ები-როუდი (ინგლ. Abbey Road) — ხალხმრავალი ქუჩა ლონდონის კემდენის და ვესტმინსტერის ოლქებში. გადაჭიმულია დაახლოებით ჩრდილო-დასავლეთიდან ქალაქის ისტორიულ რაიონ სენტ-ჯონს-ვუდის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, სტადიონ Lord’s Cricket Ground-ის გვერდით. შოსე В507-ის ნაწილია.

ები-როუდი. ქუჩის მაჩვენებელი ნიშანი

ჩრდილო-დასავლეთში ები-როუდის ქუჩა იწყება კილბერნში, კუექს-როუდის და უესტ-ენდ-ლეინის გადაკვეთაზე; შემდეგ დაახლოებით 1,5 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთში, კვეთავს ბელსაიზ-როუდს, ბაუნდერი-როუდს და მარლბორო-პლეისს და მთავრდება გროუვ-ენდ-როუდის და გარდენ-როუდის გადაკვეთაზე.

ქუჩის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მისამართზე ები-როუდი 3, მდებარეობს ბრიტანული მედიაჯგუფ EMI Group-ის ცნობილი ხმისჩამწერი სტუდია „ები-როუდი“. აქ საკუთარ მუსიკას იწერდნენ The Beatles და ბევრი სხვა პოპულარული შემსრულებლები. The Beatles-ის მიერ ქრონოლოგიურად უკანასკნელი ჩაწერილი ალბომის სახელწოდებაა Abbey Road. ამ ალბომის გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის ოთხივე წევრი, რომლებიც ქუჩაზე გადადიან საფეხმავლო გადასასვლელზე, რომელიც მდებარეობს დაახლოებით სტუდიაში შესასვლელთან. შედეგად ქუჩა მყარად ასოცირდება The Beatles-თან და 1970 წლიდან ტურისტების მასობრივი მონახულების ადგილია. მიუხედავად ები-როუდზე მჭიდრო ტრაფიკისა, ყველაზე უფრო ცნობილი საფეხმავლო გადასასვლელი გახდა ფოტოგადამღებთა პოპულარული ობიექტი.

ქუჩის დასახელების ლითონის ტრაფარეტი გროუვ-ენდ-როუდის და ები-როუდის კუთხეში ცოტა ხნის წინ მოიხსნა, რადგან მას ხშირად იპარავდნენ ან აფუჭებდნენ სხვადასხვა წარწერებით. დღეისათვის ქუჩის სახელწოდების მაჩვენებელი დამაგრებულია კუთხის შენობის მაღალ სიმაღლეზე. ყოველ სამ თვეში მუნიციპალურ საბჭოს უწევს სახლის კედლის გადაღებვა საფეხმავლო გადასასვლელის სიახლოვეს, რომელზეც ლივერპულელი ოთხეულის ფანატები ტოვებენ გრაფიტს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Pollard, Lawrence (2009-08-07). „Revisiting Abbey Road 40 Years On“. BBC World News. ციტირების თარიღი: 2010-02-12.