პერჩუხ პარტიზპანიან-ბარსეგიანი
პერჩუხ პარტიზპანიან-ბარსეგიანი (სომხ. Պերճուհի Պարտիզպանյան-Բարսեղյան}}, დ. 8 ივლისი, 1889, პლოვდივი, ბულგარეთის სამთავრო — გ. 19 მაისი[1], 1940, პარიზის XIII ოლქი) — სომეხი მწერალი, მასწავლებელი, ჰუმანისტი, სამი ქალიდან ერთ-ერთი, რომელიც 1919 წელს სომხეთის რესპუბლიკაში პირველად აირჩიეს პარლამენტის წევრის თანამდებობაზე.[5]
პერჩუხ პარტიზპანიან-ბარსეგიანი | |
---|---|
დას. სომხ. Պերճուհի Պարտիզպանյան-Բարսեղյան | |
დაბადების თარიღი | 8 ივლისი, 1889[1] |
დაბადების ადგილი | პლოვდივი, ბულგარეთის სამთავრო[2] |
გარდაცვალების თარიღი | 19 მაისი, 1940[1] (50 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზის XIII რაიონი[3] |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა საფრანგეთი |
ეროვნება | სომხები[4] |
მეუღლე/ები | Sargis Barseghyan |
შვილ(ებ)ი | Armen Barseghian |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპერჩუხ პარტიზპანიანი დაიბადა 1886 წელს ედირნეში, ოსმალეთის იმპერიაში. დასთან სათენიკთან ერთად სწავლობდა ბულგარეთში, ფილიპოპოლისში (თანამედროვე პლოვდივი), საშუალო სკოლაში. მცირე ასაკიდანვე იგი შთაგონებული იყო როსტომისა და მისი მეუღლის ლიზა-მელიქ შახნაზარიანის რევოლუციური იდეებით, რომლებიც ქალაქში სომხურ სკოლას ხელმძღვანელობდნენ.
თექვსმეტი წლის ასაკში პერჩუხი ედირნეში დაბრუნდა. აქ მან გაიცნო სარგის ბარსეგიანი, ინტელექტუალი და სომხური რევოლუციური ფედერაციის წევრი, ასევე ცნობილი როგორც დაშნაკცუთიუნი. მან მოუწოდა მას დაეარსებინა სომეხი ქალთა კავშირი (Հայ կանանց միություն), ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნებოდა ქალების წახალისებას სომხური ლიტერატურისა და პროგრესული იდეების დაწერისა და განხილვისკენ.[6]
მოგვიანებით, პარტიზპანიანმა განაახლა სწავლა ჟენევის კოლეჯში, სწავლობდა ლიტერატურასა და პედაგოგიკას. სწავლის დასრულების შემდეგ პერჩუხი დაბრუნდა თურქეთში და დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ჯერ ვანში, შემდეგ კი გირესუნში. 1909 წელს იგი დაქორწინდა სარქის ბარსეგიანზე,[7] რომელიც კონსტანტინოპოლში დაშნაკცუთიუნის მეთაური გახდა. მათ შეეძინათ ვაჟი.
სარქისი 1915 წლის მარტში დააპატიმრეს. იმავე წლის 30 აპრილს იგი სიკვდილით დასაჯეს, რითიც იგი გახდა სომეხთა გენოციდის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. ამის შემდეგ პარტიზპანიან-ბარსეგიანი შვილთან ერთად ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაიქცა. მალე თბილისში დასახლდა და განაგრძო მასწავლებლობა.
როდესაც სომხეთმა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, პარტიზპანიან-ბარსეგიანი ერევანში გადავიდა. იგი დაშნაკცუთიუნის სხვა წევრებთან ერთად მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის უზრუნველსაყოფად საყოველთაო ხმის უფლებაზე. მწერალი სხვა ქალებთან ერთად აქტიურად ეწეოდა სოციალურ მუშაობას, ზრუნავდა ობლებსა და ლტოლვილებზე.
როდესაც სომხეთის პარლამენტის პირველი არჩევნები გაიმართა 1919 წლის 23 ივნისს, პერჩუხ ბარსეგიანი იყო ერთ-ერთი იმ სამი ქალიდან, რომლებიც აირჩიეს 80-კაციან პარლამენტში.[6] დანარჩენი ორი ქალი ვარვარა საჰაკიანი და კატარინე ზალიან-მანუკიანია.
სომხეთის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ პარტიზპანიანმა წაიყვანა შვილი და მცირე ხნით დაბრუნდა სოფიაში.[7] მოგვიანებით იგი დასახლდა პარიზში,[7] სადაც მუშაობდა ლტოლვილთა საერთაშორისო ბიუროში და განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა.
შემოქმედება
რედაქტირებაპერჩუხ პარტიზპანიანმა ლიტერატურული მოღვაწეობა სტუდენტობის წლებში დაიწყო. ჟენევაში სწავლის დროს მწერალი აქვეყნებდა ნაწარმოებებს ფსევდონიმით Etna. პარიზში გადასვლის შემდეგ მან განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა, რომელიც ახალგაზრდობაში მიატოვა.[6] 1938-1939 წლებში მან გამოაქვეყნა თავისი მემუარები „Խանձուած օրերը“ („კატასტროფის დღეები“) ამერიკულ ჟურნალში „Hayrenik“. მისმა შვილმა შემდგომში თარგმნა „კატასტროფის დღეები“ ფრანგულად და გამოსცა მარსელში 2004 წელს.
პერჩუხ პარტიზპანიანის ნამუშევრები და განსაკუთრებით კი „სტიქიის დღეები“ ასახავს ომის შუა პერიოდის სომეხი ქალის როლს სომხეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
მის ნამუშევრებს შორის გამოირჩევა: მოთხრობების კრებული „ქარიშხლის დასასრული“, ლექსი „ჩემი სამშობლო“, ნოველა „არპიკი“.
მწერალი გარდაიცვალა 1940 წლის 18 მაისს პარიზში, საფრანგეთი.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://archives.paris.fr/arkotheque/visionneuse/visionneuse.php?arko=YTo2OntzOjQ6ImRhdGUiO3M6MTA6IjIwMjItMDgtMjUiO3M6MTA6InR5cGVfZm9uZHMiO3M6MTE6ImFya29fc2VyaWVsIjtzOjQ6InJlZjEiO2k6NDtzOjQ6InJlZjIiO2k6MjYzNzg2O3M6MTY6InZpc2lvbm5ldXNlX2h0bWwiO2I6MTtzOjIxOiJ2aXNpb25uZXVzZV9odG1sX21vZGUiO3M6NDoicHJvZCI7fQ==#uielem_move=-1592%2C-358&uielem_islocked=0&uielem_zoom=186&uielem_brightness=0&uielem_contrast=0&uielem_isinverted=0&uielem_rotate=F
- ↑ https://www.editionsparentheses.com/IMG/pdf/p122_jours_de_cendres_a_istanbul.pdf
- ↑ https://archives.paris.fr/arkotheque/visionneuse/visionneuse.php?arko=YTo2OntzOjQ6ImRhdGUiO3M6MTA6IjIwMjItMDgtMjUiO3M6MTA6InR5cGVfZm9uZHMiO3M6MTE6ImFya29fc2VyaWVsIjtzOjQ6InJlZjEiO2k6NDtzOjQ6InJlZjIiO2k6MjYzNzg2O3M6MTY6InZpc2lvbm5ldXNlX2h0bWwiO2I6MTtzOjIxOiJ2aXNpb25uZXVzZV9odG1sX21vZGUiO3M6NDoicHJvZCI7fQ==#uielem_move=-1067%2C-165&uielem_islocked=0&uielem_zoom=168&uielem_brightness=0&uielem_contrast=0&uielem_isinverted=0&uielem_rotate=F
- ↑ Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'hui — Maisons-Alfort: 2021. — P. 107. — ISBN 978-2-905686-93-0
- ↑ 5.0 5.1 Lena Badalyan. (2018-05-24) женское избирательное право: армянская формула | Память. chai-khana.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-12. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Несчастливый мандат: трагическая судьба первых женщин-депутатов армянского парламента. Sputnik Армения. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Женщины в парламенте Первой Республики Армения | Вне Строк. ციტირების თარიღი: 2020-04-12.