I'm So Tired
„I'm So Tired“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში The Beatles, რომელიც გამოვიდა 1968 წელს. სიმღერის ავტორია ჯონ ლენონი, თუმცა ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი.
„I'm So Tired“ | ||
---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||
ალბომიდან The Beatles | ||
გამოსვლის თარიღი | 22 ნოემბერი 1968 | |
ჩაიწერა |
8 ოქტომბერი 1968 EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |
ჟანრი | როკ-მუსიკა | |
ხანგრძლივობა | 2:03 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |
The Beatles – სიმღერები | ||
შექმნა
რედაქტირებალენონმა სიმღერა დაწერა ტრანსცენდენტალური მედიტაციის ბანაკში, როდესაც უძილობა ჰქონდა. მაჰარიში მაჰეშ იოგისთან სამკვირიანი მედიტაციისა და ლექციების შემდეგ ლენონს ენატრებოდა მომავალი მეუღლე, იოკო ონო და ხშირად ჰქონდა უძილობა, რომელიც იქცა სიმღერის შთაგონებად. ინდოეთში დაწერილი სიმღერების ერთ მეათედს შორის, „I'm So Tired“ ლენონის მსხვრევად განწყობას აღწერდა. იგი აგრეთვე არის ღია წერილი ონოსთან, რომლის წერილები ჯონს ახარებდნენ. „მე მასზე ფიქრი დავიწყე და არა მხოლოდ, როგორც მოაზროვნე ქალბატონზე“.[1] მოგვიანებით ლენონმა სიმღერის შესახებ განაცხადა: „იგი ჩემი ერთ-ერთი საყვარელია. მე მისი ჟღერადობა მომწონს და კარგად ვასრულებ“.[2]
უძილობის თემა ეხმაურება ლენონის ადრეულ სიმღერა „I'm Only Sleeping“ ალბომიდან Revolver.
სიმღერა დაწერილია ლა მაჟორში. ლენონი მასში მღერის ნელი ტემპით, ხოლო ჯგუფი ასრულებს მისამღერს, რომელიც მეორდება ორჯერ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწყაროები
რედაქტირება- ლუისონი, მარკ (1988). The Beatles-ის ხმისჩამწერი სესიები. ნიუ-იორკი: Harmony Books. ISBN 0-517-57066-1.
- მაკდონალდი, იენ (2005). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties, მეორე რედაქტირებული, ლონდონი: Pimlico (Rand). ISBN 1-84413-828-3.
- შეფი, დევიდ (2000). All We Are Saying. ნიუ-იორკი: St. Martin's Griffin. ISBN 0-312-25464-4.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 83 – 'I'm So Tired'. 100 Greatest Beatles Songs. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 17 June 2012.
- ↑ Sheff 2000, p. 199.