Back in the U.S.S.R.
Back in the U.S.S.R. — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის 1968 წლის ალბომის The Beatles პირველი სიმღერა, რომლის უშუალო ავტორი არის პოლ მაკ-კარტნი (თუმცა ალბომის ბუკლეტზე ავტორებად ლენონი/მაკ-კარტნი არის მითითებულნი). „Back in the U.S.S.R.“ პირდაპირ უერთდება რიგით მეორე სიმღერას Dear Prudence.
„Back in the U.S.S.R.“ | ||
---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||
ალბომიდან The Beatles | ||
გამოსვლის თარიღი | 22 ნოემბერი 1968 | |
ჩაიწერა | 22–23 აგვისტო 1968 | |
ჟანრი | როკ-ენ-როლი, სერფ როკი, მძიმე როკი | |
ხანგრძლივობა | 2:43 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |
The Beatles – სიმღერები | ||
„Back in the U.S.S.R.“ | ||||
---|---|---|---|---|
Back in the U.S.S.R. | ||||
სინგლი — The Beatles | ||||
B-მხარე | „Don't Pass Me By“ | |||
გამოსვლის თარიღი | ივნისი 1976 | |||
ჩაიწერა | 22–23 აგვისტო 1968 | |||
ხანგრძლივობა | 2:43 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვა
რედაქტირებასიმღერის დასაწყისში და დასასრულს ისმის თვითმფრინავის ხმა, რომელიც ხაზს უსვამს საბჭოთა კავშირში მოგზაურობის ფაქტს. ტექსტიდან გამომდინარე, მსმენელი იგებს, რომ სსრკ-ში გადაფრენა ხდება მაიამი ბიჩიდან ბრიტანული ავიაკომპანიის თვითმფრინავით. სიმღერაში გამოკვეთილად ჟღერს მაკ-კარტნის ხალისიანი ფორტეპიანო და გიტარის რიფები. აღნიშნულია უკრაინელი და მოსკოველი გოგონები, ნახსენებია ბალალაიკა და „Georgia on My Mind“. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია უამრავი დავა, რომელთა ერთი ვერსიით, საუბარია საქართველოზე, ხოლო სხვა ვერსიით, ეს არის რეი ჩარლზის ცნობილი სიმღერის Georgia on My Mind ხუმრობით ხსენება და სიტყვების თამაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სიმღერაში მაინც რჩება მითითება საქართველოზე - სამხრეთით მდებარე დათოვლილი მთების სახით.
1984 წლის ინტერვიუში მაკ-კარტნი ამბობდა:
”ეს სიმღერა დაიწერა, როგორც The Beach Boys-ის პაროდია. „Back in the USA“ იყო ჩაკ ბერის სიმღერა, ასე რომ მცირე რამ იქიდან ავიღე. მე მომეწონა ჯორჯიელი გოგონების იდეა და უკრაინაზე ისე საუბარი, თითქოს ეს კალიფორნიაა, გასაგებია? ამასთან, ხელებიც დავიბანეთ, იმიტომ რომ ჩვენ იქ მაინც გვისმენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მმართველებს არ მოვწონდით. ახალგაზრდობა გვისმენდა. ეს ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო ერის მომავლისათვის”.
ბრიტანეთში ეს სიმღერა გამოიცა 1976 წელს, სპეციალური სინგლის სახით. მისი B-გვერდზე შესაძლებელია სიმღერის „Twist and Shout“ მოსმენა.
„Back in the U.S.S.R.“ და ალბომის მეორე სიმღერა, „Dear Prudence“ ჩაწერილი იქნა რინგო სტარის გარეშე. დასარტყამებზე ორივე კომპოზიციაში უკრავდა მაკ-კარტნი. სტერეო მიქსის მარცხენა არხში შესაძლებელია დამატებითი დასარტყამი ინსტრუმენტების მოსმენა - ეს პარტია ჯონ ლენონსა და ჯორჯ ჰარისონს ეკუთვნის.
4 სექტემბერს სტარი დაბრუნდა ჯგუფში და მიიღო მონაწილეობა პრომო ფილმების „Hey Jude“ და „Revolution“ გადაღებაში. ამის შემდეგ მისი პირველი სტუდიური სესია გაიმართა 5 სექტემბერს - ეს იყო სიმღერის „While My Guitar Gently Weeps“ ჩაწერის პროცესი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია საიტზე Beatles-Discography.com დაარქივებული 2015-02-06 საიტზე Wayback Machine.