ჰანგული (კორ.한글), ალტ. ჩოსონგული (조선글) დამწერლობა არის კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაშიჩინეთიდან შემოსული არაანბანური ჰანჯა შეცვალა. ანბანი ფონეტიკურია, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან შედგება.
ჰანგული მეცნიერთა ჯგუფმა 1443 წელს შექმნა ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის სეჯონგ დიდის დავალებით. მეფემ ახალი ანბანის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ჩინურისგან ძალიან განსხვავდებოდა და უბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა. ახალი ანბანის შესწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო. ჰანგული ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავდა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად. ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს და გამოქვეყნდა დოკუმენტში სახელად "ჰუნმინ ჯონგუმ", რაც ნიშნავს "ხალხისთვის ბგერების სწორად გამოყენებაზე". სწორედ ამ დოკუმენტის სათაურიდან წარმოიშვა ანბანის სახელიც. სამხრეთ კორეაში ანბანის გამოსვლის დღეთ 9 ოქტომბერი ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში - 15 იანვარი. ამ დღეს ჰანგულის დღეს აღნიშნავენ. (...სრულად)
იცოდით, რომ...
დღეს არსებული დამწერლობებიდან ჩინური ყველაზე ძველია. თავდაპირველად პიქტოგრამული იყო, შემდეგ კი პიქტოგრამები იეროგლიფებად გადაიქცა.
თანამედროვე 14 დაწერლობათგან სიძველით პირველ ოთხ ადგილს იკავებს ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული. ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა . მას მოსდევს სირიული, არაბული, სომხური, ეთიოპიური, იაპონური,სლავურ-კირილური, ინდური, მონღოლური და კორეული.
ქუფური - არაბული კალიგრაფიის ერთ-ერთი სახესხვაობა ნასხთან ერთად. ქუფური იხმარებოდა მეჩეთებზე ორნამენტული წარწერებისათვის, მონეტების ზედწერისათვის და ყურანია ხელნაწერებისათვის. ნასხს იყენებდნენ პაპირუსზე და ქაღალდზე საწერად. ნასხი საფუძვლად დაედო არაბულ სასტამბო და კომპიუტერულ შრიფტებს. არაბული ანბანი ისლამის გავრცელებასთან ერთად გავრცელდა მაჰმადიანურ სამყაროში და დღესაც ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ ანბანად ითვლება მსოფლიოში