 1995 წელს)


ქეშის გაწმენდა